PK-Merz 100 mg
Prescription · Rx Registered

PK-Merz 100 mg

Tablet, №90 · Active ingredient: Amantadine

Compare prices Analogs
Lowest price 30.42 ₾ at 4 pharmacy chains

Leaflet

პკ-მერცი

საერთაშორისო დასახელება: ამანტადინი.

მოქმედი ნივთიერება: ამანტადინი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.

1 ტაბლეტი შეიცავს: ამანტადინის სულფატი – 100 მგ.

საინფუზიო ხსნარი: ფლაკონში 500 მლ, შეფუთვაში 2 ცალი.

1 ფლაკონი შეიცავს: ამანტადინის სულფატი – 200 მგ.

დამხმარე ნივთიერებები:

მიკროკრისტალური ცელულოზა, კარტოფილის სახამებელი, ჟელატინი, ლაქტოზა, პოლივინილპიროლიდონი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა, ტიტანის ოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, პოლიამინომეთაკრილატი, ყვითელ-ნარინჯისფერი საღებავი.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:პარკინსონიზმის საწინააღმდეგო საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატი ასტიმულირებს დოფამინის გამოყოფას ნეირონული დეპოებიდან და ზრდის დოფამინერგული რეცეპტორების მგრძნობელობას მედიატორისადმი (დოფამინისადმი); შესაბამისად, ბაზალურ განგლიებში დოფამინის წარმოქმნის შემცირების მიუხედავად, ნეიროფიზიოლოგიური პროცესები ნორმალურად მიმდინარეობს. პრეპარატი აქვეითებს ცენტრალური ნერვული სისტემის მოტორულ ნეირონებში იმპულსების გენერაციას.

ამანტადინის სულფატს გააჩნია ნეიროპროტექტული მოქმედება. ამცირებს Ca2+ ნაკადს უჯრედში, აინჰიბირებს ნეირონების რღვევას. აგზნების ტრანსმიტერული სისტემის დათრგუნვით, substansia nigra-ს ნეირონებში უზრუნველყოფს დოფამინის მეტაბოლიზმის შენარჩუნებას და corpus striatum-ში აღადგენს აგზნებისა და შეკავების პროცესებს შორის წონასწორობას.

ჩვენებები

პარკინსონიზმის დაავადებისა და სხვადასხვა ეტიოლოგიით განვითარებული პარკინსონიზმი;

პარკინსონიზმისთვის დამახასიათებელი სიმპტომთა ტრიადის საწინააღმდეგოდ (ძირითადად კი რიგიდული და აკინეტიკური ფორმების დროს, ნაკლებად მოქმედებს ჰიპერკინეტიკურ სინდრომზე – ტრემორზე);

სტერეოტაქსიური ოპერაციების შემდეგ განვითარებული ტკივილები და ნარჩენი სიმპტომები.

მიღების წესი და დოზირება

ტაბლეტები

დოზირების რეჟიმი ინდივიუდალურია. პრეპარატი ინიშნება ჭამის შემდეგ. მკურნალობა იწყება შემდეგნაირად:

პირველი სამი დღე 1 ტაბლეტი დღეში, მომდევნო დღეებში დოზა იზრდება და შეადგენს 2 ტაბლეტს დღეში. შესაძლებელია დოზის შემდგომი გაზრდა კვირაში 1 ტაბლეტით.

პარკინსონიზმის კომბინირებული მკურნალობის შემთხვევაში დოზა უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად. უკანასკნელი დოზის მიღება რეკომენდებულია დღის მეორე ნახევარში, ვახშმამდე.

ხანდაზმულებში, განსაკუთრებით კი აგზნების, არეული ცნობიერების,პრედელირიუმის და დელირიუმის მქონე პაციენტებში, საჭიროა პრეპარატის მცირე დოზებით დანიშვნა.

საინექციო ხსნარი

დოზირების რეჟიმი ინდივიდუალურია. ზოგადად ინიშნება 500 მლ 1-2-ჯერ დღეში. შესაძლებელია დოზა გაიზარდოს 500 მლ 3-ჯერ დღეში. ინფუზიის ხანგრძლივობა შეადგენს 3 სთ-ს (55 წვეთი/წუთში).

თირკმლის ფუნქციის დარღვევისას გამოიყენება დოზირების შემდეგი სქემა:

გლომერული
ფილტრაციის
სიჩქარე (GER) მლ/წთ დოზირება(მგ) ინტერვალი 80-60 100 12 სთ
60-50
200 ან 100
მონაცვლეობით ყოველ მეორე დღეს
50-30
100 24 სთ
30-20
200
კვირაში 2-ჯერ
20-10
100
კვირაში 3-ჯერ
<10
200-100
კვირაში ერთხელ ან
ყოველ მეორე კვირას


მძიმე შემთხვევებში (აკინეტიკური კრიზის დროს) შესაძლებელია დოზის გაზრდა რისკის შეფასების გათვალისწინებით.

