Leaflet
დიკლაკი 75მგ
(Diclofenac)
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა: ტაბლეტები, შეფუთვაში 20 ც. 1 ტაბლეტში დიკლოფენაკ ნატრიუმი 75 მგ
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება ფენილძმარმჟავას წარმოებული
ფარმაკოლოგიური თვისებები: პრეპარატს ახასიათებს გამოხატული ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო და ზომიერი სიცხის დამწევი მოქმედება, პრეპარატის მოქმედება განპირობებულია ფერმენტ ციკლოოქსიგენაზას ინჰიბირებით, რაც იწვევს პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვას და ამის შედეგად ანთების და შეშუპების შემცირებას, ამცირებს ტკივილის შეგრძნებას სახსრებში.
ჩვენებები: რევმატიული ართრიტი, ოსტეოართრიტი, სპონდილიტი, პოდაგრა, ნევრალგია, მიალგია,
დოზირება: მოზრდილებში ერთჯერადი დოზაა 25-50 მგ 2-3-ჯერ დღეში. მიღების სიხშირე დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობის სიმძიმეზე. მაქსიმალური დოზა მოზრდილებში დღე-ღამეში შეადგენს 150 მგ.
გვერდითი მოვლენები: ადგილობრივი გამოყენებისას გამოხატული არ არის, იშვიათად ადგილობრივი ალერგიული რეაქციები (გამონაყარი, ქავილი, სიწითლე, წვა)
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიმართ
შენახვის პირობები: ინახება არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.
ვადა 1 წელი
Registration
Data from the regulatory agency's registry. Last synced: 11.11.2026.
Registered on: 05.08.2025
Analogs · Diclofenac 75 mg
Sorted: cheapest first| Name | Manufacturer | Pack | From |
|---|---|---|---|
| Diclac Id | Salutas Pharma GmbH, Germany | №20 | 13.80 ₾ |
Registry data
Q&A
Ask a questionNobody has asked yet. Have an experience or a question? Be the first.
This information is for reference and does not replace advice from a doctor or pharmacist.