Description
Anua -ანუა სახის კრემი PDRN დამატენიანებელი ჰიალურონის მჟავით 100 60მლ – ინტენსიური დამატენიანებელი კრემი, რომელიც უზრუნველყოფს კანის ხანგრძლივ დატენიანებას, აუმჯობესებს ელასტიკურობის იერს და ზრუნავს ბუნებრივ დამცავ ბარიერზე. ანიჭებს კანს უფრო გლუვ, მკვრივ და ჯანსაღად მბზინავ იერს. ფორმულა აერთიანებს PDRN-ს, ჰიალურონის მჟავის სხვადასხვა ფორმასა და ჰიდროლიზებულ კოლაგენს. ეს კომპონენტები უზრუნველყოფს კანის დატენიანებას, ამცირებს სიმშრალით გამოწვეული წვრილი ხაზების შესამჩნევობას და კანს ანიჭებს უფრო რბილ, გლუვ და ელასტიკურ იერს. ნიაცინამიდი აუმჯობესებს კანის ტონსა და ერთგვაროვან იერს, ხოლო აზიური ცენტელა და სკვალანი ამშვიდებს და არბილებს კანს, ამცირებს სიმშრალის შეგრძნებას და უზრუნველყოფს კომფორტს. რეგულარული გამოყენებისას კანი გამოიყურება უფრო დატენიანებული, გლუვი და ბუნებრივად მბზინავი. კრემი ხელს უწყობს ე.წ. Glass Skin ეფექტის მიღწევას - კანის განსაკუთრებულ სიგლუვესა და ჯანსაღ ბზინვარებას.
კანის ტიპი: ყველა ტიპის კანი, განსაკუთრებით გაუწყლოებული, მშრალი, ელასტიკურობის დაკარგვისა და სიმშრალით გამოწვეული წვრილი ხაზების მქონე.
ძირითადი ინგრედიენტები: PDRN, ჰიალურონის მჟავის სხვადასხვა ფორმა, ჰიდროლიზებული კოლაგენი, ნიაცინამიდი, აზიური ცენტელა და სკვალანი.
გამოყენების წესი: სახის გაწმენდის, ტონერისა და შრატის გამოყენების შემდეგ დაიტანეთ კრემის საჭირო რაოდენობა სახესა და კისერზე და ნაზად გადაინაწილეთ სრულ შეწოვამდე. გამოიყენეთ ყოველდღიურად, დილით და საღამოს.
Similar products
Q&A
Ask a questionNobody has asked yet. Have an experience or a question? Be the first.