This page's content is available in Georgian only for now. ქართულად →

CITIZEN წნევის აპარატი CHU503 (მკლავის; არითმიის, მოძრაობის & ჰიპერტენზიის ინდიკატორით)
CITIZEN

წნევის აპარატი CHU503 (მკლავის; არითმიის, მოძრაობის & ჰიპერტენზიის ინდიკატორით)

Price 132.00 ₾ 220.00 ₾-40% at 1 pharmacy chain

Description

მკლავის წნევის აპარატი.
გარანტია: 5 წელი.
მანჟეტის მორგება:
არტერიული წნევის მანჟეტის გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ შეარჩიეთ შესაბამისი ზომის მანჟეტი:
სტანდარტული ზომის მანჟეტი ერგება მხრის გარშემოწერილობას: 22-32 სმ (მოყვება).
1 გახსენით მანჟეტი და დაბოლოვება მოათავსეთ ლითონის რგოლში ისე, რომ რგოლის გვერდი და მარყუჟის შესაკრავი გარეთ იყოს განლაგებული.
2 დაიჭირეთ მანჟეტი მკლავზე ისე, რომ ლურჯი მარკერი გამოვიდეს ხელისგულის მხარეს.
3 დაარეგულირეთ მანჟეტის პოზიცია ისე, რომ ლურჯი მარკერი განთავსებული იყოს თქვენი მკლავის შუაში და მანჟეტის ქვედა კიდე იდაყვიდან ზემოთ 1-2 სმ მანჟეტზე (სტანდარტული ზომის მანჟეტისთვის) / 2-3 სმ-ით მაღლა (დიდი მანჟეტისთვის).
4 მანჟეტის ბოლო გამოწიეთ გარეთ ისე, რომ მანჟეტი შემოეხვიოს მკლავს და შემდეგ დარწმუნდით, რომ მანჟეტის ბოლო დამაგრებულია.
5 მოათავსეთ მკლავი მაგიდაზე ან მის მსგავს რამეზე, ისე რომ მანჟეტის ცენტრი განთავსდეს თქვენი გულის სიმაღლეზე.
სხეულის მოძრაობის ინდიკატორი აისახება გაზომვის შედეგების ეკრანზე, თუ გაზომვის დროს ხელს ან მკლავს გაანძრევთ, რის შედეგადაც წნევა შეიცვლება. თუ სხეულის მოძრაობის მაჩვენებელი გამოჩნდება, ხელახლა გაიზომეთ წნევა.
თუ გაზომვის დროს არითმიული გულისცემა გამოვლინდა, წნევის გაზომვის დასრულების შემდეგ გამოჩნდება არითმიული გულისცემის (IHB) მაჩვენებელი. არითმიული გულისცემა განისაზღვრება გულისცემით, რომელიც წნევის გაზომვის დროს 5 გულისცემის შუალედით იცვლება ±25%-ით.გაზომვა შეიძლება არ იყოს ზუსტი, თუ გულისცემა მკვეთრად იცვლება გაზომვის დროს. ხელახლა გაიზომეთ წნევა.
წნევის გაზომვა მჯდომარე პოზიციაში:
1. მოათავსეთ მკლავი მაგიდაზე ან მსგავს ზედაპირზე, გაშლილი წინამხრით.
2. მნიშვნელოვანია, რომ მანჟეტის დონე გულის სიმაღლეზე გქონდეთ.
3. ხელი ოდნავ გაშალეთ მაგიდაზე ისე, რომ ხელისგული ზემოთ და თითები მოდუნებული იყოს.
4. გაზომვის დროს არ ამოძრაოთ სხეული და არ ისაუბროთ.
გაზომვა ზურგზე მწოლიარე პოზიციაში:
მოდუნდით ისე, რომ მანჟეტზე ზეწოლა არ მოხდეს.
1. დაწექით, სახით ჭერისკენ.
2. მსუბუქად გაშალეთ ხელი, ხელისგულით ზემოთ და გაიმართეთ მხრებში.
3. მოადუნეთ სხეული, ხელები და თითები.
4. გაზომვის დროს არ იმოძრაოთ ან ისაუბროთ.

Source: Impex (myimpex.ge)

Similar products

-7% CITIZEN წნევის აპარატის ფართო მანჟეტი 22-42სმ 39.00 ₾ 35.88 ₾ -40% CITIZEN წნევის აპარატი CH452 Stylish Black (მკლავის) 150.00 ₾ 90.00 ₾ -40% CITIZEN წნევის აპარატი CH452AC (მკლავის) 155.00 ₾ 93.00 ₾ -40% CITIZEN წნევის აპარატი CH453 Stylish Black (მკლავის; არითმიის & მოძრაობის ინდიკატორით) 180.00 ₾ 108.00 ₾ -40% CITIZEN წნევის აპარატი CH453AC (მკლავის; არითმიის & მოძრაობის ინდიკატორით) 175.00 ₾ 105.00 ₾ -40% CITIZEN წნევის აპარატი CH456 (მკლავის; არითმიის, მოძრაობის & ჰიპერტენზიის ინდიკატორით) 240.00 ₾ 144.00 ₾ -40% CITIZEN წნევის აპარატი CH617 (მაჯის; საათით) 130.00 ₾ 78.00 ₾ -40% CITIZEN წნევის აპარატი CH618 (მაჯის; მეხსიერება 2 პერსონაზე; საათით) 135.00 ₾ 81.00 ₾

Q&A

Ask a question

Nobody has asked yet. Have an experience or a question? Be the first.