This page's content is available in Georgian only for now. ქართულად →

Canpol ბოთლი ორზონიანი საწოვარით 330მლ
Canpol

ბოთლი ორზონიანი საწოვარით 330მლ

Price 15.75 ₾ 31.49 ₾-49% at 1 pharmacy chain

Description

ბოთლი ორზონიანი საწოვარით კანპოლი - Canpol

ანტიკოლიკური ბოთლი Natural Shape განკუთვნილია კომბინირებული კვებისთვის, როცა ბავშვი ძუძუსთან ერთად გამოწველილი რძით, ან მისი ალტერნატივით იკვებება.

მშობლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი საზრუნავია, რომ ბოთლით კვების დაწყების შემდეგ ბავშვმა ძუძუზე უარი არ თქვას. Natural Shape ბოთლის ორზონიანი საწოვარას კვლევამ, რომელიც მეტყველების თერაპევტის მიერ ჩვილებში ჩატარდა*, აჩვენა, რომ ძუძუთი კვებაზე მყოფი ბავშვები მას პირველი კვებიდანვე ადვილად იღებენ. ბოთლი ამცირებს ძუძუზე უარის თქმის რისკს და ხელს უწყობს ძუძუთი და ბოთლით კვების მონაცვლეობას.***

Natural Shape ანტიკოლიკური ბოთლი
  • უზრუნველყოფს ტუჩების ბუნებრივ, ფართო („თევზისებურ“) პოზიციას კვების დროს;

  • საშუალებას აძლევს ბავშვს იკვებოს მშვიდად, საკუთარი ბუნებრივი რიტმით;

  • უზრუნველყოფს უწყვეტ წოვას და ამცირებს ჰაერის გადაყლაპვის ალბათობას;

  • ამცირებს კოლიკისა და გაღიზიანების განვითარების რისკს.**

ბოთლი აღჭურვილია DuoFlex ტექნოლოგიის ინოვაციური ორზონიანი საწოვარათი, რომელიც მიჰყვება ბავშვის ბუნებრივ წოვის რიტმს:

1. მოქნილი წვერი – იმეორებს დედის ძუძუს დვრილის ბუნებრივ მოძრაობას წოვის დროს.

2. მყარი ფუძე – თავისი ფორმით ჰგავს დედის მკერდს და უზრუნველყოფს საწოვარაზე ტუჩების ბუნებრივ, ფართო („თევზისებურ“) მოთავსებას, რაც ხელს უწყობს შეუფერხებელ წოვას ჰაერის გადაყლაპვის გარეშე და ამცირებს კოლიკისა და გაღიზიანების განვითარების რისკს.**

საწოვარა დამზადებულია მაღალი ხარისხის, BPA-ისგან თავისუფალი სილიკონისგან, რომლის ფორმა და ტექსტურა მაქსიმალურად ჰგავს დედის ძუძუს დვრილს.

ბოთლი დამზადებულია

უმაღლესი ხარისხის პოლიპროპილენისგან,

საწოვარა

უმაღლესი ხარისხის სილიკონისგან

ჰიპოალერგიულია არ შეიცავს

BPA-ს (ბისფენოლ A)

გამოყენებამდე გამოყენების წესი (ბოთლი)
  • დაიცავით პროდუქტის სისუფთავე.
  • პირველი გამოყენების წინ გარეცხეთ მისი ყველა ნაწილი და სტერილიზაციის მიზნით 5 წუთით მოათავსეთ მდუღარე წყალში.
  • ყოველი შემდგომი გამოყენების წინ კარგად გარეცხეთ ბოთლის ყველა დეტალი, შემდეგ კი გაასტერილეთ ორთქლის/ელექტრო სტერილიზატორში, ან გადაავლეთ მდუღარე წყალი.
  • სუფთა წყლით გარეცხეთ ბოთლის ყველა ნაწილი იმ ადგილების ჩათვლით, რომელიც თვალისთვის უხილავია, მაგრამ საკვებისთვის შეღწევადი.
  • ყოველი გამოყენების შემდეგ მოაშორეთ ბოთლსა და საწოვარას საკვების ნარჩენები, გამოავლეთ და კარგად გარეცხეთ ცხელი წყლით.
  • მდუღარე და ხისტმა წყალმა შესაძლოა პროდუქტის კედლებზე წარმოქმნას ნალექის ეფექტი.
  • ბოთლი შეგიძლიათ გარეცხოთ ჭურჭლის სარეცხ მანქანაში (მაქსიმუმ 60⁰C-ზე) ზედა კალათში; გარეცხილი პროდუქტი კარგად გაავლეთ გამდინარე წყლის ქვეშ, რომ სრულად მოშორდეს სარეცხი საშუალება.
  • გულდასმით შეამოწმეთ ყოველი გამოყენების წინ.
  • გადააგდეთ დაზიანების პირველივე ნიშნისას.
  • მიკროტალღურ ღუმელში საკვების გათბობისას გახსოვდეთ, რომ ბოთლი თავღია უნდა იყოს.
  • საკვების/სითხის მიკროტალღურ ღუმელში გაცხელებისას მასში მაღალი ტემპერატურის კერები ჩნდება, ამიტომ ამგვარად გაცხელებულ სითხეს/საკვებს აუცილებლად უნდა მოურიოთ, ბოთლი შეანჯღრიოთ და კვების წინ მისი ტემპერატურა აუცილებლად შეამოწმოთ.
  • ხილის წვენმა ან ჩაიმ შესაძლოა საწოვარაზე, ან ბოთლზე წარმოქმნას ნადების ეფექტი, ან შეუცვალოს მათ ფერი, რაც არ ცვლის პროდუქტის თვისებებს.
  • არ მოათავსოთ პროდუქტი ცხელ ღუმელში, ან გაზის/ელექტრო გამათბობელზე.
  • გაფრთხილებთ! პროდუქტი არ არის სათამაშო.

