This page's content is available in Georgian only for now. ქართულად →

დოპელჰერცი აქტივი - Doppelherz Aktiv რკინა ქალისთვის 20 პაკეტი

დოპელჰერცი აქტივი - Doppelherz Aktiv რკინა ქალისთვის 20 პაკეტი

Price 17.50 ₾ 35.00 ₾-50% at 1 pharmacy chain

Description

დოპელჰერცი აქტივი - Doppelherz Aktiv რკინა ქალისთვის 20 პაკეტი

რკინისა და ვიტამინების იდეალური კომბინაცია

პირში ხსნადი გრანულები ტყის კენკრის არომატით

დოპელჰერცი აქტივი რკინა შექმნილია სისხლის წითელი უჯრედების და ჰემოგლობინის ნორმალური ფორმირების მხარდასაჭერად.

· რკინის პიროფოსფატი ხასიათდება მაქსიმალური ბიოშეღწევადობით

· არ ბლოკავს სხვა ვიტამინების და მინერალების აბსორბციას (ვიტ. E, ვიტ C, Ca)

· C და B ჯგუფის ვიტამინები რკინასთან კომპლექსში აუმჯობესებს რკინის შეწოვას და ათვისებას

რკინის პიროფოსფატი ხასიათდება ერითროპოეზური, ჰემოპოეზური და ანტიანემიური მოქმედებით. სწრაფად ავსებს რკინის დეფიციტს ორგანიზმში, რის შედეგადაც ხდება ანემიის კლინიკური და ლაბორატორიული სიმპტომების თანდათანობითი რეგრესი.

ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) არეგულირებს სისხლის შედედების, ქსოვილების რეგენერაციის პროცესებს, მონაწილეობს რკინის მეტაბოლიზმში, ასტიმულირებს სისხლწარმოქმნის პროცესებს, აძლიერებს იმუნურ სისტემას, ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ინფექციების მიმართ.

ვიტამინი B12 (ციანკობალამინი) ხელს უწყობს ერითროციტების მომწიფებას, მონაწილეობს ერითროციტებში არსებული სულფჰიდრილური ნაერთების სინთეზში, რაც ზრდის ტოლერანტობას ჰემოლიზის მიმართ, ააქტივებს სისხლის შედედების სისტემას.

ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) მონაწილეობს ჰემოგლობინის, ნეირომედიატორების სინთეზში, ამინომჟავების, ცილების, ლიპიდების მეტაბოლიზმში, აუცილებელია ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.

ფოლიუმის მჟავა ხელს უწყობს სისხლის წითელი უჯრედების ფორმირებას.

რეკომენდებულია (კომპლექსურ თერაპიაში):

· რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობა და პროფილაქტიკა

· სხვადასხვა ეტიოლოგიის ანემია

· პოსტოპერაციული ანემია

· რკინის დაქვეითებული შეწოვა: მალაბსორბციის სინდრომი, ცელიაკია, კრონის დაავადება, წყლულოვანი დაავადება, გასტრიტი, დისბაქტერიოზი

· ჭარბი მენსტრუაცია

· სისხლის დონორობა

გაძლიერებული მოთხოვნა რკინაზე:

· ორსულობა

· ინტენსიური ზრდის პერიოდი

· ვეგანები და ვეგეტარიანელები

· დიეტა, არაბალანსირებული კვების რაციონი

· ხანდაზმული ასაკი

· ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა

შემადგენლობა:

დღიური დოზა 1 მიკროპალეტი შეიცავს: რკინის პიროფოსფატი - 14 მგ, ფოლის მჟავა - 300 მკგ, ვიტამინი B6 - 1,4 მგ, ვიტამინი B12 - 2,5 მკგ, ვიტამინი С - 80 მგ.

არ შეიცავს ლაქტოზას, არ შეიცავს გლუტენს, ვეგანურია.

დოზირება:

მიიღება 14 წლიდან 1 მიკროპალეტი დღეში წყლის მიყოლების გარეშე. ორსულებში და 12 წლის ასაკიდან გამოიყენება ექიმის რეკომენდაციით.

გაფრთხილება

• არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას

• საკვები დანამატი არ გამოიყენოთ მრავალფეროვანი და დაბალანსებული საკვების შემცვლელად

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, გრილ 25 °C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა: №20 მიკროპალეტი ტყის კენკრის არომატით

მწარმოებელი: Queisser Pharma - გერმანია.

რკინადეფიციტური ანემიის პროფილაქტიკისთვის ასევე, იხილეთ: Pure - ფიური რკინა და ვიტამინი C 60 კაფსულა

Source: PSP (psp.ge)

Similar products

-15% Calcerone კალცერონი 20 შუშხუნა ტაბლეტი 27.00 ₾ 22.95 ₾ at 2 pharmacy chains -2% Ramno D3 რამნო D3 2000სე 30 ტაბლეტი 38.85 ₾ 38.07 ₾ at 2 pharmacy chains კალციუმი+D3 - Calcium +D3 Orange 60 საღეჭი ტაბლეტი ფორთოხლის არომატით 24.22 ₾ -50% Solgar ვიტამინი E 100სე 50 კაფსულა 49.00 ₾ 24.50 ₾ -4% Imunostabil იმუნოსტაბილი 200მლ ხსნარი 7.27 ₾ 6.91 ₾ -9% Max-D-Vit მაქს-დ-ვიტი 24 საწუწნი ტაბლეტი 31.25 ₾ 28.16 ₾ -2% Equidral პაკეტი 8გრ N10 39.00 ₾ 38.22 ₾ -9% ბილივიტი - Bilivit 30 კაფსულა 36.70 ₾ 33.07 ₾

Q&A

Ask a question

Nobody has asked yet. Have an experience or a question? Be the first.