Description
კბილის ჯაგრისი CS1006 კურაპროქსი - Curaprox
Curaprox-ის 1006 Single სოლო/მონობოჭკოვანი კბილის ჯაგრისია, რომელიც შექმნილია იმ ადგილების ზუსტი და საფუძვლიანი გაწმენდისთვის, სადაც ჩვეულებრივი კბილის ჯაგრისი ვერ აღწევს. მისი კომპაქტური, ერთკონიანი თავი და 6 მმ-იანი Curen®-ის ულტრა-რბილი ჯაგრულები საშუალებას გაძლევთ თითოეული კბილი ინდივიდუალურად გაწმინდოთ, განსაკუთრებული ყურადღება კი ღრძილის ღარსა და ძნელად მისადგომ უბნებს მიაქციოთ
CS 1006 განსაკუთრებით რეკომენდებულიაღრძილების რეცესიის დროს
ბრეკეტების, რეტეინერებისა და სხვა ორთოდონტიული კონსტრუქციების მქონე პირებისთვის
იმპლანტებისა და გვირგვინების ირგვლივ სრულყოფილი ჰიგიენის შესანარჩუნებლად
მჭიდროდ ან არათანაბრად განლაგებული კბილების გასაწმენდად
ძნელად მისადგომი უკანა კბილებისა და ღრძილის ხაზის ეფექტური გაწმენდისთვის
ბავშვებისთის და ორსულებისთვის.
ჯაგრისი გამოიყენება ე.წ. Solo Technique-ით — კბილის თითოეული ზედაპირის ინდივიდუალური წმენდის მეთოდით. ამ ტექნიკის წყალობით ბაქტერიული ნადები ეფექტურად შორდება ღრძილის ხაზიდან, სადაც ყველაზე ხშირად იწყება კარიესი და ღრძილების ანთებითი პროცესები. CS 1006-ის ულტრა-რბილი Curen®-ის ჯაგრულები ნაზად ერგება ღრძილის კონტურს და ეფექტურად წმენდს ზედაპირს მათი დაზიანების გარეშე.
როგორ შევარჩიოთ: CS 1006 თუ CS 1009?ორივე მონობოჭკოვანი ჯაგრისი შექმნილია იმ ადგილების გასაწმენდად, სადაც ჩვეულებრივი კბილის ჯაგრისი ვერ აღწევს. ორივე რეკომენდებულია ბრეკეტების, იმპლანტების, გვირგვინების, ხიდებისა და ღრძილების რეცესიის შემთხვევაში.
მათ შორის არის ტექნიკური განსხვავება CS 1006 : მას აქვს უფრო მოკლე (6 მმ სიგრძის 810 ცალი ულტრარბილი Curen®-ის ჯაგრულა) და მჭიდროდ განლაგებული ჯაგრულები. ის განკუთვნილია მცირე ზომის და მჭიდროდ განლაგებული კბილებისთვის, ღრძილების რეცესიის დროს კბილის ყელის გასაწმენდად; ბრეკეტის თითოეული ბრაკეტის, იმპლანტის ან რთულად მისადგომი უბნის მაქსიმალური სიზუსტით გასაწმენდად. CS 1009: მას აქვს უფრო გრძელი და მოქნილი ჯაგრულები (9 მმ სიგრძის 620 ცალი ულტრარბილი Curen®-ის ჯაგრულა). მარტივად აღწევს ბრეკეტების რკალის და კონსტრუქციების ქვეშ; ეფექტურად წმენდს იმპლანტებისა და ხიდების ირგვლივ; ერთი მოძრაობით ფარავს უფრო ფართო ზედაპირს, რაც ყოველდღიურ გამოყენებას ამარტივებს. გამოყენების წესი მსუბუქი მოძრაობებით გაწმინდეთ ბრეკეტების, იმპლანტების, ღრძილის კონტურისა და სხვა რთულად მისადგომი უბნების გარშემო არსებული ზედაპირები. რეკომენდებულია ყოველდღიური გამოყენება ძირითადი ჯაგრისით კბილების გახეხვის შემდეგ. რაოდენობა1 ცალი
ყველაფერს პირის ღრუს მოვლის შესახებ გაეცანით ჩვენს ბლოგში პირის ღრუს მოვლაSimilar products
Q&A
Ask a questionNobody has asked yet. Have an experience or a question? Be the first.