Siofor XR 500 mg
Tablet, №120 · Active ingredient: Metformin
Leaflet
დასახელება - Siofor XR - სიოფორი XR 500მგ 60 ტაბლეტი
გამოყენების ჩვენება
შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის მკურნალობა მოზრდილებში, განსაკუთრებით ჭარბწონიან პაციენტებში, როდესაც მხოლოდ დიეტოთერაპია და ფიზიკური დატვირთვა არ არის საკმარისი გლიკემიის ადეკვატური კონტროლისთვის. მოზრდილებში პრეპარატ სიოფორი® XR-ის გამოყენება შეიძლება მონოთერაპიის სახით ან დიაბეტის საწინააღმდეგო სხვა პერორალურ პრეპარატებთან, ასევე ინსულინთან კომბინაციაში.
გამოყენება
ჩვეულებრივი საწყისი დოზა შეადგენს პრეპარატ სიოფორი® XR 500-ის ერთ ტაბლეტს ერთხელ დღე-ღამეში.
10-15 დღის შემდეგ საჭიროა დოზის კორექტირება სისხლში გლუკოზის დონის გაზომვის შედეგების მიხედვით. დოზის თანდათანობით გაზრდის შემთხვევაში პრეპარატი უკეთ აიტანება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ. პრეპარატ სიოფორი® XR 500-ის მაქსიმალური რეკომენდებული სადღეღამისო დოზა შეადგენს 4 ტაბლეტს.
დოზის გაზრდა უნდა განხორციელდეს 10-15 დღეში ერთხელ 500 მგ-ით, ეტაპობრივად მაქსიმალური სადღეღამისო დოზის 2000 მგ-ის მიღწევამდე, რომელიც უნდა მიიღოთ ვახშმის დროს.
პაციენტებში, რომლებიც იღებენ მეტფორმინს ტაბლეტების სახით, პრეპარატ სიოფორი® XR-ით მკურნალობის დაწყება საჭიროა საწყისი დოზით, რომელიც მეტფორმინის დაუყოვნებელი გამოთავისუფლების ტაბლეტების სადღეღამისო დოზის ტოლია.
დიაბეტის საწინააღმდეგო სხვა პერორალური საშუალებიდან გადასვლისას საჭიროა ამ უკანასკნელის მიღების შეწყვეტა და პრეპარატ სიოფორი® XR-ის მიღების დაწყება ზემოთ მითითებული დოზით.
ორსულობა
ორსულობის პერიოდში არაკონტროლირებული შაქრიანი დიაბეტი (მიუხედავად იმისა, განვითარდა თუ არა ის ორსულობის დროს, ან არსებობს მუდმივად) შეიძლება იწვევდეს თანდაყოლილი ანომალიების რისკის მომატებას და პერინატალურ სიკვდილიანობას.
ორსულებში მეტფორმინის გამოყენების შეზღუდული გამოცდილება არ მიუთითებს თანდაყოლილი ანომალიების რისკის გაზრდაზე. ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში გამოვლენილი არ არის პრეპარატის მავნე ზემოქმედება ორსულობის მიმდინარეობაზე, ჩანასახის ან ნაყოფის განვითარებაზე, მშობიარობასა და პოსტნატალურ განვითარებაზე (იხ. პარაგრაფი 5.3).
ნაყოფის განვითარების დეფექტების რისკის შემცირების მიზნით ორსულებისთვის და ქალებისთვის, რომლებიც გეგმავენ ორსულობას, შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ რეკომენდებულია არა მეტფორმინის, არამედ ინსულინის მიღება, იმისათვის, რომ სისხლში გლუკოზის დონე შენარჩუნდეს რაც შეიძლება ახლოს ნორმალურ მნიშვნელობასთან.
ძუძუთი კვების პერიოდი
მეტფორმინი გამოიყოფა დედის რძეში. დედის რძესთან ერთად მეტფორმინის მიღების შემთხვევაში ახალშობილებში/ჩვილებში რაიმე არასასურველი ეფექტები გამოვლენილი არ იყო. მაგრამ, ვინაიდან ამ შემთხვევაში პრეპარატის გამოყენების მონაცემები მიღებულია მცირე რაოდენობით, მეტფორმინის მიღებისას ქალებისთვის რეკომენდებული არ არის ძუძუთი კვება. ძუძუთი კვებაზე უარის თქმის მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული ბავშვისთვის ძუძუთი კვების სარგებელისა და პრეპარატის არასასურველი ზემოქმედების პოტენციური რისკის გათვალისწინებით.
ვარგისობის ვადა
3 წელი. მოცემული სამკურნალო საშუალება შენახვის განსაკუთრებულ პირობებს არ საჭიროებს.
Registration
Data from the regulatory agency's registry. Last synced: 11.11.2026.
Registered on: 23.04.2024
Analogs · Metformin 500 mg
Sorted: cheapest first| Name | Manufacturer | Pack | From |
|---|---|---|---|
| Metformin Denk Cheaper | DENK PHARMA GmbH & Co. KG, Germany | №30 | 6.67 ₾ |
| Metformin Denk | Swiss Caps GmbH (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -DENK PHARMA GmbH & Co. KG(გერმანია)), Germany | №30 | 6.67 ₾ |
| Siofor | Menarini-Von Heyden GmbH, Germany | №60 | 9.87 ₾ |
| Siofor | Menarini Von Heyden GmbH (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Berlin-Chemie AG(გერმანია)), Germany | №60 | 9.87 ₾ |
| Siofor | Berlin-Chemie AG (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Menarini-Von Heyden GmbH(გერმანია)), Germany | №60 | 9.87 ₾ |
| Siofor | Berlin-Chemie AG (Glienicker) (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Berlin-Chemie AG (Tempelhofer)(გერმანია)), Germany | №60 | 9.87 ₾ |
| Metformin Denk | DENK PHARMA GmbH & Co. KG, Germany | №100 | 11.46 ₾ |
| Metformin Denk | Swiss Caps GmbH (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -DENK PHARMA GmbH & Co. KG(გერმანია)), Germany | №100 | 11.46 ₾ |
| Glucophage XR | Merck Sante s.a.s., France | №30 | 12.71 ₾ |
| Glucophage | Merck Sante s.a.s., France | №30 | 12.71 ₾ |
| Glucophage | Merck Sante s.a.s., France | №30 | 12.71 ₾ |
| Metfogamma | Wörwag Pharma Operations spółka z ograniczoną odpowiedzialnością, Poland | №120 | 12.75 ₾ |
| Siofor XR | Berlin-Chemie AG (Glienicker) (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Berlin-Chemie AG (Tempelhofer)(გერმანია)), Germany | №60 | 16.52 ₾ |
| Glucophage | Merck Sante s.a.s., France | №60 | — |
| Glucophage | Merck Sante s.a.s., France | №60 | — |
| Glucophage XR | Merck Sante s.a.s., France | №60 | — |
| Insufor | WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S., Turkey | №30 | — |
| MATOFIN-sanovel XR | Sanovel Ilac Sanayi ve Ticaret A.S, Turkey | №100 | — |
| Metformin | DRUG INTERNATIONAL LIMITED, Bangladesh | №50 | — |
| Metformin | DRUG INTERNATIONAL LIMITED, Bangladesh | №50 | — |
Registry data
Q&A
Ask a questionNobody has asked yet. Have an experience or a question? Be the first.
This information is for reference and does not replace advice from a doctor or pharmacist.