ანტიკოლიკური ორზონიანი საწოვარა.

გამოყენების წესი (საწოვარა)
  • პირველი გამოყენების წინ გარეცხეთ საწოვარა და სტერილიზაციის მიზნით 5 წუთით მოათავსეთ მდუღარე წყალში.
  • ყოველი შემდგომი გამოყენების წინ კარგად გარეცხეთ იმ ადგილების ჩათვლით, რომელიც თვალისთვის უხილავია, მაგრამ საკვებისთვის შეღწევადი.
  • ყოველი გამოყენების შემდეგ მოაშორეთ ბოთლსა და საწოვარას საკვების ნარჩენები, გამოავლეთ და კარგად გარეცხეთ ცხელი წყლით, გაასტერილეთ ორთქლის/ელექტრო სტერილიზატორში, ან გადაავლეთ მდუღარე წყალი.
  • საწოვარა არ მოათავსოთ ჭურჭლის სარეცხ მანქანაში.
  • ხისტმა/ძლიერმა სარეცხმა საშუალებებმა პროდუქტი შესაძლოა დააზიანოს.
  • არ გამოიყენოთ ანტიბაქტერიული სარეცხი საშუალებები.
  • გულდასმით შეამოწმეთ ყოველი გამოყენების წინ., გაქაჩეთ საწოვარა ყველა მიმართულებით, განსაკუთრებით მაშინ, თუ ბავშვს უკვე აქვს კბილები.
  • გადააგდეთ დაზიანების პირველივე ნიშნისას. ყოველთვის შეამოწმეთ, ხომ არ ჟონავს საწოვარადან სითხე.
  • არასოდეს გააფართოვოთ თვითნებურად საწოვარას ნახვრეტი, ამით მას მხოლოდ დააზიანებთ.
  • რეცხვისას იფრთხილეთ, რომ არ დააზიანოთ საწოვარას სარქველი.
  • თუ ბოთლიდან სითხე ჟონავს, მოხსენით ხრახნიანი რგოლი და დარწმუნდით, რომ საწოვარა სწორად გაქვთ მიმაგრებული.
  • გაფრთხილებთ! პროდუქტი არ არის სათამაშო.
  • არ დატოვოთ საწოვარა მზის პირდაპირი სხივების მოქმედების ქვეშ, ან სადეზინფექციო („სასტერილიზაციო“) სითხეებში რეკომენდირებულზე დიდი ხნით, ამით მას მხოლოდ დააზიანებთ.
  • გირჩევთ, საწოვარა მაქსიმუმ 2 თვის შემდეგ ჩაანაცვლოთ ახლით.
  • ხილის წვენმა ან ჩაიმ შესაძლოა საწოვარაზე წარმოქმნას ნადების ეფექტი, ან შეუცვალოს მათ ფერი, რაც არ ცვლის პროდუქტის თვისებებს.
  • შეინახეთ ინსტრუქცია სამომავლო გამოყენებისთვის.
  • პარტიის კოდი იხილეთ შეფუთვაზე.
რაოდენობა ხელმისაწვდომია 3 მოცულობით
  • 150 მლ
  • 260 მლ
  • 330 მლ
Source: PSP (psp.ge)

Similar products

-50% Canpol კოვზი სილიკონის ვარდისფერი 51/010 13.16 ₾ 6.58 ₾ at 2 pharmacy chains -49% Canpol ჭიქა - არამცურავი ძირით 2/100 11.05 ₾ 5.53 ₾ at 2 pharmacy chains -50% Canpol კოვზი სილიკონის ლურჯი 51/010 13.16 ₾ 6.58 ₾ at 2 pharmacy chains -50% Canpol პლასტმასის ჯამი თავსახურით და კოვზით 31/406 21.70 ₾ 10.85 ₾ at 2 pharmacy chains -49% Canpol ბადე სილიკონის სათადარიგო 56/011 12.21 ₾ 6.11 ₾ -50% Canpol ბადე ხილისა და ბოსტნეულისთვის 56/010 25.70 ₾ 12.85 ₾ -60% Canpol ბადე ხილისა და ბოსტნეულისთვის 56/105 31.10 ₾ 12.44 ₾ Canpol ბოთლი 35/216 ფართოყ.ახალშ.Easy Start 120მლ 17.40 ₾

Q&A

Ask a question

Nobody has asked yet. Have an experience or a question? Be the first.