Urolesan 25 ml
Over the counter · OTC Registered GMP

Urolesan 25 ml

Drops, №1 · Active ingredient: Fir (abies alba) oil + Hop (humulus lupulus) fruits extract + Oregano (origanum vulgare) herbs extract + Peppermint (mentha piperita) oil + Wild carrot (daucus carota) fruits extract

Compare prices
Lowest price 30.47 ₾ at 3 pharmacy chains

Leaflet

უროლესანი

ზოგადი დახასიათება:
ძირითადი ფიზიკო-ქიმიური თვისებები: მომწვანო-მოყავისფრო, ან მოყავისფრო ფერის სითხე, პიტნის დამახასიათებელი სუნით.

შემადგენლობა:
100 მლ სითხე შეიცავს:
სოჭის ზეთი 8გ;
ბაღი პიტნის ზეთი 2გ;
აბუსალათინის ზეთი 11გ;
ფერისცვალას ნაყოფის თხიერი ექსტრაქტი 23გ;
სვიას გირჩების თხიერი ექსტრაქტი 32,995გ;
თავშავას ბალახის თხიერი ექსტრაქტი 23გ;
ტრილონი ბ.

გამოშვების ფორმა:
სითხე

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
სპაზმოლიზური საშუალება, რომელიც მოქმედებს საშარდე და სანაღვლე გზებზე.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
უროლესანი მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს, რომლებიც ხელს უწყობენ შარდის კონკრემენტების ელიმინაციას (ასევე ნაღვლის კონკრემენტების ელიმინაციას). ამის გარდა პრეპარატის ინგრიდიენტებს, მათ შორის მრავალ ქიმიურ შენაერთს, გააჩნია სპაზმოლიზური, ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური აქტივობა, იწვევს ნაღველის წარმოქმნის გაზრდას, აძლიერებს ნაღვლის გამოყოფას.

ჩვენება:
ნეფროლითიაზის და ქოლელითიაზის დროს, მწვავე და ქვემწვავე კალკულოზური პიელონეფრიტი და ქოლეცისტიტი, სანაღვლე გზების დისკინეზია.

დოზირება და მიღების წესი:
პრეპარატი ინიშნება პერორალურად, ჭამის წინ. მოზრდილებში _ 8-10 წვეთი შაქრის ნატეხზე 3 ჯერ დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობაა 5-30 დღე. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია განმეორებითი კურსის ჩატარება. თირკმელების და ნაღვლის ბუშტის ჭვალის დროს ერთჯერადი დოზა შეადგენს 15-20 წვეთს.

გვერდითი მოვლენები:
პრეპარატის ჭარბი დოზირების და მის მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს აღინიშნება გულისრევა, თავბრუსხვევა, დისპეფსიური მოვლენები.

წინააღმდეგჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.

ჭარბი დოზირება:
ამ დროს ინიშნება თბილი სასმელი დიდი რაოდენობით.

შენახვის ვადა და პირობები:
პრეპარატი ინახება სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 20°C. ვარგისიანობა - 2 წელი.

გაცემის წესი: ურეცეპტოთ

შეფუთვა:
15მლ ან 25მლ ფლაკონში-საწვეთურით, რომელიც მოთავსებულია ყუთში.

Source: PSP (psp.ge)

Registration

Data from the regulatory agency's registry. Last synced: 11.11.2026.

Registered on: 05.09.2023

Registry data

Registration numberრ-039005
Valid until05.09.2028
Registration holder«Halychpharm» PJSC (უკრაინა)
Manufacturer«Halychpharm» PJSC, Ukraine
DispensingOver the counter (III group)
Form, dose, pack25ml oral drops glass vial with dropper №1
Pharmacotherapeutic groupუროლოგიური მცენარეული საშუალებები
Registration procedureეროვნული
GMP certificateYes · valid until 23.02.2027

Q&A

Ask a question

Nobody has asked yet. Have an experience or a question? Be the first.

This information is for reference and does not replace advice from a doctor or pharmacist.