Insty Elderberry 5,6 g
Over the counter · OTC Registered GMP

Insty Elderberry 5,6 g

Powder / granules, №5 · Active ingredient: Black elderberry (sambucus nigra) dry extract + Eucalyptus (eucalyptus globulus) extract + Fennel (foeniculum vulgare) extract + Liquorice (glycyrrhiza glabra) extract + Malabar nut (adhatoda vasica) extract + Thea (camellia sinensis) extract + Valerian (valeriana officinalis) dry extract + Violet (viola odorata) extract + White willow (salix alba) extract

Compare prices Analogs
Lowest price 8.80 ₾ at 1 pharmacy chain

Leaflet

ინსტი

ანწლი

სავაჭრო დასახელება

ინსტი ანწლი

საერთაშორისო არაპატენტური დასახელება

არ არის

წამლის ფორმა

გრანულები

შემადგენლობა

თითოეული საშე-პაკეტი შეიცავს:

აქტიური ნივთიერება:

ანწლი შავი, მშრალი ექსტრაქტი 250 მგ

ექსტრაქტები:

თეთრი ტირიფი 750 მგ

ძირტკბილა 550 მგ

ადხატოდა Adchatoda vasika 300 მგ

ჩინური ჩაი 125 მგ

სურნელოვანი ია 100 მგ

კატაბალახა 100 მგ

ცერეცო 75 მგ

ევკალიპტი სფერული 35 მგ

დამხმარე ნივთიერებები: საქაროზა, პოლივინილპიროლიდონი K30, მენთოლი კრისტალური, ანწლის არომატიზატორი.

აღწერა

გრანულები ყავისფერის ან მუქი ყავისფერის შეფერილობის გრანულები დამახასიათებელი სურნელით.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

გაციების და ხველის საწინააღმდეგო პრეპარატი.

პრეპარატების სხვა კომბინაციები გაციების სიმპტომების თავიდან ასაცილებლად.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოკინეტიკა

ინსტი ანწლის პრეპარატის მოქმედება წარმოადგენს მისი კომპონენტების ერთობლივ მოქმედებას, ამიტომ ფარმაკოკინეტიკური კვლევების ჩატარება შეუძლებელია: ყველა კომპონენტის გამოკვლევა მარკერების და ბიოკვლევების მეშვეობით ვერ ხერხდება. ამ მიზეზის გამოც შეუძლებელია პრეპარატის მეტაბოლიტების გამოვლენა.

ფარმაკოდინამიკა

ინსტი ანწლის გრანულები - კომპლექსური ფიტოპრეპარატი ოფლმდენი, ანთების საწინააღმდეგო, სიცხის დამწევი, ამოსახველებელი და ორგანიზმის ზოგადგამაძლერებელი მოქმედებით.

ანწლი შავი (კენკრა) შეიცავს ანტოციანებს, ასკორბინის მჟავას, კაროტინს, რუტინს, სამბუცინს, ქრიზანტემინს, მთრიმლავ ნივთიერებებს, კარბონის მჟავებს და ამინომჟავებს (თიროზინს). ანწლის კენკრას გააჩნია ოფლმდენი, შარმდენი, ანთების საწინააღმდეგო და რბილი ამოსახველებელი მოქმედება. აძლიერებს იმუნიტეტს და ამცირებს გრიპისა და გაციების განვითარების რისკს.

თეთრი ტირიფი შეიცავს სალიცინის გლიკოზიდებს, ტრემულაცინს. გააჩნია სიცხის დამწევი, ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება.

ადხატოდა (Adchatoda vasika) შეიცავს ვაზიცინის ალკალოიდებს, ვაზიცინონს. ახდენს ბრონქების გამაფართოებელ, ამოსახველებელ მოქმედებას, ამცირებს ნახველის სიბლანტეს და აძლიერებს ეპითელიუმის წამწამების მოძრაობით აქტივობას, რაც ხელს უწყობს ნახველის იოლად ამოღებას. ასტიმულირებს სურფაქტანტის გამომუშავებას, რათა სუნთქვითი მუსკულატურამ სრულფასოვნად შეასრულოს „შესუნთქვის/ამოსუნთქვის“ ციკლი. გამოირჩევა ასთმის საწინააღმდეგო ეფექტით, იცავს ბრონქოსპაზმისგან, გამოწვეული ჰისტამინის მოქმედებით.

