Vertigoheel
Over the counter · OTC Registered GMP

Vertigoheel

Tablet, №50 · Active ingredient: Ambra grisea + Anamirta cocculus + Conium maculatum + Petroleum rectificatum

Compare prices
Lowest price 30.73 ₾ at 1 pharmacy chain

Leaflet

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი.
გამოშვების ფორმა: ტაბლეტები სუბლინგვალური გამოყენებისთვის.
შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს: Anamirta cocculus D4 210 mg, Conium maculatum D3, Ambra grisea D6, Petroleum rectificatum D8 - შესაბამისად 30 მგ. ასევე მაგნიუმის სტეარატი, ლაქტოზა.
ჩვენება: სხვადასხვა გენეზის თავბრუსხვევა: სისხლძარღვოვანი (ცერებრალური ათეროსკლეროზის შედეგი), ტრავმული (ქალა-ტვინის ტრავმის შემდგომი), ნევროგენული (ხერხემლის კისრის მიდამოს ოსტეოქონდროზი; ვესტიბულური ღეროვანი ბირთვების დისფუნქცია); მეტაბოლური და ტოქსიკური (ალკოჰოლის, თამბაქოს ან ყავის დიდი ოდენობით გამოყენება, ინფექციური დაავადებები, მედიკამენტების დოზის გადამეტება). რყევის სინდრომი; მენიერის დაავადება; ვესტიბულარული შაკიკი; ყურებში ხმაური.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
გვერდითი ეფექტი: პიროვნებას, რომელსაც შემადგენელი კომპონენტების მიმართ ინდივიდუალური აუტანლობა აქვს, შეიძლება განუვითარდეს ჰიპერმგრძნობელობა.
განსაკუთრებული მითითება: პრეპარატს არ გააჩნია სედატიური ეფექტი (უსაფრთხოა ავტომობილის მართვისას). პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ პაციენტებმა გალაქტოზის გადაუტანლობის შთამომავლობითი ფორმით, ლაქტოზის უკმარისობით ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციის სინდრომით არ უნდა მიიღონ პრეპარატი.
დოზირება და მიღების წესი: მოზრდილებისა და 6 წ-ზე მეტი მოზარდებისთვის - 1 ტაბ; 1-დან 3 წ-მდე - 1/4 ტაბ; 3-დან 6 წ-მდე - 1/2 ტაბ. - 3-ჯერ დღეში სუბლინგვალურად, სრულ გაწოვამდე - 20-30 წუთით ადრე ჭამამდე ან ჭამიდან 1 სთ-ის შემდეგ. მწვავე შემთხვევაში (თავბრუსხვევის შეტევა) ასაკობრივი ერთჯერადი დოზა მიიღება ყოველ 15 წთ-ში - მდგომარეობის გაუმჯობესებამდე, მაგრამ არა უმეტეს 2 სთ-ისა. შემდეგ გადავდივართ ჩვეულებრივ დოზირებაზე. მკურნალობის კურსი 2-4 კვირა. აუცილებლობისას 1-2 კვირის შემდეგ შეიძლება ჩატარდეს მკურნალობის განმეორებითი კურსი.
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატის დანიშვნა არ გამორიცხავს მოცემული დაავადებისას სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენებას.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
შენახვის პირობები: შეინახეთ მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედებისგან დაცულ ადგილას, 150-დან 250 C-მდე ტემპერატურაზე.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: გაიცემა ურეცეპტოდ.

Source: PSP (psp.ge)

Registration

Data from the regulatory agency's registry. Last synced: 11.11.2026.

Registered on: 20.04.2023

Registry data

Registration numberრ/ა-რ/ა-001962
Valid until20.04.2028
Registration holderBiologische Heilmittel Heel GmbH (გერმანია)
ManufacturerBiologische Heilmittel Heel GmbH, Germany
DispensingOver the counter (III group)
Form, dose, packTablets №50 in container
Pharmacotherapeutic groupკომპლემენტარული (ჰომეოპათიური) სამკურნალო საშუალებები
Registration procedureეროვნული
GMP certificateYes · valid until 24.10.2027

Q&A

Ask a question

Nobody has asked yet. Have an experience or a question? Be the first.

This information is for reference and does not replace advice from a doctor or pharmacist.