This page's content is available in Georgian only for now. ქართულად →

Bilivit კაფსულა N30
Bilivit

კაფსულა N30

Price 36.70 ₾ at 1 pharmacy chain

Description

ბილივიტი

სურსათის (სასურსათო) დანამატი

ბილივიტი არის მაღალი ხარისხის პროდუქტი, რომელიც განკუთვნილია რაციონში ქვემოთ მითითებული ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტის მქონე ადამიანებისთვის.

ბილივიტი არის სურსათის (სასურსათო) დანამატი, რომელიც არის ვიტამინების: A, B1, B2, B3, B5, B6, B12, C, D3, E, K და მინერალების: კალციუმი, ქრომი, სპილენძი, იოდი, რკინა, მაგნიუმი, მანგანუმი, სელენი და თუთია წყარო. ვიტამინები B6, C, B12, თიამინი, რიბოფლავინი, კალციუმი, ნიაცინი, პანთოტენის მჟავა, სპილენძი, იოდი, მანგანუმი, რკინა და მაგნიუმი ხელს უწყობენ ენერგიის გამომუშავების ნორმალურ მეტაბოლიზმს. გარდა ამისა, ვიტამინები B6, C, B12, თიამინი, რიბოფლავინი, ნიაცინი, სპილენძი, იოდი და მაგნიუმი ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას. ამასთანავე, ვიტამინები B6 და B12 ხელს უწყობს ჰომოცისტეინის ნორმალურ მეტაბოლიზმს. ვიტამინები B6, C, B12, თიამინი, ნიაცინი და მაგნიუმი ხელს უწყობს ნორმალურ ფსიქოლოგიურ ფუნქციონირებას. უფრო მეტიც, ვიტამინები B6, C, A, B12, D, სპილენძი, რკინა, სელენი და თუთია ხელს უწყობს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას. ვიტამინები B6, C, B12, რიბოფლავინი, ნიაცინი, პანთოტენის მჟავა, რკინა და მაგნიუმი ხელს უწყობს დაღლილობისა და სისუსტის შემცირებას. ვიტამინი C ასევე ხელს უწყობს E ვიტამინის აღდგენილი ფორმის რეგენერაციას, ხოლო ვიტამინი E ხელს უწყობს უჯრედების დაცვას ოქსიდაციური სტრესისგან. ვიტამინი K ხელს უწყობს სისხლის ნორმალურ შედედებასა და ძვლების ნორმალურ მდგომარეობაში შენარჩუნებას. ქრომი ხელს უწყობს მაკროელემენტების ნორმალურ მეტაბოლიზმსა და სისხლში გლუკოზის ნორმალური დონის შენარჩუნებას, ხოლო თუთია ხელს უწყობს ძვლების, თმის, ფრჩხილების, კანისა და მხედველობის ნორმალური მდგომარეობის შენარჩუნებას.

ინგრედიენტები: კალციუმი (კალციუმის კარბონატი), მოცულობის გასაზრდელი ნივთიერება (მიკროკრისტალური ცელულოზა), მაგნიუმი (მაგნიუმის ციტრატი), ვიტამინი C (L-ასკორბინის მჟავა), ვიტამინი E (D, L-ალფა ტოკოფერილის აცეტატი), ვიტამინი B3 (ნიკოტინის მჟავას ამიდი), რკინა (რკინის ფუმარატი), თუთია (თუთიის გლუკონატი), კარტოფილის სახამებელი, ვიტამინი B5 (კალციუმის D-პანთოტენატი), შეწებების საწინააღმდეგო აგენტი (ცხიმოვანი მჟავას მაგნიუმის მარილი - მაგნიუმის სტეარატი), დამატენიანებელი საშუალება (სილიციუმის დიოქსიდი), ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი), სპილენძი (სპილენძის გლუკონატი), მანგანუმი (მანგანუმის გლუკონატი), ვიტამინი A (ბეტა-კაროტინი), ვიტამინი B2 (რიბოფლავინი), ვიტამინი B1 (თიამინის ჰიდროქლორიდი), იოდი (კალიუმის იოდიდი), ქრომი (ქრომის პიკოლინატი), ვიტამინი K2 (მენაქინონი) სელენი (ნატრიუმის IV სელენატი), ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი), ვიტამინი B12 (ციანოკობალამინი).

შეფუთვის შიგთავსი: 30 კაფსულა.

შენახვის პირობები: სურსათის (სასურსათო) დანამატები უნდა ინახებოდეს მცირეწლოვანი ბავშვებისთვის მიუწვდომელ, მშრალ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე. შეინახეთ მზისგან დაცულ ადგილას.

მწარმოებელი: Pharmacy Lab LLC, 262 Wał Miedzeszyński Street, 04-792 ვარშავა, პოლონეთი. წარმოებულია ევროკავშირში.

სიფრთხილის ზომები: არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. სურსათის (სასურსათო) დანამატები არ ცვლის დაბალანსებულ კვებას და ცხოვრების ჯანსაღ წესს და არ შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც მრავალფეროვანი რაციონის შემცვლელი (ჩანაცვლება). არ გამოიყენოთ ინგრედიენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.

რეკომენდებული დღიური დოზა: 1 კაფსულა დღეში, რეკომენდებულია ჭამის შემდეგ ჭიქა წყალთან ერთად

ბილივიტი სურსათის (სასურსათო) დანამატი 30 კაფსულა

აქტიური ინგრედიენტი რეკომენდებული მაქსიმალური დღიური დოზა

შემცველობა 1 კაფსულაში % NRVs* 1 კაფსულაში

კალციუმი

(კალციუმის კარბონატი) 120 მგ 15

მაგნიუმი

(მაგნიუმის ციტრატი) 100 მგ 26,67

ვიტამინი C

(L-ასკორბინის მჟავა) 60 მგ 75

ვიტამინი E

(D, L – ალფა-ტოკოფერილის აცეტატი) 30 მგ 250

ვიტამინი B3

(ნიკოტინმჟავას ამიდი) 20 მგ 125

რკინა

(რკინის ფუმარატი) 18 მგ 128,57

თუთია

(თუთიის გლუკონატი) 15 მგ 150

ვიტამინი B5

(კალციუმი D-პანტოთენატი) 10 მგ 166,67

ვიტამინი B6

(პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) 2 მგ 142,86

სპილენძი

(სპილენძის გლუკონატი) 2 მგ 200

მანგანუმი

(მანგანუმის გლუკონატი) 1,8 მგ 90

ვიტამინი A

(ბეტა-კაროტინი) 288,23 მკგ რეტინოლის ექვივალენტი (ბეტა-კაროტინი 1,728 მგ) 35,94

ვიტამინი B2

(რიბოფლავინი) 1,7 მგ 121,43

ვიტამინი B1

(თიამინის ჰიდროქლორიდი) 1,5 მგ 136,36

იოდი

(კალიუმის იოდიდი) 150 მკგ 100

ქრომი

(ქრომის პიკოლინატი) 120 მკგ 300

ვიტამინი K2

(მენაქინონი) 80 მკგ 106,67

სელენი

(ნატრიუმ IV სელენატი) 60 მკგ 109,09

ვიტამინი D3

(ქოლეკალციფეროლი) 10 მკგ 200

ვიტამინი B12

(ციანოკობალამინი) 6 მკგ 240

* NRVs - საკვები ნივთიერებების რეკომენდებული მაჩვენებელი

Source: Impex (myimpex.ge)

Similar products

Q&A

Ask a question

Nobody has asked yet. Have an experience or a question? Be the first.