Description
ამინოკომბი N30 კაფსულა
საკვები დანამატი
აღწერა: ამინოკომბი არის საკვები დანამატი, რომელიც შეიცავს:
L- კარნიტინს - 750მგ.
L- არგინინს - 220მგ.
კოენზიმ Q10-ს - 30მგ.
შემადგენლობა:L- კარნიტინი, L- არგინინი, კაფსულის გარსი (ჟელატინი), შემავსებელი ნივთიერება (მიკროკრისტალური ცელულოზა), კოენზიმ Q10 (უბიქონონი), შეწებების საწინააღმდეგო ნივთიერებები (ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები, სილიკონის დიოქსიდი).
აქტიური ინგრედიენტები ერთ დოზაში:დღიური დოზა
1 კაფსულა
4 კაფსულა
%RDI – დღიური რეკომენდებული დოზა
L კარნიტინი
750 მგ
3000 მგ
-
L არგინინი
220 მგ
880 მგ
-
კოენზიმი Q-10
30 მგ
120 მგ
-
L-კარნიტინი- ამინომჟავა, იგივე ლევოკარნიტინი, ბუნებრივი ნივთიერებაა, რომელიც:
· აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას.
· აუმჯობესებს გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას.
· აუმჯობესებს გულის კუნთის ენერგომომარაგებას.
· აძლიერებს კუნთოვან ძალას და ასტიმულირებს ცხიმების წვას.
· დადებით გავლენას ახდენს სექსუალურ აქტივობაზე.
L-არგინინი ალიფატური a-ამინომჟავაა, რომელიც:
· ეხმარება იმუნიტეტს გამართულ ფუნქციონირებაში
· ქმნის ხელსაყრელ გარემოს ნაყოფის იმპლანტაციისთვის.
· აუმჯობესებს სპერმის ხარისხს, რაოდენობას და აქტივობას.
კოენზიმ Q-10 ენდოგენური ვიტამინისმაგვარი ნივთიერებაა, რომელიც გამოიყენება:
· შაქრიანი დიაბეტის, თირეოტოქსიკოზის, ჰიპოთირეოზის, სიმსუქნის, გლუკოკორტიკოიდებით ხანგრძლივი მკურნალობისას.
დოზირება:ამინოკომბი მიიღება 1 დან 4 კაფსულამდე 1-3 თვის განმავლობაში.
შენახვის პირობები და გაფრთხილება:მხოლოდ ზრდასრულთათვის. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დღიურ დოზას.
შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ, მშრალ და ბნელ ადგილას 8°-25 ° ტემპერატურაზე, დახურულ კონტეინერში.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
კაფსულის ფერის ცვლილება შესაძლებელი და არ მოქმედებს პროდუქტის ხარისხსა და ეფექტურობაზე.
არ გამოიყენოთ, თუ გაქვთ ალერგია რომელიმე კომპონენტის მიმართ.
გვერდითი მოვლენები:არ ახასიათებს გამოკვეთილი გვერდითი მოვლენები, შეიძლება აღინიშნოს ინდივიდუალური აუტანლობა შემავალი კომპონენტების მიმართ.
იშვიათად აღინიშნება გულისრევის შეგრძნება ან ღებინება, არტერიული წნევის მატება, ჭარბი ოფლიანობა.
გამოშვების ფორმა: შეფუთვაში არის 30 კაფსულა (1283 მგ)
ვარგისიანობის ვადა: 36 თვე
Similar products
Q&A
Ask a questionNobody has asked yet. Have an experience or a question? Be the first.