Otrivin 0,05%
Over the counter · OTC Registered GMP

Otrivin 0,05%

Drops, №1 · Active ingredient: Xylometazoline

Compare prices Analogs
Lowest price 9.93 ₾ at 4 pharmacy chains

Leaflet

Otrivin - ოტრივინი 0.05% 10მლ ცხვირის წვეთები

საერთაშორისო დასახელება - xylometazoline

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - სისიხლძარღვების შემავიწროვებელი საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ცხვირის წვეთები 0.05% ბავშვებისათვის: ფლაკონში 10 მლ
1 მლ
ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდი . . . . . 0.5 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ნატრიუმის ფოსფატი ერთჩანაცვლებული, ნატრიუმის ფოსფატი ორჩანაცვლებული, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ედეტეატი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, მეთილჰიდროქსიპროპილცელულოზა, სორბიტოლი, გასუფთავებული წყალი.
ცხვირის სპრეი დოზირებული 0.1%: ფლაკონში 10 მლ
1 მლ
ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდი. . . . . . . . . 1 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ნატრიუმის ფოსფატი ერთფუძიანი ორწყლიანი, ნატრიუმის ფოსფატი ორფუძიანი თორმეტწყლიანი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ედტა, ბენზალკონიუმის ქლორიდი, მეთილჰიდროქსიპროპილცელულოზა 4000 mpa • S, სორბიტოლი 70%, გასუფთავებული წყალი.

მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ბლოგი: ოტრივინი — ნაზალური პრეპარატი ჯანსაღი სუნთქვისთვის

ფარმაკოლოგიური თვისებები
ქსილომეტაზოლინი განეკუთვნება ადგილობრივი სისხლძარღვების შემავიწროვებელი საშუალებების ჯგუფს (დეკონგესტანტები) α-ადრენომიმეზური მოქმედებით, იგი იწვევს ცხვირის ლორწოვანას სისხლძარღვების შევიწროვებას. ყელ-ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპებისა და ჰიპერემიის მოხსნით. აადვილებს ცხვირით სუნთქვას რინიტების დროს.
თერაპიულ კონცენტრაციებში არ აღიზიანებს ლორწოვნას, არ იწვევს ჰიპერემიას. მოქმედება იწყება რამოდენიმე წუთში და რამოდენიმე საათის განმავლობაში გრძელდება.

ფარმაკოკინეტიკა
ადგილობრივად გამოყენებისას პრაქტიკულად არ აბსორბირდება, კონცენტრაციები პლაზმაში იმდენად მცირეა, რომ მათი განსაზღვრა თანამედროვე ანალიტიკური მეთოდებით შეუძლებელია.

ჩვენებები
მწვავე რესპირატორული დაავადება რინიტის (სურდოს) მოვლენებით, მწვავე ალერგიული რინიტი, პოლინოზი, სინუსიტი, ევსტაქიტი, შუა ოტიტი (ყელ-ცხვირის ლორწოვანას შეშუპების შესამცირებლად), ავადმყოფის მომზადება დიაგნოსტიკული მანიპულაციებისათვის ცხვირის გზებში.

მიღების წესები და დოზები
ცხვირის წვეთები 0.05% ბავშვებისათვის:
ჩვილ ბავშვებსა და 6 წლამდე ასაკის ბავშვებში – 1-2 წვეთი თითოეულ ნესტოში 1-2-ჯერ დღეში, არაუმეტეს 3-ჯერ დღეში. 6 წელზე უფოსი ასაკის ბავშვებში – 2-3 წვეთი თითოეულ ნესტოში 3-4-ჯერ დღეში.
ცხვირის სპრეი 0.1%:
მოზრდილებში და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში: 1 შესხურება თითოეულ ნესტოში (საჭიროების შემთხვევაში შეიძლება განმეორდეს); ჩვეულებრივ საკმარისია 3-4 შესხურება დღეში.

გვერდითი მოვლენები
ხშირი და/ან ხანგრძლივი გამოყენებისას: ყელ-ცხვირის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება და/ან სიმშრალე, წვა, ჩხვლეტები, ცემინება, ჰიპერსეკეცია.
იშვიათად: ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება, გულისცემა, ტაქიკარდია, არითმიები, აწ-ს მომატება, თავის ტკივილი, ღებინება, უძილობა, მხედველობის დარღვევა; დეპრესია (მაღალი დოზებით ხანგრძლივი გამოყენებისას).

უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, არტერიული ჰიპერტენზია, ტაქიკარდია, გამოხატული ათეროსკლეროზი, გლაუკომა, ატროფიული რინიტი, ჰიპერთირეოზი, ქირურგიული ჩარევები ტვინის გარსებზე (ანამნეზში).
სიფრთხილით – შაქრიანი დიაბეტის დროს.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება შეიძლება მხოლოდ დედისათვის სარგებელისა და ნაყოფისათვის რისკის შეფასების შემდეგ, არ შეიძლება რეკომენდებულზე მაღალი დოზის მიღება.

განსაკუთრებული მითითებები
ხანგრძლივად გამოყენება არ შეიძლება, მაგალითად, ქრონიკული რინიტის დროს.
ზეგავლენა ავტომობილის ან აღჭურვილობის მართვის უნარზე: რეკომენდებულზე მაღალი დოზებით ქსილომეტაზოლინმა შეიძლება იმოქმედოს სატრანსპორტო საშუალების ან აღჭურვილობის მართვის უნარზე.

ჭარბი დოზირება
სიმპტომები: გვერდითი ეფექტების გაძლიერება.
მკურნალობა: სიმპტომატური.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
არ შეიძლება მაო-ს ინჰიბიტორებთან და ტრიციკლურ ანტიდეპრესიულებთან კომბინირება.

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 30ºC ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა – 3 წელი.

Source: PSP (psp.ge)

Registration

Data from the regulatory agency's registry. Last synced: 11.11.2026.

Registered on: 13.01.2025

Analogs · Xylometazoline 0,05%

Sorted: cheapest first
Name Manufacturer Pack From
Didrop AVERSI-RATIONAL LTD (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Biodeal Pharmaceuticals Pvt., Ltd.(ინდოეთი)), Georgia №1 —

Registry data

Registration numberრ-042619
Valid until10.05.2028
Registration holderHaleon CH SARL (შვეიცარია)
ManufacturerHaleon CH SARL, Switzerland
DispensingOver the counter (III group)
Form, dose, pack0,05% 10ml nasal drops, solution for children HDPE bottle №1 with LDPE dropper cap
Pharmacotherapeutic groupნაზალური პრეპარატები, სიმპათომიმეტური საშუალებები
Registration procedureეროვნული
GMP certificateYes · valid until 14.11.2028

Q&A

Ask a question

Nobody has asked yet. Have an experience or a question? Be the first.

This information is for reference and does not replace advice from a doctor or pharmacist.