This page's content is available in Georgian only for now. ქართულად →

Boro plus კრემი ჰერბალი 25მლ და სოფთი კრემი 25მლ
Face care 25ml
Boro plus

კრემი ჰერბალი 25მლ და სოფთი კრემი 25მლ

Price 3.96 ₾ at 1 pharmacy chain

Description

კრემი ჰერბალი და სოფთი კრემი ბორო პლიუსი - Boro plus

ბორო პლიუსი კანის მოვლის კრემი – ჰერბალი

გამონაყარის სამკურნალო მაღალეფექტური ნატურალური საშუალება

ბორო პლუსი- უნივერსალური კოსმეტიკური საშუალებაა, რომელიც განკუთვნილია პრობლემური კანის მოსავლელად. კრემი შედგება მხოლოდ ნატურალური მცენარეული ანტიბაქტერიული ინგრედიენტებისაგან, რომლებსაც გააჩნია მრავალი სამკურნალო და კოსმეტიკური თვისებები.

გამოხატული ანტისეპტიკური თვისებების გამო ბორო პლუსი სწრაფად ალაგებს გამონაყარს და ახორცებს წყლულებს. იგი კანის ღრმა შრეებში ანადგურებს ბაქტერიებს, ალაგებს ანთებას, წმენდს კანს და აღადგენს ჯანმრთელი კანის საფარველს (აკნე, ჩირქოვანი გამონაყარი). აუმჯობესებს კანის მეტაბოლიზმს, არეგულირებს ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას.

განკუთვნილია ყოველდღიური გამოყენებისათვის როგორც საპროფილაქტიკო და სამკურნალო გამწმენდი საშუალება. ეფექტურია გაღიზიანებული კანის დროს, გაპარსვის შემდგომ. ასევე ტუჩებზე ნახეთქების და სიმშრალის დროს. ბავშვებისთვის კანის გაღიზიანების და გამონაყარის დროს.

მოქმედება:

გააჩნია გამოხატული ანტიბაქტერიული, ანტიმიკრობული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ნაჩვენებია ანთებითი და ჩირქოვანი პროცესების დროს. ხსნის ქავილს, წვას და კანის გაღიზიანებას მწერების ნაკბენის დროს. ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას, ეფექტურია დამწვრობისას, ასევე გამოყელვის და იმპეტიგოს დროს.

კრემის შემადგენლობაში შემავალი ალოე, ნიმი და სხვა ძვირფასი ინგრედიენტები კვებავს კანს აუცილებელი ნივთიერებებით, ვიტამინებით და მინერალებით. ეფექტურად კვებავს, ატენიანებს მშრალ კანს. აქრობს ოფლის სუნს, ათანაბრებს კანის ფერს და აქრობს გამონაყარის შემდგომ დეფექტებს. კანი ხდება ელასტიური და ახალგაზრდა.

ჩვენება:

• კანის ქრონიკული დაავადებები

• გაღიზიანება, მშრალი ეგზემა

• აკნე, ფურუნკულოზი, გამონაყარი

• ნაკაწრები, მოყინვა, მწერების ნაკბენები

• გამოყელვა, ანთებითი პროცესები ჩვილ ბავშვებში, საფენისმიერი დერმატიტი.

• პოსტოპერაციული შრამები

უკუჩვენება:

• ინგრედიენტების ინდივიდულაური აუტანლობა

• მიდრეკილება ალერგიული რეაქციებისადმი

გამოყენება:

დაიტანება დაზიანებულ კანზე დღეში ორჯერ, სრულ გაჯანსაღებამდე. კანის ქრონიკული დაავადებების დროს დღეში სამჯერ. ძუძუთი კვების დროს მიკრონახეთქების შემთხვევაში აუცილებელია ბავშვის კვებამდე კრემის მოცილება

+ აქციაში მოყვება ბორო პლუსის SOFT (მსუბუქი) კრემი Boro Plus Soft Cream 25ml – ბორო პლუსის SOFT (მსუბუქი) კრემი

ბორო პლიუსის, მსუბუქი, ანტისეპტიკური და არაწებოვანი კრემი, უზრუნველყოფს 24 საათიან დატენიანებას. გამდიდრებულია ხილის წყლით, შეიცავს E ვიტამინს და სუპერ +10 მწვანილს.

· აიურვედული კრემი განკუთვნილია ყველა სეზონისთვის

· მისი გამოყენება შესაძლებელია ყოველდღიურად

· განკუთვნილია ყველა ტიპის კანისთვის

· განკუთვნილია როგორც ქალებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის

გამოყენების ინსტრუქცია:

დაიტანეთ ხელზე, სახეზე და ტანზე 25 მლ

Source: PSP (psp.ge)

Similar products

-29% Nivea სახის კრემი 75მლ 13.40 ₾ 9.38 ₾ at 2 pharmacy chains -60% Topicrem სახის გამწმენდი ნიღაბი Ac 50მლ 69.50 ₾ 27.80 ₾ at 2 pharmacy chains -50% Bioderma მგრძნობიარე კანის კრემი Sebium 30 მლ 72.00 ₾ 36.00 ₾ at 2 pharmacy chains -50% Bioderma სახის კრემი Sensibio AR+ 40 მლ 70.00 ₾ 35.00 ₾ at 2 pharmacy chains -50% Bioderma სახის კრემი Sensibio DS+ 40 მლ 54.00 ₾ 27.00 ₾ at 2 pharmacy chains -50% Bioderma სახის მკვებავი კრემი Atoderm 40 მლ 50.00 ₾ 25.00 ₾ at 2 pharmacy chains -50% CeraVe დასაბანი კრემ-ქაფი 236მლ 51.55 ₾ 25.77 ₾ at 2 pharmacy chains -50% Bioderma თვალის კრემი Atoderm 100 მლ 84.00 ₾ 42.00 ₾ at 2 pharmacy chains

Q&A

Ask a question

Nobody has asked yet. Have an experience or a question? Be the first.