This page's content is available in Georgian only for now. ქართულად →

Canpol საწოვარა ორზონიანი 3 თვიდან 2 ცალი
Canpol

საწოვარა ორზონიანი 3 თვიდან 2 ცალი

Price 11.13 ₾ 22.27 ₾-50% at 1 pharmacy chain

Description

საწოვარა ორზონიანი 3 თვიდან კანპოლი - Canpol

მშობლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი საზრუნავია, რომ ბოთლით კვების დაწყების შემდეგ ბავშვმა ძუძუზე უარი არ თქვას. Natural Shape ბოთლის ორზონიანი საწოვარას კვლევამ, რომელიც მეტყველების თერაპევტის მიერ ჩვილებში ჩატარდა*, აჩვენა, რომ ძუძუთი კვებაზე მყოფი ბავშვები მას პირველი კვებიდანვე ადვილად იღებენ. ბოთლი ამცირებს ძუძუზე უარის თქმის რისკს და ხელს უწყობს ძუძუთი და ბოთლით კვების მონაცვლეობას.***

Natural Shape ანტიკოლიკური ბოთლი
  • უზრუნველყოფს ტუჩების ბუნებრივ, ფართო („თევზისებურ“) პოზიციას კვების დროს;

  • საშუალებას აძლევს ბავშვს იკვებოს მშვიდად, საკუთარი ბუნებრივი რიტმით;

  • უზრუნველყოფს უწყვეტ წოვას და ამცირებს ჰაერის გადაყლაპვის ალბათობას;

  • ამცირებს კოლიკისა და გაღიზიანების განვითარების რისკს.**

ბოთლი აღჭურვილია DuoFlex ტექნოლოგიის ინოვაციური ორზონიანი საწოვარათი, რომელიც მიჰყვება ბავშვის ბუნებრივ წოვის რიტმს

1. მოქნილი წვერი – იმეორებს დედის ძუძუს დვრილის ბუნებრივ მოძრაობას წოვის დროს.

2. მყარი ფუძე – თავისი ფორმით ჰგავს დედის მკერდს და უზრუნველყოფს საწოვარაზე ტუჩების ბუნებრივ, ფართო („თევზისებურ“) მოთავსებას, რაც ხელს უწყობს შეუფერხებელ წოვას ჰაერის გადაყლაპვის გარეშე და ამცირებს კოლიკისა და გაღიზიანების განვითარების რისკს.**

საწოვარა დამზადებულია მაღალი ხარისხის, BPA-ისგან თავისუფალი სილიკონისგან, რომლის ფორმა და ტექსტურა მაქსიმალურად ჰგავს დედის ძუძუს დვრილს.

შემადგენლობა

უმაღლესი ხარისხის სილიკონისგან

ჰიპოალერგიულია არ შეიცავს

BPA-ს (ბისფენოლ A)

გამოყენების წესი

გამოყენებამდე

  • პირველი გამოყენების წინ გარეცხეთ საწოვარა და სტერილიზაციის მიზნით 5 წუთით მოათავსეთ მდუღარე წყალში.
  • ყოველი შემდგომი გამოყენების წინ კარგად გარეცხეთ იმ ადგილების ჩათვლით, რომელიც თვალისთვის უხილავია, მაგრამ საკვებისთვის შეღწევადი.
  • ყოველი გამოყენების შემდეგ მოაშორეთ ბოთლსა და საწოვარას საკვების ნარჩენები, გამოავლეთ და კარგად გარეცხეთ ცხელი წყლით, გაასტერილეთ ორთქლის/ელექტრო სტერილიზატორში, ან გადაავლეთ მდუღარე წყალი.
  • საწოვარა არ მოათავსოთ ჭურჭლის სარეცხ მანქანაში. ხისტმა/ძლიერმა სარეცხმა საშუალებებმა პროდუქტი შესაძლოა დააზიანოს.
  • არ გამოიყენოთ ანტიბაქტერიული სარეცხი საშუალებები.
  • გულდასმით შეამოწმეთ ყოველი გამოყენების წინ.
  • გაქაჩეთ საწოვარა ყველა მიმართულებით, განსაკუთრებით მაშინ, თუ ბავშვს უკვე აქვს კბილები.
  • გადააგდეთ დაზიანების პირველივე ნიშნისას.
  • ყოველთვის შეამოწმეთ, ხომ არ ჟონავს საწოვარადან სითხე.
  • არასოდეს გააფართოვოთ თვითნებურად საწოვარას ნახვრეტი, ამით მას მხოლოდ დააზიანებთ.
  • რეცხვისას იფრთხილეთ, რომ არ დააზიანოთ საწოვარას სარქველი.
  • თუ ბოთლიდან სითხე ჟონავს, მოხსენით ხრახნიანი რგოლი და დარწმუნდით, რომ საწოვარა სწორად გაქვთ მიმაგრებული.
  • გაფრთხილებთ! პროდუქტი არ არის სათამაშო.
  • არ დატოვოთ საწოვარა მზის პირდაპირი სხივების მოქმედების ქვეშ, ან სადეზინფექციო („სასტერილიზაციო“) სითხეებში რეკომენდირებულზე დიდი ხნით, ამით მას მხოლოდ დააზიანებთ.
  • გირჩევთ, საწოვარა მაქსიმუმ 2 თვის შემდეგ ჩაანაცვლოთ ახლით.
  • ხილის წვენმა ან ჩაიმ შესაძლოა საწოვარაზე წარმოქმნას ნადების ეფექტი, ან შეუცვალოს მათ ფერი, რაც არ ცვლის პროდუქტის თვისებებს.
  • შეინახეთ ინსტრუქცია სამომავლო გამოყენებისთვის.
  • +- პარტიის კოდი იხილეთ შეფუთვაზე.
ხელმისაწვდომია 4 ზომა
  • 0+ თვე
  • 3+ თვე,
  • 6+ თვე
  • 12+ თვე
Source: PSP (psp.ge)

Similar products

-50% Canpol კოვზი სილიკონის ვარდისფერი 51/010 13.16 ₾ 6.58 ₾ at 2 pharmacy chains -49% Canpol ჭიქა - არამცურავი ძირით 2/100 11.05 ₾ 5.53 ₾ at 2 pharmacy chains -50% Canpol კოვზი სილიკონის ლურჯი 51/010 13.16 ₾ 6.58 ₾ at 2 pharmacy chains -50% Canpol პლასტმასის ჯამი თავსახურით და კოვზით 31/406 21.70 ₾ 10.85 ₾ at 2 pharmacy chains -49% Canpol ბადე სილიკონის სათადარიგო 56/011 12.21 ₾ 6.11 ₾ -50% Canpol ბადე ხილისა და ბოსტნეულისთვის 56/010 25.70 ₾ 12.85 ₾ Canpol წინსაფარი 2/103 სტილი A N3 13.90 ₾ -50% Canpol ჭიქა დაუქცეველა 35/208p 24.42 ₾ 12.21 ₾

Q&A

Ask a question

Nobody has asked yet. Have an experience or a question? Be the first.