This page's content is available in Georgian only for now. ქართულად →

Argicarn Forte სიროფი 100მლ
Argicarn Forte

სიროფი 100მლ

Price 55.55 ₾ 56.68 ₾-1% at 1 pharmacy chain

Description

არგიკარნი ფორტე 100მლ, სითხე

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანაბოლური საშუალებები

ქვეყანა: თურქეთი

მწარმოებელი: ჰონორ

ჯენერიკი : L-Arginin + L-Carnitin

ხსნარის ყოველი 5მლ შეიცავს : 2000 მგ L- carnitine და 2000მგ L- arginine

არგიკარნ ფორტე - Argicarn Forte - წარმოადგენს არგინინის და L კარნიტინის ნარევს

ლ -არგინინი წარმოადგენს ამინო მჟავას, რომელიც აუცილებელია ცილების სინთეზისთვის.

ლ -არგინინის 3 მნიშვნელოვანი როლი ,

მონაწილეობს :კუნთოვანი მასის განვითარებაში. ენდოგენური აზოტის ოქსიდის წარმოქმნაში, სპერმატოზოიდის წარმოქმნაში

შედეგად :

·აფართოებს სისხლძარღვებს, გულის იშემიური დაავადებისა და ათეროსკლეროზის დროს.

·აუმჯობესებს სისხლის მიკროცირკულაციას, ქსოვილებსა და უჯრედებში საკვები ნივთიერებების და საშენი მასალის მიწოდებას, მათ შორის, თმის ღეროს ძირებში.

·ხელს უწყობს კარგი ხარისხის სპერმატოზოიდების წარმოქმნას.

·ეხმარება ორგანიზმს სისხლის მიმოქცევის დარეგულირებაში.

·ხელს უწყობს ჭრილობის შეხორცებას და დამწვრობის მოშუშებას.

·მოზარდებში აუმჯობესებს ზრდის ჰორმონის წარმოქმნას.

L-კარნიტინი ვიტამინების მსგავსი ბუნებრივი ნივთიერებაა. ის მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესში, გადააქვს გრძელჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავები ციტოპლაზმიდან მიტოქონდრიებში, სადაც განიცდიან β-დაჟანგვას, რის შედეგადაც წარმოიქმნება დიდი რაოდენობით ენერგია (ატფ-ის სახით).

L- კარნიტინი : აწესრიგებს ცილოვან და ცხიმოვან ცვლას, აღადგენს მჟავა-ტუტოვან წონასწორობას. თრგუნავს კეტოსხეულების წარმოქმნას და ანაერობულ გლიკოლიზს.

ü ამცირებს რძემჟავა აციდოზის ხარისხს, ზრდის ორგანიზმის ამტანობას ფიზიკური დატვირთვისადმი. უმჯობესდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ენერგიის გამომუშავება, ამტანობა მძიმე ფიზიკური დატვირთვისადმი

ü მნიშვნელოვნად აუმჯობესებს გულის კუნთის კუმშვადობას და მის ენერგომომარაგებას.

ü ხელს უწყობს გლიკოგენის მარაგის გაზრდას ღვიძლში.

ü თიროქსინის მიმართ ანტაგონისტური მოქმედებით აწესრიგებს ჰიპერთირეოზის დროს მომატებულ ძირითად ცვლას.

ü ანელებს ცილოვანი და ნახშირწყლოვანი მოლეკულების კატაბოლიზმს.

ü მცირდება სხეულის ჭარბი წონა და ქვეითდება ცხიმების შემცველობა კუნთებში.

ü ავლენს ნეიროტროპულ მოქმედებას, ამუხრუჭებს აპოფტოზის განვითარებას, შემოფარგლავს დაზიანებულ ზონას, აღადგენს ნერვული ქსოვილის სტრუქტურას.

ü ლ-კარნიტინი აუმჯობესებს სუსტ და დღენაკლი ბავშვების ფიზიკურ განვითარებას.

ჩვენება :

·ასთენიური სინდრომი, რომელიც ვლინდება ვირუსული ინფექციის, გონებრივი და ფიზიკური გადაღლის დროს.

·ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა, ქრონიკული დაღლილობა, შრომისუნარიანობის დაქვეითება.

·გულის უკმარისობა, მიოკარდიტი, გულის იშემიური დაავადება, სტენოკარდია, პოსტინფარქტული მდგომარეობა, კარდიომიოპათია.

·სხეულის მასის დეფიციტი და ზრდაში შეფერხება ბავშვთა ასაკში და მოზარდებში 16 წლამდე.

·ანორექსია, ქრონიკული ჰიპოაციდური გასტრიტი, ქრონიკული პანკრეატიტი, ღვიძლის დაავადებები.

· თირკმლის ქრონიკული უკმარისობა , ჰემოდიალიზზე მყოფი ავადმყოფები.

·თირეოტოქსიკოზის მსუბუქი ფორმა, სიმსუქნე, შაქრიანი დიაბეტი .

·მამაკაცთა უშვილობა (ოლიგოსპერმია, აზოოსპერმია).

·თმის ცვენა, ალოპეცია.

·ლიპომების და მილიუმების პროფილაქტიკა და თერაპია

არგიკარნ ფორტე:

მიიღება ჭამამდე 30 წუთით ადრე.

ბავშვებში : 1წლამდე ¼ (1.25 მლ ) 1 დღეში

1-6 წლამდე ¼- ½ საზომი კოვზის (1.25-2.5 მლ ) დღეში

6-12 წალმდე ½ საზომი კოვზი (2.5 მლ) დღეში

12- 16 წლამდე ½ -1 კოვზი (2,5 – 5 მლ) დღეში

16 წლიდან და მოზრდილებში - 1 კოვზი (5მლ) სითხე 1ან 2 ჯერ დღეში

წინააღმდეგჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალ კომპონენტებზე.

გარეგნული სახე და შეფუთვა: #100 მლ ფლაკონი , კოვზი დოზიმეტრით

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, ბნელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე.

Source: Impex (myimpex.ge)

Similar products

Q&A

Ask a question

Nobody has asked yet. Have an experience or a question? Be the first.