No-Spa 40 mg/2 ml
Over the counter · OTC Registered GMP

No-Spa 40 mg/2 ml

Injection, №25 · Active ingredient: Drotaverine

Compare prices
Lowest price 23.94 ₾ at 3 pharmacy chains

Leaflet

ნო-შპა

(NO-SPA)

პრეპარატის სავაჭრო დასახელება

ნო-შპა (NO-SPA)

დაუპატენტებელი საერთაშორისო სახელწოდება: დროტავერინი.

ქიმიური რაციონალური სახელწოდება

1-[(3,4-დიეთოქსიფენილი)მეთილენ)]-6,7-დიეთოქსი-1,2,3,4-ტეტრაჰიდროიზოხინოლინ ჰიდროქლორიდი.

სამკურნალო ფორმა: 2 და 4 მგ-იანი საინექციო ხსნარი ამპულებში.

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება:

დროტავერინის ჰიდროქლორიდი 40,0 მგ/2მლ (ნო-შპა, საინექციო ხსნარი)

დროტავერინის ჰიდროქლორიდი 80,0 მგ/4მლ (ნო-შპა ფორტე, საინექციო ხსნარი)

დამხმარე ნივთიერება: მეტაბისულფიტის ნატრიუმი, 96%-იანი ეთანოლი, საინექციო წყალი.

აღწერილობა:

ნო-შპა მომწვანო-მოყვითალო ფერის საინექციო ხსნარი ყავისფერი შუშის ამპულებში 2 მლ მოცულობით.

ნო-შპა ფორტე მომწვანო-მოყვითალო ფერის საინექციო ხსნარი ყავისფერი შუშის ამპულებში 4 მლ მოცულობით.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სპაზმოლიზური საშუალება [A03AD02]

ფარმაკოლოგიური თვისება:

დროტავერინი-იზოქინოლინის წარმოებული, მოქმედებს უშუალოდ გლუვ კუნთზე (მუსკულატურაზე) ფოსფოდიესთერაზის ინჰიბირების გზით და ციკლური ამფ შიდაუჯრედოვანი დაგროვებით, რაც იწვევს გლუვი კუნთის მოდუნებას მიოზინ კინაზის მსუბუქი ჯაჭვის (მმჯკ) ინაქტივაციის დახმარებით. პაპავერინთან შედარებით აქვს უფრო ძლიერი მოქმედება, შეწოვა ხდება უფრო სწრაფად, ძნელად უკავშირდება პლაზმის ცილებს. დროტავერინის სპაზმოლიზური მოქმედება არ არის დამოკიდებული ვეგეტატიური ინერვაციის ხასიათზე, ერთნაირად მოქმედებს გასტრიონტესტინური, ბილიარული, უროგენიტალური და სისხლძარღვთა სისტემების გლუვ კუნთებზე. სისხლძარღვთა გაფართოების გამო იზრდება სისხლის მიწოდება ქსოვილში. არ აქვს ტერატოგენული და ემბრიოტოქსიური მოქმედება.

ჩვენება:

გლუვი კუნთის სპაზმთან დაკავშირებული ფუნქციური მდგომარეობებისა და ტკივილის სინდრომის პროფილაკტიკა და მკურნალობა, მ.შ ქრონიკული გასტროდუოდენიტის, ქრონიკული ქოლეცისტიტის, ქოლელითიაზის, პოსტ- ქოლეცისტექტომიური სინდრომის დროს, კუჭის წყლულოვანი დაავადებისას და 12-გოჯა ნაწლავის, კუჭის პილორული და კარდიული ნაწილების სპაზმის დროს, სპასტიური კოლიტის, შარდ-კენჭოვანი დაავადებების, პიელიტის, ცისტიტის, ალგოდისმენორეის დროს.

მშობიარობის დროს საშვილოსნოს ყელის სპაზმის მოსახსნელად და საშვილოსნოს კუმშვადობის შესუსტების დროს.

