Terbaxol 1%
Over the counter · OTC Registered GMP

Terbaxol 1%

Ointment / gel, №1 · Active ingredient: Terbinafine

Compare prices Analogs
Lowest price 15.96 ₾ at 1 pharmacy chain

Leaflet

ტერბაქსოლი

სავაჭრო დასახელება

ტერბაქსოლი, Terbaxol

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

ტერბინაფინი, Terbinafine

წამლის ფორმა

კრემი გარეგანი გამოყენებისთვის.

აღწერილობა: თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ერთგვაროვანი კრემი, უსუნო.

შემადგენლობა

კრემის 1 გ შეიცავს

აქტიური ნივთიერება: ტერბინაფინის ჰიდროქლორიდი 10 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: ცეტოსტეარილის სპირტი, თეთრი რბილი პარაფინი, მსუბუქი თხევადი პარაფინი, პოლისორბატი 80, ტროლამინი, ბენზილის სპირტი, გასუფთავებული წყალი.

პრეპარატის ათქ კოდი D01AE15

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები კანის დაავადებების სამკურნალოდ. სოკოს საწინააღმდეგო სხვა საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისთვის.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ტერბინაფინი, ტერბაქსოლის აქტიური ნივთიერება, წარმოადგენს ალილამინს, რომელსაც გააჩნია სოკოს საწინააღმდეგო აქტივობის ფართო სპექტრი. დაბალი კონცენტრაციით ტერბინაფინი ახდენს ფუნგიციდურ მოქმედებას დერმატოფიტებზე, ობის სოკოებსა და ზოგიერთ დიმორფულ სოკოზე. საფუარის სოკოების მიმართ აქტივობა, მათი სახეობის მიხედვით, შეიძლება იყოს ფუნგიციდური ან ფუნგისტატური.

ტერბინაფინი აფერხებს სტეროლების ბიოსინთეზს სოკოებში ადრეულ ეტაპზე. ეს განაპირობებს ერგოსტეროლის დეფიციტს და სკვალენის უჯრედშიდა დაგროვებას, რაც იწვევს სოკოს უჯრედების დაღუპვას. ტერბინაფინი აინჰიბირებს სკვალენეპოქსიდაზას სოკოს უჯრედის მემბრანაში. სკვალენეპოქსიდაზას არ აქვს კავშირი ციტოქრომ P450 სისტემასთან. აქედან გამომდინარე, ტერბინაფინი არ ახდენს გავლენას ადამიანის ციტოქრომ P450 სისტემაზე და, შესაბამისად, ჰორმონების ან სხვა სამკურნალო პრეპარატების მეტაბოლიზმზე.

ფარმაკოკინეტიკა

ადამიანებში ტერბინაფინის ადგილობრივი გამოყენების შემდეგ აბსორბირდება დოზის 5%-ზე ნაკლები, ამიტომ პრეპარატი ახდენს უმნიშვნელო სისტემურ მოქმედებას.

გამოყენების ჩვენებები

- კანის სოკოვანი ინფექციები, რომლებიც გამოწვეულია დერმატოფიტებით, ისეთებით, როგორიცაა Trichophyton (მაგალითად, T. rubrum , T. mentagrophytes , T. verrucosum , T. violaceum), Microsporum canis და Epidermophiton floccosum;

- კანის სოკოვანი ინფექციები, რომლებიც ძირითადად გამოწვეულია Candida-ს გვარის საფუარის მსგავსი სოკოებით (მაგალითად, C. albicans);

- ნაირფერი პიტირიაზი, გამოწვეული Pityrosporum orbiculare-ის მიერ (ასევე ცნობილია როგორც Malassezia furfur).

გამოყენების წესი და დოზები

დოზირების რეჟიმი

პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია 1 ან 2-ჯერ დღე-ღამეში, დაავადების გამოვლინების სიმძიმის მიხედვით.

მკურნალობის ხანგრძლივობა

მკურნალობის საშუალო ხანგრძლივობა:

დაავადების დასახელება

მკურნალობის ხანგრძლივობა

სხეულის დერმატომიკოზი, საზარდულის დერმატომიკოზი

1-2 კვირა

ტერფის დერმატომიკოზი

1 კვირა

კანის კანდიდოზი

2 კვირა

ნაირფერი პიტირიაზი

2 კვირა

კლინიკური სიმპტომების გამოხატულობის შემცირება ჩვეულებრივ აღინიშნება მკურნალობის პირველ დღეებში. არარეგულარული მკურნალობის ან მისი ნაადრევად შეწყვეტის შემთხვევაში არსებობს ინფექციის ხელმეორედ განვითარების რისკი. თუ მკურნალობიდან ორი კვირის შემდეგ გაუმჯობესების ნიშნები არ გამოვლინდა, უნდა მოხდეს დიაგნოზის ვერიფიკაცია.

პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები

ბავშვთა პოპულაცია

პრეპარატის გამოყენება ბავშვებში არ არის რეკომენდებული ამ ასაკობრივ ჯგუფში ტერბინაფინის გამოყენების შეზღუდული გამოცდილების გამო.

ხანდაზმული ასაკის პაციენტები

დოზის კორექცია საჭირო არ არის.

გამოყენების წესი

გარეგანი გამოყენებისთვის.

პრეპარატის დატანებამდე აუცილებელია დაზიანებული უბნების გასუფთავება და გაშრობა. კრემი უნდა დაიტანოს თხელ ფენად დაზიანებულ კანსა და მიმდებარე უბნებზე და მსუბუქად შეიზილოს. გამოყელვით მიმდინარე ინფექციებისას (სარძევე ჯირკვლების ქვეშ, თითებს შორის, დუნდულებს შორის, საზარდულის მიდამოში) კრემის დატანების ადგილები შეიძლება დაიფაროს მარლით, განსაკუთრებით ღამით.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა ტერბინაფინის ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.

არასასურველი რეაქციები

პრეპარატის გამოყენების ადგილზე შეიძლება გამოვლინდეს ადგილობრივი სიმპტომები, ისეთები, როგორიცაა ქავილი, კანის აქერცვლა, ტკივილი, გაღიზიანება, პიგმენტაციის დარღვევა, კანის წვის შეგრძნება, სიწითლე და ფუფხის წარმოქმნა.

საჭიროა განვასხვავოთ ეს უმნიშვნელო სიმპტომები ჰიპერმგრძნობელობის რეაქციებისგან, ისეთებისაგან, როგორიცაა გენერალიზებული ქავილი, გამონაყარი, ბულოზური გამონაყარი და ჭინჭრის ციება, რომლებიც გამოვლენილ იქნა ცალკეულ შემთხვევებში და საჭიროებს პრეპარატის მოხსნას.

პრეპარატის თვალში შემთხვევითი მოხვედრისას ტერბინაფინის ჰიდროქლორიდმა შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანება.

იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია სოკოვანი ინფექციის გამწვავება.

არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000, მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000); სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემების მიხედვით). სიხშირის თითოეულ ჯგუფში არასასურველი რეაქციები წარმოდგენილია მათი სიმძიმის ხარისხის კლების მიხედვით.

იმუნური სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია - ჰიპერმგრძნობელობა.

მხედველობის ორგანოს მხრივ: იშვიათად - თვალის გაღიზიანება.

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ხშირად - კანის აქერცვლა, ქავილი; არახშირად - კანის დაზიანება, ფუფხის წარმოქმნა, კანის დაავადებები, პიგმენტაციის დარღვევა, სიწითლე, კანის წვის შეგრძნება; იშვიათად - კანის სიმშრალე, კონტაქტური დერმატიტი, ეგზემა; სიხშირე უცნობია - გამონაყარი.

ზოგადი დარღვევები და დარღვევები, რომლებიც განპირობებულია გამოყენების მეთოდით: არახშირად - ტკივილი, ტკივილი და გაღიზიანება დატანების ადგილზე; იშვიათად - ძირითადი დაავადების გამწვავება.

შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ

მნიშვნელოვანია შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ. თუ პაციენტს გამოუვლინდა სერიოზული არასასურველი რეაქცია ან ახალი არასასურველი რეაქციის აღნიშვნის შემთხვევაში, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში, გთხოვთ, მოახდინეთ ინფორმირება ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.

განსაკუთრებული მითითებები

ტერბაქსოლი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის. ერიდეთ პრეპარატის თვალებში მოხვედრას, ვინაიდან მან შეიძლება გამოიწვიოს თვალების გაღიზიანება. პრეპარატის შემთხვევითი მოხვედრისას, თვალები გულდასმით უნდა ჩამოიბანოთ გამდინარე წყლით.

დამხმარე ნივთიერებები

პრეპარატი შეიცავს ცეტოსტეარილის სპირტს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კანის ადგილობრივი რეაქციები (მაგალითად, კონტაქტური დერმატიტი).

პრეპარატი შეიცავს 0,02 გ ბენზილის სპირტს 1 გ კრემზე გათვლით. ბენზილის სპირტმა შეიძლება გამოიწვიოს მსუბუქი ადგილობრივი გაღიზიანება და ალერგიული რეაქციები.

