Description
ავილაკი 30 კაფსულა ამვილაბი - Amvilab
ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის მარეგულირებელი საშუალება
ავილაკი არის სიმბიოტიკი, რომლის შემადგენლობაში შედის 14 მილიარდი ლაქტო და ბიფიდობაქტერიების 5 სხვადასხვა შტამი და პრებიოტიკი ფრუქტოოლიგოსაქარიდი, რომლებიც ხელს უწყობენ ნაწლავის ნორმალური ფლორის ფიზიოლოგიური წონასწორობის შენარჩუნებას და აღდგენას.
ბიფიდო და ლაქტო ბაქტერიები გამოიმუშავებენ რძემჟავას და ძმარმჟავას, რითაც ქმნიან არახელსაყრელ პირობებს პათოგენური და პირობით პათოგენური მიკროორგანიზმების გამრავლებისათვის. მონაწილეობენ საჭმლის მონელების პროცესსა და ვიტამინების ( B, PP, K, C… ) სინთეზში, ხელს უწყობენ ვიტამინების, მიკრო და მაკრო ელემენტების შეწოვას, არეგულირებენ ელექტროლიტურ ბალანსს, ცილების, ფოსფოლიპიდების, ნახშირწყლების, ნაღვლისა და ცხიმოვანი მჟავების, ბილირუბინის, ქოლესტერინის ცვლას. არეგულირებენ ნაწლავის PH გარემოს, აუმჯობესებენ პერისტალტიკას, აძლიერებენ იმუნურ სისტემას. ფრუქტოოლიგოსაქარიდი წარმოადგენს პრებიოტიკს - ხელსაყრელ ნიადაგს პრობიოტიკების - ნაწლავის ბაქტერიების გამრავლებისათვის, იგი არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და უცვლელი სახით აღწევს წვრილ და მსხვილ ნაწლავში, ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას, აძლიერებს პერისტალტიკას, ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში, ასტიმულირებს იმუნურ სისტემას.
გამოყენების რეკომენდაციები (კომპლექსურ თერაპიაში) :· დისბაქტერიოზის მკურნალობა და პროფილაქტიკა
· დიარეა, გულისრევა, ღებინება, მეტეორიზმი, ყაბზობა
· გასტროენტერიტი, კოლიტი, ენტერიტი, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, და სხვა.
· ანტიბიოტიკოთერაპიის შედეგად განვითარებული დისბაქტერიოზი
· ალერგიული დაავადებების კომპლექსური თერაპია
შემადგენლობა2 კაფსულა შეიცავს 14 მილიარდ ცოცხალ რძემჟავა ლიოფიზირებულ ბაქტერიას: Lactobacillus acidophilus - 6 მილიარდი, Bifidobacterium longum - 2 მილიარდი, Bifidobacterium bifidum - 2 მილიარდი, Bifidobacterium infantis - 2 მილიარდი, Lactobacillus casei - 2 მილიარდი და ფრუქტოოლიგოსაქარიდს - 300 მგ.
დოზირებამიიღება როგორც საკვები დანამატი - 12 წლამდე 1 კაფსულა დღეში, 12 წლის ზემოთ 2 კაფსულა დღეში, ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით
საკვები დანამატი არ ცვლის სრულფასოვან და დაბალანსებულ კვებას. არ წარმოადგენს მედიკამენტს.
შენახვის პირობებიინახება მშრალ, გრილ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას
გამოშვების ფორმა: N30 კაფსულა
მწარმოებელი: ამვილაბი - აშშ.
Amvilab თანამედროვე ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი ამერიკული ბრენდია, რომელიც საკვები დანამატების წარმოებაზეა ორიენტირებული. 30 წელზე მეტია, მისი სახელის ქვეშ მოიაზრება ხარისხი, ინოვაცია და სტანდარტების დაცვა.
ასევე, იხილეთ: Pileje Lactibiane - პილეჟე ლაქტიბიენ ტოლერანსი 30 კაფსულა
Similar products
Q&A
Ask a questionNobody has asked yet. Have an experience or a question? Be the first.