Description
3 Contex Long Love სწორი ფორმის პრეზერვატივი რეზერვუარით. პრეზერვატივის შიგნით შეიცავს საპოხი მასალას ანესთეტიკით (ბენზოკაინი) და გარედან სილიკონის საპოხი მასალას. ანესთეტიკით (ბენზოკაინი) შემცველი პრეზერვატივები ხელს უწყობს სქესობრივი აქტის გახანგრძლივებას და ნაადრევი ეაკულაციის თავიდან აცილებას. ზომები: სიგრძე - 180 მმ, სიგანე - 52 მმ. საპოხი მასალა არ აზიანებს სპერმას. დამზადებულია ნატურალური ლატექსისგან. ელექტრონულად ტესტირებულია. მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის.
შემადგენლობა:
ნატურალური ლატექსი, სილიკონის საპოხი მასალა ანესთეტიკით (ბენზოკაინი)
უსაფრთხოების გაფრთხილებები:
გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას, განსაკუთრებით თუ პრეზერვატივს იყენებთ ორალური ან ანალური სექსისთვის. პრეზერვატივი გაიკეთეთ მანამ, სანამ პენისი პარტნიორის სხეულს შეეხება. ეს ხელს შეუწყობს ორსულობის და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების გადაცემის თავიდან აცილებას. თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. გამოყენებამდე შეამოწმეთ პრეზერვატივის ვარგისიანობის ვადა. თუ ინდივიდუალური შეფუთვა დაზიანებულია, გადააგდეთ პრეზერვატივი და გამოიყენეთ ახალი დაუზიანებელი შეფუთვიდან. გამოიყენეთ პრეზერვატივთან ერთად გამოსაყენებლად რეკომენდებული საპოხი მასალა. ნავთობზე დამზადებულმა ლუბრიკანტებმა (მაგ., ვაზელინი, ბავშვის ზეთი), ზოგიერთმა პესარიუმმა და ზოგიერთმა ადგილობრივმა მედიკამენტმა, რომლებიც პენისზე წაისმევა ან საშოში შეჰყავთ, შეიძლება დააზიანოს პრეზერვატივი. ბენზოკაინის შემცველმა ლუბრიკანტებმა შეიძლება გამოიწვიოს გამონაყარი, გაღიზიანება, წვა ან ქავილი. გამოყენების შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ ლუბრიკანტი და მოერიდეთ თვალებთან კონტაქტს. თუ კანის გაღიზიანება, წვა ან ქავილი განვითარდა, შეწყვიტეთ პრეზერვატივის გამოყენება. თუ გაღიზიანება, წვა ან ქავილი გარკვეული დროის შემდეგ არ გაივლის, მიმართეთ სპეციალისტს. არ გამოიყენოთ ამ ტიპის პრეზერვატივი, თუ ერთ-ერთ სექსუალურ პარტნიორს აქვს ანთებითი ადგილები ან დაზიანებული კანი. თუ ამ ტიპის პრეზერვატივის გამოყენებისას ერთ-ერთ სექსუალურ პარტნიორს უჭირს სუნთქვა და/ან ტუჩები გალურჯდება, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მისი გამოყენება და მიმართეთ ექიმს. ნაადრევი ეაკულაცია გავრცელებული პრობლემაა. ის შეიძლება გამოწვეული იყოს მრავალი მიზეზით და საჭიროებს სამედიცინო რჩევას/სამედიცინო მეთვალყურეობას. თუ ამ ტიპის პრეზერვატივი არ დაგეხმარებათ, უნდა მიმართოთ ექიმს. შეწყვიტეთ პრეზერვატივის გამოყენება, თუ პრეზერვატივის გამოყენებისას დისკომფორტს ან გაღიზიანებას გრძნობთ. მიმართეთ სპეციალისტს: - პრეზერვატივის სხვა კონტრაცეპტივებთან თავსებადობის შესახებ; - პენისზე წასასმელი ან საშოში შეყვანილი ადგილობრივი მედიკამენტის გამოყენებისას; - თუ პრეზერვატივის გამოყენების შემდეგ გაღიზიანება/დისკომფორტი გაგრძელდა; - თუ არ ხართ დარწმუნებული, გაქვთ თუ არა ალერგია ლატექსზე; - თუ პრეზერვატივი გაჟონავს ან გატყდება გამოყენების დროს (გააკეთეთ ეს რაც შეიძლება მალე 72 საათის განმავლობაში); - თუ ერთ-ერთ პარტნიორს სუნთქვის გაძნელება და/ან ტუჩები გალურჯდება. კონტრაცეფციის არცერთი მეთოდი არ იძლევა 100%-იან დაცვას არასასურველი ორსულობის, აივ ინფექციის ან სხვა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან.
შენახვის ინსტრუქცია:
შეინახეთ მშრალ ადგილას 0-დან 25°C-მდე ტემპერატურაზე. მოერიდეთ მზის პირდაპირ სხივებს. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოყენების ინსტრუქცია:
1. გახსენით შეფუთვა დაკბილული კიდის გასწვრივ და ფრთხილად მოეპყარით პრეზერვატივს, რადგან ის შეიძლება დაზიანდეს ფრჩხილებით და ბასრი საგნებით. 2. დარწმუნდით, რომ პრეზერვატივი გარეთაა გადახვეული. მოუჭირეთ პრეზერვატივის თავსახური და გადაატარეთ პრეზერვატივი ერეგირებულ პენისზე. 3. გადაატრიალეთ პრეზერვატივი პენისის ძირისკენ. თუ პრეზერვატივი არ გაიხსნება, ის უკანაა დაკეცილი. გადააგდეთ პრეზერვატივი და გამოიყენეთ ახალი. გაჩერდით და შეამოწმეთ, ხომ არ გრძნობთ, რომ პრეზერვატივი სრიალებს ან ზედმეტად აწვება თქვენს პენისს, რადგან ამან შეიძლება დააზიანოს პრეზერვატივი. ეაკულაციისთანავე ამოიღეთ პენისი, პრეზერვატივი ძირში მჭიდროდ დაიჭირეთ და ფრთხილად ამოიღეთ. 4. გადააგდეთ ნაგავში. არ ჩარეცხოთ პრეზერვატივი უნიტაზში. ანალური სექსისთვის ან საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენეთ დამატებითი ლუბრიკანტი პრეზერვატივის გარე მხარეს. პრეზერვატივმა შეიძლება გამოიწვიოს დახრჩობის საფრთხე. თუ პრეზერვატივი თავდაპირველად ორალური სექსისთვის გამოიყენება, შემდგომი სქესობრივი აქტებისთვის გამოიყენეთ ახალი პრეზერვატივი. პრეზერვატივი მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვისაა. განმეორებითმა გამოყენებამ შეიძლება დააზიანოს პრეზერვატივი ან გაზარდოს სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების გადაცემის რისკი.
Similar products
Q&A
Ask a questionNobody has asked yet. Have an experience or a question? Be the first.