ზეგავლენა ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე

პრეპარატი არ მოქმედებს ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

ფერტილობა, გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს

ორსულობა

ორსულ ქალებში ტერბინაფინის კრემის სახით კლინიკური გამოყენების გამოცდილება არ არსებობს, ამიტომ პრეპარატი ორსულობის პერიოდში უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც პოტენციური სარგებელი აღემატება შესაძლო რისკს.

ცხოველებზე ჩატარებულმა ფეტალური ტოქსიკურობის კვლევებმა არ გამოავლინა არასასურველი რეაქციები.

ლაქტაცია

ტერბინაფინი გადადის დედის რძეში. პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული ლაქტაციის პერიოდში. ნუ დაუშვებთ ჩვილის კონტაქტს პრეპარატით დამუშავებულ კანთან, მკერდის ჩათვლით.

ფერტილობა

ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში ტერბინაფინი არ ახდენდა გავლენა ნაყოფიერებაზე.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

ტერბაქსოლი კრემთან რაიმე ურთიერთქმედების შესახებ არაფერია ცნობილი.

დოზის გადაჭარბება

დაბალი სისტემური აბსორბციის გამო ტერბინაფინის ადგილობრივი გამოყენების კრემის სახით მოხმარების შემთხვევაში დოზის გადაჭარბება ნაკლებად სავარაუდოა. 300 მგ ტერბინაფინის ჰიდროქლორიდის შემცველი პრეპარატის ერთი ტუბის (30 გ) შიგთავსის შემთხვევითი გადაყლაპვა შედარებადია ტერბინაფინის ერთი ტაბლეტის მიღებასთან 250 მგ დოზით (ერთჯერადი პერორალური დოზა ზრდასრულებისთვის). პრეპარატის უფრო მეტი რაოდენობით უნებლიე გადაყლაპვის შემთხვევაში აღინიშნება არასასურველი რეაქციები, რომლებიც ჰგავს ტერბინაფინის ტაბლეტების დოზის გადაჭარბების სიმპტომებს.

სიმპტომები: თავის ტკივილი, გულისრევა, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში და თავბრუსხვევა.

მკურნალობა: აქტივირებული ნახშირი, საჭიროების შემთხვევაში - სიმპტომური შემანარჩუნებელი თერაპია.

გამოშვების ფორმა

კრემი გარეგანი გამოყენებისთვის, 30 გ ალუმინის ტუბში.

1 ალუმინის ტუბი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისიანობის ვადა

3 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქებიდან გაცემის პირობები

გაიცემა რეცეპტის გარეშე.

Source: Impex (myimpex.ge)

Registration

Data from the regulatory agency's registry. Last synced: 11.11.2026.

Registered on: 25.09.2024

Analogs · Terbinafine 1%

Sorted: cheapest first
Name Manufacturer Pack From
Tekfin Cheaper — №1 4.71 ₾
Terbisil «Gedeon Richter» Plc, Hungary №1 14.64 ₾
Terbifin NOBEL İLAÇ SANAYİİ VE TİCARET A.Ş., Turkey №1 14.64 ₾
Terbifin NOBEL İLAÇ SANAYİİ VE TİCARET A.Ş., Turkey №1 14.64 ₾
Terbaxol WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S., Turkey №1 15.96 ₾
Fungosil Santa Farma Ilac Sanayii A.S., Turkey №1 15.96 ₾
Alicid Pharma Plant İlaç San. ve Tic. A.Ş., Turkey №1 15.97 ₾
Binafin BILIM ILAC SANAYII VE TICARET A.S., Turkey №1 —
Erbinol WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S., Turkey №1 —
Terbinafină Slavia S.C. SLAVIA PHARM S.R.L., Romania №1 —

Registry data

Registration numberრ-042076
Valid until25.09.2029
Registration holderWORLD MEDICINE LTD. (საქართველო)
ManufacturerWORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S., Turkey
DispensingOver the counter (III group)
Form, dose, pack1% (10mg/g) 30g cream for external use aluminum tube №1
Pharmacotherapeutic groupანტიმიკოზური საშუალებები დერმატოლოგიური გამოყენებისთვის, ადგილობრივი გამოყენების ანტიმიკოზური სხვა საშუალებები
Registration procedureეროვნული
GMP certificateYes · valid until 05.06.2027

Q&A

Ask a question

Nobody has asked yet. Have an experience or a question? Be the first.

This information is for reference and does not replace advice from a doctor or pharmacist.