გვერდითი მოვლენები

♦ მხედველობითი ჰალუცინაციებით მიმდინარე ფსიქიკური აშლილობა, მოტორული ან ფსიქიკური აგზნება, შარდის შეკავება წინამდებარე ჯირკვლის ადენომის მქონე პაციენტებში, გულის უკმარისობა;

♦ იშვიათად - არითმია, ტაქიკარდია, გულისრევა, პირის სიმშრალე, თავბრუსხვევა, ძილის დარღვევა;

♦ ძალიან იშვიათად - ზედა და ქვედა კიდურების კანის მოლურჯო შეფერილობა, მხედველობის დაქვეითება.

უკუჩვენებები

♦ პრეპარატისადმი მომატებული მგრძნობელობა. გულის დეკომპენსირებული უკმარისობა (IV კლასი NYHA მიხედვით), კარდიომიოპათია და მიოკარდიტი, AV ბლოკადა II და III ხარისხის, ბრადიკარდია (გულის შეკუმშვათა სიხშირე წუთში 55-ზე ნაკლები), გახანგრძლივებული QT ინტერვალი, ანამნეზში პარკუჭოვანი არითმია, ბუდიპინის ან QT ინტერვალის გამახანგრძლივებელი სხვა პრეპარატების ერთდროული მიღება;

♦ პკ-მერცის საინფუზიო ხსნარი არ გამოიყენება პაციენტებში თირკმლის მწვავე უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი <10მლ/წთ);

♦ შედარებითი უკუჩვენება: გლაუკომა, წინამდებარე ჯირკვლის ადენომა, ფსიქომოტორული აგზნება, ანამნეზში დელირიუმი და პრედელირიუმი, ფსიქოზი, ეპილეფსია, თირეოტოქსიკოზი, ღვიძლისა და თირკმლის მწვავე და ქრონიკული დაავადებები;

♦ ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ არ შეიძლება პკ-მერცის მიღების უეცარი შეწყვეტა, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს სიმპტომების გაუარესება. გულის უკმარისობის ან სისხლის მიმოქცევის დარღვევის მქონე პაციენტები პკ-მერცით მკურნალობის დროს უნდა იმყოფებოდნენ ექიმის დაკვირვების ქვეშ.

◄ ხანდაზმულებში, განსაკუთრებით კი აგზნების, არეული ცნობიერების, პრედელირიუმის და დელირიუმის მქონე პაციენტებში, საჭიროა პრეპარატის მცირე დოზებით დანიშვნა.

◄ პრეპარატმა შეიძლება დააქვეითოს ყურადღების კონცენტრაციის უნარი და რეაგირების სიჩქარე, შესაბამისად ავტომანქანისა და სხვა მექანიზმების მართვისას საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა.

◄ მკურნალობის დროს არ შეიძლება ალკოჰოლის მიღება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

- ისეთ შარდმდენებთან ერთდროულმა მიღებამ, რომელიც წარმოადგენს ტრიამტერენისა და ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაციას, შესაძლებელია გამოიწვიოს პლაზმაში ამანტადინის კონცენტრაციის ცვლილება;

- პარკინსონიზმის საწინააღმდეგო პრეპარატებთან კომბინირებული თერაპიისას, შესაძლებელია საჭირო გახდეს სხვა მედიკამენტების დოზის ან მთლიანად კომბინაციის შეცვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება გაძლიერდეს ისეთი გვერდითი ეფექტები, როგორიცაა ეგზოგენური ფსიქოზი.

შენახვის პირობები

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე.

საინფუზიო ხსნარი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეფუთვა დაუზიანებელია და სითხე გამჭვირვალეა.

მწარმოებელი

MERZ PHARMA, გერმანია.

Source: PSP (psp.ge)

Registration

Data from the regulatory agency's registry. Last synced: 11.11.2026.

Registered on: 18.01.2024

Analogs · Amantadine 100 mg

Sorted: cheapest first
Name Manufacturer Pack From
Pk-Merz — №90 30.42 ₾

Registry data

Registration numberრ-040023
Valid until18.01.2029
Registration holderMerz Pharmaceuticals GmbH (გერმანია)
ManufacturerMerz Pharma GmbH & Co. KGaA, Germany
DispensingPrescription (II group)
Form, dose, pack100mg film-coated tablets №90
Pharmacotherapeutic groupპარკინსონიზმის საწინააღმდეგო პრეპარატები, ადამანტანის წარმოებულები
Registration procedureაღიარებითი
GMP certificateNot stated in the register

Q&A

Ask a question

Nobody has asked yet. Have an experience or a question? Be the first.

This information is for reference and does not replace advice from a doctor or pharmacist.