This page's content is available in Georgian only for now. ქართულად →

Curasept პირის ღრუს მოვლის სამგზავრო ნაკრები ვარდისფერი
Curasept

პირის ღრუს მოვლის სამგზავრო ნაკრები ვარდისფერი

Price 24.98 ₾ 49.95 ₾-49% at 1 pharmacy chain

Description

პირის ღრუს მოვლის სამგზავრო ნაკრები ვარდისფერი კურასეპტი - Curasept

კურასეპტის სამოგზაურო პირის ღრუს მოვლის ნაკრებში შედის:

1. კურასეპტის კბილის ჯაგრისი

Curasept Softline 0.15 არის კბილის ჯაგრისი, რომელიც განკუთვნილია ყოველდღიური გამოყენებისთვის. მას აქვს 2,700-ზე მეტი 0.15 მმ სისქის ჯაგრულა, რაც უზრუნველყოფს ნაზ და სტაბილურ წმენდას.

2. კურასეპტის კბილის პასტა 20 მლ

კურასეპტის პიტნის კბილის პასტა ამცირებს კბილებზე ნადებს, ამაგრებს მინანქარს, ებრძვის კარიესს და უსიამოვნო სუნს პირის, უზრუნველყოფს პირის ღრუს მაქსიმალურ ჰიგიენას. შეიცავს ცეტილპირიდინიუმის ქლორიდს 0,1%, რომელიც ანტიბაქტერიული და ანტივირუსული მოქმედებით ხასიათდება, ასევე მცენარეულ ეთერზეთებს, ნატრიუმის ფტორიდს, ჰიდროქსიაპატიტს, ქსილიტოლს. არ შეიცავს ალკოჰოლს და SLS.

3. 3 ცალი კბილთაშორისი ჩხირი

კურასეპტის კბილთაშორისი ჩხირი განკუთვნილია კბილებს შორის და ღრძილის ხაზთან დაგროვილი ნადებისა და საკვების ნარჩენების ეფექტურად მოსაშორებლად. ის უზრუნველყოფს უკეთეს წმენდას ნაკლები ხახუნით და ღრძილების გაღიზიანების გარეშე. ჩხირი გამოირჩევა მაღალი გამძლეობით და უსაფრთხოა მგრძნობიარე ღრძილებისთვის, ბრეკეტების, იმპლანტებისა და სხვა სტომატოლოგიური კონსტრუქციების შემთხვევაში. გამოყენებისას ნაზად შეიყვანეთ პიკი კბილებს შორის ძალის გარეშე და ამოძრავეთ წინ და უკან ისე, რომ პიკი ბუნებრივად დატრიალდეს. გამოიყენეთ ყოველდღიურად, კბილების გახეხვის შემდეგ.

გამოყენების წესი
  • რეკომენდებულია ყოველდღიური გამოყენებისთვის, დღეში ორჯერ.
ინგრედიენტები / შემადგენლობა

Aqua, Sorbitol, Hydrated Silica, Xylitol, Propylene Glycol, PEG-32, Cellulose Gum, Cocamidopropyl Betaine, Hydroxyapatite, Calcium Glycerophosphate, Sodium Fluoride, Cetylpyridinium Chloride, Calcium Pantothenate 1,2 Hexanediol, Potassium Nitrate, Cetraria Islandica Extract, Thymol, Elettaria Cardamomum Seed Oil, Eucalyptol, Menthol, Methyl Salicilate, Stevia Rebaudiana Leaf/stem Extract, Sodium Saccharin, Aroma, Propanediol, Xanthan Gum, Phenoxyethanol, Ethylhexylglycerin, p-Anisic Acid, Sodium Benzoate, Chlorphenesin, Tetrasodium Glutamate Diacetate, C.I. 42090, Cinnamal.
არ შეიცავს ალკოჰოლს და SLS

მოცულობა

20 მლ

სერია/ხაზის შესახებ ინფორმაცია

კურასეპტის ბუსტერის ხაზი

კურასეპტის ბუსტერის ხაზი განკუთვნილია პირის ღრუს ყოველდღიური სისუფთავისა და დაცვისთვის. ამ ხაზის ინოვაციური ფორმულაცია აძლიერებს პირის ღრუს ბუნებრივ დამცავ მექანიზმებს, აუმჯობესებს პირის ღრუს ჰიგიენას, ხელს უშლის ბაქტერიების გავრცელებას და უზრუნველყოფს ჯანმრთელი ღრძილების და კბილების შენარჩუნებას.

ბრენდის/მწარმოებლის შესახებ ინფორმაცია

კურასეპტი არის იტალიური ბრენდი, რომელიც დაარსდა 2001 წელს და სპეციალიზდება პირის ღრუს ინოვაციურ მოვლაში. მათი მიზანია მომხმარებლის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გაუმჯობესება უსაფრთხო და ეფექტური პროდუქტებით. ბრენდს ეკუთვნის რამდენიმე პატენტი, მათ შორის ანტი დისკოლორაციის სისტემა (ADS), რომელიც არ აყვითლებს კბილებს ქლორჰექსიდინის გამოყენებისას. კურასეპტის პროდუქტები განკუთვნილია როგორც ყოველდღიური ჰიგიენისთვის, ასევე პროფესიული მოვლისთვის.

Source: PSP (psp.ge)

Similar products

-50% Curasept კბილის გელი ქლორჰექსიდინი 1% 30მლ 35.98 ₾ 17.99 ₾ -50% Curasept კბილის ჯაგრისი Daycare medium 25.76 ₾ 12.88 ₾ -49% Curasept კბილთაშუა ჯაგრისი P07 PINK 25.65 ₾ 12.83 ₾ -49% Curasept კბილთაშუა ჯაგრისი მიქსი 25.65 ₾ 12.83 ₾ -49% Curasept კბილის პასტა ADS705 75მლ 32.97 ₾ 16.49 ₾ -50% Curasept კბილის ჯაგრისი მოზარდისთვის 25.76 ₾ 12.88 ₾ -50% Curasept კბილების გელი რემინერალიზაცია ანტიკარიესი 50 მლ 38.95 ₾ 19.47 ₾ -50% Curasept კბილის ჯაგრისი ბრეკეტებისთვის 25.76 ₾ 12.88 ₾

Q&A

Ask a question

Nobody has asked yet. Have an experience or a question? Be the first.