სურნელოვანი ია შეიცავს ვიოლინს, ფრიდელინს, ეთერზეთებს. ახდენს ანტიჰისტამინურ, ამოსახველებელ, სიცხის დამწევს, ოფლმდენი მოქმედებას.

ძირტკბილა შეიცავს გლიცირიზინის გლიკოზიდს, ფლავონიდებს, ასპარაგინს. ძირტკბილას გააჩნია ამოსახველებელი და ანთების საწინააღმდეგო თვისებები.

ძირტკბილაში გლიცირიზინის მჟავის შემცველობა უზრუნველყოფს იმუნომასტიმულირებელ მოქმედებას, აძლიერებს როგორც ადგილობრივ, ასევე ზოგად იმუნიტეტს.

ჩინური ჩაი შეიცავს ტანინს, კოფეინს, თეოფილინს. გამოირჩევა ბლანტი, მატონიზირებლი, შარდმდენი მოქმედებით.

ცერეცო შეიცავს ეთერზეთებს, დიპენტინის, აძლიერებს ბნონქების სეკრეტულ ფუნქციას და ახდენს მუკოლიზურ მოქმედებას, ასევე გააჩნია ანტისეპტიკური და ანთებასაწინააღმდეგო თვისებები.

ევკალიპტი სფერული შეიცავს ეთერზეთებს (ცინეოლი, პინენი, მირტენოლი, პინოკარვონი, ეიდესმოლი), სათრიმლავ ნივთიერებებს. გააჩნია ანტისეპტიკური მოქმედება, განსაკუთრებით სტრეპტოკოკების, სტაფილოკების მიმართ, იწვევს ანთების საწინააღმდეგო ეფექტს. ასტიმულირებს რეგენერაციის პროცესებს, აძლიერებს ქსოვილების მდგრადობას ჰიპოქსიის მიმართ.

კატაბალახა შეიცავს ეთერზეთებს (იზოვალერიანის მჟავა, ვალერენალი, ბორნეოლი, ა-პინენი), ალკალოიდებს (ვალერიანი, ხატინინი), საპონინები, კეტონები. ამცირებს ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნებადობას, გლუვი კუნთების ორგანოების სპაზმებს.

ინსტი ანწლი - მცენარეული პრეპარატი გამოხატული ოფლმდენი, სიცხის დამწევი და ზოგადგამაძლიერებელი მოქმედებით; გააჩნია ამოსახველებელი, ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი თვისებები.

ინსტი ანწლი აუმჯობესებს პაციენტების მდგომარეობას, ამცირებს მომატებულ ტემპერატურას და ხველების ინტენსივობას. ხელს უწყობს რინიტის, ფარინგიტის, ტრაქეიტის სიმპტომების სწრაფ მოხსნას მისი გამოყენებიდან 24 საათის განმავლობაში.

ამცირებს გართულებული გაციების განვითარების რისკს. ხელს უწყობს ორგანიზმის სწრაფ აღდგენას ავადმყოფობის შემდეგ.

არ იწვევს ძილიანობას და მიჩვევას. სწრაფად იხსნება ცხელ წყალში.

რეკომენდირებულია გაციებისა და ხველის ნებისმიერ სტადიაზე გამოყენებისთვის.

გამოყენების ჩვენებები

გრიპის, მწვავე რესპურატორული ვირუსული ინფექციების (სხეულის ტემპერატურის მომატება, სურდო, ყელის ტკივილი, ხველა, თავის და კუნთების ტკივილი) სიმპტომატური მკურნალობა.

