KriloMax (2350 mg + 705 mg + 376 mg + 235 mg)/10 ml
Over the counter · OTC Registered GMP

KriloMax (2350 mg + 705 mg + 376 mg + 235 mg)/10 ml

Syrup / suspension, №1 · Active ingredient: Dha (docosahexaenoic acid) + Epa (eicosapentaenoic acid) + Fish oil + Omega 3

Compare prices
Lowest price 35.67 ₾ at 1 pharmacy chain

Leaflet

კრილომაქსი სიროფი Krilomax Syrup - სიროფი მანგოს არომატით 150 მლ
შემადგენლობა:

სიროფის ყოველი 10 მლ. შეიცავს:
თევზის ქონი - 2350 მგ., ეიკოზაპენტანის მჟავა – 376 მგ., დოკოზაჰექსანის მჟავა -
235 მგ., საერთო ომეგა-3 – 705 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: გამოხდილი წყალი, ქსილიტი (E 967), პოლისორბატ 80 (E 433), ვიტამინი E, მანგოს არომატიზატორი, გუარის გუმფისი (E 412), კალციუმის აცეტატი, ლიმონმჟავა (E 433), კალიუმის სორბატი (E 202), ნატრიუმის ბენზოატი (E 211), ქსანტანის გუმფისი (E 415), ატმის არომატიზატორი, სუკრალოზა (E 955).

ფარმაკოლოგიური თვისებები:

თევზის ქონი შეიცავს A და D ვიტამინებს და პოლიუჯერ ცხიმოვან მჟავებს. ასტიმულირებს სეროტონინის გამოყოფას, ამცირებს აგრესიულობას სტრესულ სიტუაციებში, აფერხებს დემენციის განვითარებას. EPA და DHA მიეკუთვნებიან პოლიუჯერ ცხიმოვან მჟავებს, რომელებიც შედიან ლიპიდების შემადგენლობაში. ისინი ხელს უწყობენ უჯრედის მემბრანების მობილობის, განვლადობისა და მთლიანობის შენარ- ჩუნებას. აუცილებელია ორსულებში ნაყოფის თავის ტვინისა და მხედველობის ორგანოს განვითარებისათვის. DHA არეგულირებს ორგანიზმში ცხიმოვანი ქსოვილის განვითარებას. საერთო ომეგა-3 ამცირებს ინსულინორეზისტენტობას და დიაბეტის განვითარების რისკს. აუცილებელია უჯრედის მემბრანის, მიტოქონდრიების, ნერვების მიელინის გარსისა და შემაერთებელი ქსოვილის წარმოსაქმნელად.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ის მაღალეფექტური ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავების კომპლექსია, რომელიც აუცილებელია უჯრედის მემბრანის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, მხედველობის, ნერვული სისტემის, გულ-სისხლძარღვთა და ძვალ- სახსართა სისტემის ნორმალური განვითარებისა და ფუნქციონირებისათვის; ხელს უწყობს ორგანიზმში ქოლესტერინსა და ტრიგლიცერიდებს შორის ბალანსის შენარჩუნებას.
ამცირებს მეტაბოლური სინდრომის განვითარების რისკს. ის აუმჯობესებს მეტაბოლიზმს, ზრდის ფიზიკურ და ინეტელექტუალურ შესაძლებლობებს, აუმჯობესებს მეხსიერებას. ის უზრუნველყოფს ძვლებისა და კბილების მინერალიზაციას, ხელს უშლის რაქიტის განვითარებას. ის ზრდის ორგანიზმის რეზისტენტობას ინფექციური დაავადებებისადმი.

ჩვენებები:
ჰიპერტრიგლიცერიდემია
ენდოგენური ჰიპერტრიგლიცერიდემია, როგორც დამატება დიეტაზე, როდესაც დიეტური ღონისძიებები არასაკმარისად ეფექტურია:
ტიპი IV მონოთერაპია
ტიპი IIბ/III კომბინირებულ თერაპიაში სტატინებთან, ტრიგლიცერიდების დონის არასაკმარისი კონტროლის შემთხვევაში.
დოზირება და მიღების წესი:

0-12 თვე: 2,5 მლ. 1_ჯერ დღეში; 1-7 წელი: 5 მლ. 1_ჯერ დღეში; 7-12 წელი: 10 მლ. 1-ჯერ დღეში; 12 წელი და ზევით: 10 მლ. 1-2_ჯერ დღეში. მიიღება ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ.

გვერდითი ეფექტები:

მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ; კუჭ – ნაწლავის ტრაქტის მხრივ: დისპეფსია, გულისრევა, ტკივილი მუცლის არეში.
უკუჩვენება:

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

შენახვის წესი:

პრეპარატი ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურისა. გახსნის შემდეგ ინახება მაცივარში.

გამოშვების ფორმა:

სიროფი 150 მლ. ბოთლში.
ვარგისობის ვადა:

იხ. შეფუთვაზე.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი:

VEFA, სტამბოლი/თურქეთი, შ.პ.ს ,,ევროფარმა ჯორჯია’’-ს დაკვეთით, თბილისი/საქართველო.

Source: PSP (psp.ge)

Registration

Data from the regulatory agency's registry. Last synced: 11.11.2026.

Registered on: 05.08.2022

Registry data

Registration numberრ-036118
Valid until05.08.2027
Registration holderLTD „Europharma Georgia“ (საქართველო)
ManufacturerVefa Ilac San. Ve Tic. A.S., Turkey
DispensingOver the counter (III group)
Form, dose, pack(2350mg + 705mg + 376mg + 235mg)/10ml 150ml syrup with mango and peach flavour glass vial №1
Pharmacotherapeutic groupლიპიდური ცვლის მამოდიფიცირებელი საშუალებები, ლიპიდური ცვლის მამოდიფიცირებელი სხვა საშუალებები
Registration procedureეროვნული
GMP certificateYes · valid until 19.02.2028

Q&A

Ask a question

Nobody has asked yet. Have an experience or a question? Be the first.

This information is for reference and does not replace advice from a doctor or pharmacist.