This page's content is available in Georgian only for now. ქართულად →

Amvilab ალფა ლიპოის მჟავა 600მგ 60 კაფსულა
Amvilab

ალფა ლიპოის მჟავა 600მგ 60 კაფსულა

Price 49.95 ₾ 99.91 ₾-50% at 1 pharmacy chain

Description

ალფა ლიპოის მჟავა 600მგ 60 კაფსულა ამვილაბი - Amvilab

ალფა ლიპოის მჟავა (ALA) არის ენდოგენური ანტიოქსიდანტი, იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან, აძლიერებს სხვა ანტიოქსიდანტების, C და E ვიტამინის, გლუტათიონის და კოენზიმ Q 10 - ის მოქმედებას და ათვისებას, ამცირებს ოქსიდაციურ სტრესს. ალფა ლიპოის მჟავა მონაწილეობს მეტაბოლურ პროცესებსში, ხელს უწყობს ატფ-ის სინთეზს და აუმჯობესებს ენერგეტიკულ ბალანსს, არეგულირებს სისხლში გლუკოზის დონეს, ამცირებს ინსულინრეზისტენტობას, ხელს უშლის ღვიძლში გლიკოგენის შემცველობის ზრდას, მონაწილეობს ლიპიდურ, ნახშირწყლოვან და ცხიმოვან ცვლაში.

· წარმოადგენს უნივერსალურ ანტიოქსიდანტს, რომელიც იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან

· დიაბეტური პოლინეიროპათიის დროს ამცირებს კლინიკური ნიშნების გამოვლინებას

· აუმჯობესებს პერიფერიული ნერვული სისტემის ფუნქციონირებას

· გააჩნია ჰეპატოპროტექტორული მოქმედება

· აჩქარებს აღდგენით პროცესებს

· ავსებს ორგანიზმს ენერგიით

· აქვს დეტოქსიკაციური მოქმედება მძიმე ლითონების მარილებით მოწამვლის და სხვა ენდო და ეგზო ტოქსიკოზების დროს

გამოყენების რეკომენდაციები კომპლექსურ თერაპიაში:

· დიაბეტური და ალკოჰოლური პოლინეიროპათია

. ნახშირწყლოვანი და ლიპიდური ცვლის დისბალანსი

. ორგანიზმის დეტოქსიკაცია

· ჭარბი წონა (სხეულის წონის რეგულაციის პროცესი)

შემადგენლობა

ალფა ლიპოის მავა (ALA) 600 მგ.

დამატებითი ინგრედიენტები: ჟელატინი (ცხოველური), მიკროკრისტალური ცელულოზა, სილიციუმის დიოქსიდი, საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდები.

დოზირება

მიიღება როგორც საკვები დანამატი ერთი კაფსულა 2 - ჯერ დღეში კვების შემდეგ, ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით

საკვები დანამატი არ ცვლის სრულფასოვან და დაბალანსებულ კვებას. არ წარმოადგენს მედიკამენტს.

გაფრთხილება: ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, 18 წლამდე ასაკის პირებში გამოიყენება ექიმის რეკომენდაციით.

გამოშვების ფორმა: N60 კაფსულა.

მწარმოებელი: ამვილაბი - აშშ.

Amvilab თანამედროვე ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი ამერიკული ბრენდია, რომელიც საკვები დანამატების წარმოებაზეა ორიენტირებული. 30 წელზე მეტია, მისი სახელის ქვეშ მოიაზრება ხარისხი, ინოვაცია და სტანდარტების დაცვა.

ასევე, იხილეთ: Aculipon - აკულიპონი 600მგ 30 კაფსულა

Source: PSP (psp.ge)

Similar products

Q&A

Ask a question

Nobody has asked yet. Have an experience or a question? Be the first.