გამოყენების წესი და დოზები

შიგნით მიღების დროს.

მოზრდილები: 1 საშე-პაკეტი დღეში 3 ჯერ.

12 წლიდან 18 წლამდე: 1 საშე-პაკეტი დღეში 2-3 ჯერ.

6 წლიდან 12 წლამდე ბავშვები: 1 საშე-პაკეტი დღეში 2 ჯერ.

პაკეტის შიგთავსი გახსენით ცხელი წყალში ჭიქაში და დაუყონებლივ დალიეთ.

მკურნალობის კურსი - 5-7 დღე.

გვერდითი მოქმედება

• პრეპარატის კომპონენტების მიმართ ალერგიული რეაქციები

• სისხლის შედებების მაჩვენებლების შემცირება

უკუჩვენება

• პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა

• ასპირინული ასთმა

• შაქრიანი დიაბეტი

• ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი

• 6 წლამდე ბავშვები

წამლების ურთიერთმოქმედება

არ არის რეკომენდირებული ხველების საწინააღმდეგო პრეპარატებთან , ასევე ნახველის შემცირების პრეპარატებთან ერთად ერთდროული მიღება. ერთდროული მიღების დროს ხდება სისხლის შედედების საწინააღმდეგო საშუალებების და აცეტილსალიცილის მჟავის მოქმედების გაძლიერება.

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატი შეიცავს საქაროზას, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ შაქრიანი დიაბეტით, ექსუდაციური დიათეზით დაავადებული ადამიანები, ასევე ჰიპოკალარიული დიეტის დროსაც.

თუ რესპირატორული დაავადება მიმდინარეობს გაძნელებული სუნთქვით, ციებ-ცხელებით, ჩირქოვანი ან სისხლიანი ნახველით, მიმართეთ ექიმს.

სამკურნალო საშუალებების გავლენის თავისებურებანი სატრანსპორტო საშუალებების ან პოტენციალურად საშიში მექანიზმების და მანქანების მართვის დროს

არ ახდენს გავლენას

ჭარბი დოზირება

პრეპარატის ინსტი ანწლის ჭარბი დოზირების შესახებ ცნობები მოიპოვება.

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

5.6 გ გრანულები საშე-პაკეტებში.

5 და 10 საშე-პაკეტი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის ვადა

3 წელი

არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

ასევე, იხილეთ: Linkus orvi - ლინკასი ორვი ლიმონი 5 პაკეტი

Source: PSP (psp.ge)

Registration

Data from the regulatory agency's registry. Last synced: 11.11.2026.

Registered on: 19.03.2024

Analogs · Black elderberry (sambucus nigra) dry extract + Eucalyptus (eucalyptus globulus) extract + Fennel (foeniculum vulgare) extract + Liquorice (glycyrrhiza glabra) extract + Malabar nut (adhatoda vasica) extract + Thea (camellia sinensis) extract + Valerian (valeriana officinalis) dry extract + Violet (viola odorata) extract + White willow (salix alba) extract 5,6 g

Sorted: cheapest first
Name Manufacturer Pack From
Insty Elderberry Herbion Pakistan (Pvt) Ltd., Pakistan №5 8.80 ₾
Insty Elderberry Herbion Pakistan (Pvt) Ltd., Pakistan №10 —

Registry data

Registration numberრ-040525
Valid until16.10.2027
Registration holderHerbion Pakistan (Pvt) Ltd. (პაკისტანი)
ManufacturerHerbion Pakistan (Pvt) Ltd., Pakistan
DispensingOver the counter (III group)
Form, dose, pack5,6g granules sachets №5
Pharmacotherapeutic groupგრიპისა და გაციების სამკურნალო მცენარეული საშუალებები
Registration procedureეროვნული
GMP certificateYes · valid until 08.11.2027

Q&A

Ask a question

Nobody has asked yet. Have an experience or a question? Be the first.

This information is for reference and does not replace advice from a doctor or pharmacist.