This page's content is available in Georgian only for now. ქართულად →

Atricos Milano შამპუნი დამატენიანებელი OASIS 250 მლ
Hair care 250ml
Atricos Milano

შამპუნი დამატენიანებელი OASIS 250 მლ

Price 20.23 ₾ 44.95 ₾-54% at 1 pharmacy chain

Description

შამპუნი დამატენიანებელი OASIS ატრიკოს მილანო - Atricos Milano

გააჩნია ეფექტური დამატენიანებელი და აღმდგენი მოქმედება. არგანის ზეთის შემცველობის წყალობით ღრმად ატენიანებს და იცავს თმას გარე მავნე ზემოქმედებისგან, აძლიერებს ღერების სტრუქტურას. არგანის ზეთი მდიდარია ცხიმოვანი მჟავებითა და ვიტამინ E-ით. იგი ღრმად მოქმედებს, განსაკუთრებით მშრალ, მტვრევად და დაზიანებულ თმაზე, აძლიერებს და ანიჭებს სიცოცხლისუნარიანობას. შამპუნი არ შეიცავს პარაბენებს და SLS-ს. აქვს გამჭვირვალე, ღია ყვითელი, ბლანტი ტექსტურა არგანის სურნელით. გამოყენების შემდეგ თმა ხდება ძლიერი, მბზინავი, რომელიც საოცრად რბილი და აბრეშუმისებრია.

თმის ტიპი

მშრალი თმა.

გამოყენების წესი
  • დაიტანეთ სველ თმაზე, თითებით ნაზად შეიზილეთ და აიქაფეთ, კარგად ჩამოიბანეთ.
  • გაიმეორეთ საჭიროების შემთხვევაში.
ინგრედიენტები

Aqua [Water], Sodium C14-16 Olefin Sulfonate, Cocamidopropyl Betaine, Sodium Cocoamphoacetate, Cocamide DEA, PEG-7 Glyceryl Cocoate, Sodium Chloride, Benzyl Alcohol, Betaine, Polyquaternium-7, Citric Acid, Parfum [Fragrance], Hydroxypropyl Guar Hydroxypropyltrimonium Chloride, Argania Spinosa Kernel Oil, Propylene Glycol, Disodium EDTA, Benzoic Acid, Hexamethylindanopyran, Lecithin, Aloe Barbadensis Leaf Extract, Dehydroacetic Acid, Vanillin, Sodium Benzoate, Tetramethyl Acetyloctahydronaphthalenes, Phenoxyethanol, Tocopherol, Ethylhexylglycerin, Tetrasodium Glutamate Diacetate.

მოცულობა

250 მლ.

ბრენდის შესახებ ინფორმაცია

Atricos Milano არის იტალიური პროფესიონალური თმის მოვლის ბრენდი, რომელიც შეიქმნა მილანში. ბრენდის პროდუქტები მიეკუთვნება თმის მოვლის პროფესიონალური პროდუქტების კატეგორიას, რომლებიც გამოყენებადია სალონი + სახლის პირობებში.

ბრენდის კონცეფცია აერთიანებს მეცნიერებას და სილამაზეს თმის მოვლის პროდუქტების შესაქმნელად. მიზანია სალონებსა და მომხმარებლებს შესთავაზოს სანდო, პროფესიონალური დონის შედეგები, თანამედროვე, ტენდენციებზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები, ყოველდღიური ეფექტური თმის მოვლა.

პროდუქციის ასორტიმენტი მოიცავს მრავალფეროვან ხაზებს, რომელთა შორისაა შამპუნები და კონდიციონერები, თმის ნიღბები და მოვლის საშუალებები, საღებავები, თავის კანის მოვლის საშუალებები, სტილისტური დამუშავების პროდუქტები.

ბრენდს გააჩნია ინოვაციური ფორმულები აქტიური ინგრედიენტებით. თითოეული მათგანი ფოკუსირებულია თავის კანის ჯანმრთელობაზე (ტრიქოლოგიური მიდგომა). პროდუქტებს აქვს ელეგანტური, თანამედროვე შეფუთვები, სასიამოვნო, მაგრამ ნაზი სურნელი.

თმის მოვლის პროფესიონალური იტალიური ბრენდი, რომელიც ორიენტირებულია ინოვაციების, ეფექტური ინგრედიენტებისა და სალონური დონის შედეგების შერწყმაზე, რათა შედეგად მივიღოთ ჯანმრთელი, ძლიერი და ლამაზი თმა.

Source: PSP (psp.ge)

Similar products

-54% Atricos Milano კონდიციონერი ხვეული თმის Bounce 2 150 მლ 59.95 ₾ 26.98 ₾ -54% Atricos Milano რძე დაზიანებული თმის REGENA 150 მლ 59.95 ₾ 26.98 ₾ -54% Atricos Milano სპრეი ხვეული თმის ISTANT 4 150 მლ 74.95 ₾ 33.73 ₾ -54% Atricos Milano თმის შრატი SHIMMER 50მლ 74.95 ₾ 33.73 ₾ -54% Atricos Milano თმის აღმდგენი ნიღაბი-ფილერი PRODIGIOUS 4 250 მლ 59.95 ₾ 26.98 ₾ -54% Atricos Milano თმის დამარბილებელი ორფაზიანი სპრეი MYB 250 მლ 59.95 ₾ 26.98 ₾ -54% Atricos Milano თმის დასაფიქსირებელი მბზინავი სპრეი ECO 200 მლ 54.95 ₾ 24.73 ₾ -54% Atricos Milano თმის სპრეი 12-1-ში ONE 200 მლ 74.95 ₾ 33.73 ₾

Q&A

Ask a question

Nobody has asked yet. Have an experience or a question? Be the first.