This page's content is available in Georgian only for now. ქართულად →

Doppelherz დიაბეტიკების ვიტამინები 30 ტაბლეტი
Doppelherz

დიაბეტიკების ვიტამინები 30 ტაბლეტი

Price 16.50 ₾ 33.00 ₾-50% at 1 pharmacy chain

Description

დოპელჰერცი აქტივი დიაბეტიანების ვიტამინები

სპეციალური ხაზი

ვიტამინების და მინერალების დეფიციტი საკმაოდ ხშირია დიაბეტით დაავადებულ და სპეციალურ დიეტაზე მყოფ ადამიანებში, ამიტომ მნიშვნელოვანია მიკროელემენტების ბალანსის აღდგენა და შენარჩუნება.

ქრომი ადამიანის ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიკროელემენტია, იგი უზრუნველყოფს ნახშირწყლების და ცხიმების მეტაბოლიზმში მონაწილე ფერმენტული სისტემის აქტივაციას, 20%-ით ამცირებს სისხლში გლუკოზას, არეგულირებს ტრიგლიცერიდების და ქოლესტერინის დონეს, აძლიერებს ინსულინის მოქმედებას (ასტიმულირებს ინსულინის რეცეპტორებს და უზრუნველყოფს გლუკოზის ათვისებას), მონაწილეობს ცხიმოვანი მჟავების დაშლის პროცესში, ასევე, ხელს უწყობს მადის დაქვეითებას, განსაკუთრებით ამცირებს მოთხოვნილებას ტკბილ საკვებზე. ქრომი უზრუნველყოფს ათეროსკლეროზული ფოლაქების გაწოვას, აორტის კედლებზე ქოლესტერინის კონცენტრაციის შემცირებას, იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალების დამაზიანებელი ზემოქმედებისგან.

ვიტამინები B1, B2, B6, B12, პანტოთენის მჟავა, ბიოტინი და ფოლიუმის მჟავა აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, პერიფერიაზე აძლიერებს სისხლის მიმოქცევას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნახშირწყლების მეტაბოლიზმის სწორი ფუნქციონირებისთვის. ცნობილია, რომ დიაბეტით დაავადებულებს უფრო მეტი მოთხოვნილება აქვთ B ჯგუფის ვიტამინებზე.

მაგნიუმი, თუთია, სელენი არეგულირებს გლიკემიას. მონაწილეობს ინსულინის სინთეზში და ზრდის უჯრედების მგრძნობელობას ინსულინის მიმართ.

ვიტამინი C და E ორი ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელთაც შეუძლიათ თავისუფალი რადიკალების განადგურება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მეტაბოლური დარღვევების დროს.

რეკომენდებულია (კომპლექსურ თერაპიაში):
  • შაქრიანი დიაბეტი და მისი გართულებების პრევენცია
  • მეტაბოლური სინდრომი, ჭარბი წონა
  • ნივთიერებათა ცვლის დარღვევა
  • ხანგრძლივი დიეტა
შემადგენლობა:

ერთი ტაბლეტი შეიცავს: ქრომი - 60 მკგ, ვიტამინი E - 42 მგ, ვიტამინი C - 200 მგ, ვიტამინი B12 - 9 მკგ, ვიტამინი B6 - 3 მგ, ვიტამინი B1 - 2 მგ, ვიტამინი B2 - 1,6 მგ, ნიკოტინამიდი - 18 მგ, , ფოლიუმის მჟავა - 450 მკგ, ბიოტინი - 150 მკგ, კალციუმის პანტოთენატი - 6 მგ, სელენი - 30 მკგ, მაგნიუმი - 200 მგ, თუთია - 5 მგ.

არ შეიცავს ლაქტოზას, არ შეიცავს გლუტენს.

დოზირება:

მიიღება 1 ტაბლეტი დღეში, დაუღეჭავად, საკმარისი რაოდენობის წყლის მიყოლებით.

გამოშვების ფორმა:

№30 ტაბლეტი.

მწარმოებელი:

Queisser Pharma - გერმანია.

დიაბეტის შესახებ გაეცანით ჩვენს ბლოგს : დიაბეტი - სახეობები და გამომწვევი მიზეზები

Source: PSP (psp.ge)

Similar products

Q&A

Ask a question

Nobody has asked yet. Have an experience or a question? Be the first.