პერიფერიული არტერიული სისხლძარღვთა, თავის ტვინის სისხლძარღვთა სპაზმების დროს.

გლუვი კუნთების სპაზმის პროფილაქტიკა ინსტრუმენტული გამოკვლევების ჩატარების დროს.

გამოიყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.

გამოყენების წესი და დოზები:

პრეპარატი შეჰყავთ კანქვეშ, კუნთში ან ვენაში.

მოზრდილებს ენიშნებათ 40-80 მგ 1-3 ჯერ დღე-ღამეში.

თირკმლისმიერი ან ღვიძლისმიერი ჭვალის კუპირებისათვის შეჰყავთ 40-80 მილიგრამი ვენაში ნელ-ნელა.

ნო-შპის შეყვანის დროს ავადმყოფი უნდა იწვეს!

მშობიარობის დროს ფაზის შემცირებისათვის საშვილოსნოს ყელის გაფართოებისათვის შეჰყავთ 40 მგ კუნთში. აუცილებლობისას შესაძლებელია ამ დოზის ხელმეორედ შეყვანა.

გვერდითი მოვლენები:

თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ტაქიკარდია, არტერიული ჰიპოტენზია, ოფლიანობა, ღებინება, ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენება:

ინდივიდუალური აუტანლობა: ღვიძლის, თირკმლის, გულის გამოხატული უკმარისობა, II-III ხარისხის AV ბლოკადა.

გაფრთხილება:

პრეპარატი სიფრთხილით ენიშნებათ პაციენტებს, რომელთაც აქვთ გამოხატული კორონარული არტერიების ათეროსკლეროზი, პროსტატის ადენომა, გლაუკომა, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

პრეპარატის პარენტერალური, განსაკუთრებით ვენაში შეყვანის შემდეგ რეკომენდებულია თავის შეკავება სატრანსპორტო საშუალებების მართვისგან და სხვა საქმიანობისაგან, რომელიც ითხოვს ფსიქოლოგიურ და ფიზიკური რეაქციათა სიჩქარეს.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან :

ერთდროული მიღებისას ნო-შპამ შეიძლება შეამციროს ლევოდოპას ანტიპარკინსონული ეფექტი.

გამოშვების ფორმა:

ნო-შპა: ყავისფერი შუშის 5 ან 25 ამპულა (2 მლ) ყუთში.

ნო-შპა ფორტე: ყავისფერი შუშის 5 ან 25 ამპულა (4 მლ) ყუთში

შენახვის პირობები:

ინახება ოთახის ტემპერატურაზე (5-25°C) სინათლისაგან დაცულ ადგილზე.

პრეპარატი ინახება ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

შენახვის ვადა:

5 წელი

არ მიიღება შეფუთვაზე მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობა

რეცეპტით

მწარმოებლის დასახელება და მისამართი:

ფარმაცევტული და ქიმიური პროდუქტების ქარხანა სს ხინოინი

1045 ბუდაპეშტი, ქ. 1-5. უნგრეთი

Source: Impex (myimpex.ge)

Registration

Data from the regulatory agency's registry. Last synced: 11.11.2026.

Registered on: 11.09.2025

Registry data

Registration numberრ-043960
Valid until18.04.2027
Registration holderOpella Healthcare Commercial Ltd (უნგრეთი)
ManufacturerCHINOIN Pharmaceutical and Chemical Works Private CJSC, Hungary
DispensingOver the counter (III group)
Form, dose, pack40mg/2ml 2ml solution for I.V. and I.M. injection ampules №25
Pharmacotherapeutic groupგასტროინტესტინური ტრაქტის ფუნქციური დარღვევების სამკურნალო პრეპარატები, პაპავერინი და წარმოებულები
Registration procedureეროვნული
GMP certificateYes · valid until 04.09.2028

Q&A

Ask a question

Nobody has asked yet. Have an experience or a question? Be the first.

This information is for reference and does not replace advice from a doctor or pharmacist.