კოღოსა და სხვა მწერების საწინააღმდეგო აეროზოლი 1 წლიდან 80მლ
Description
"Extravel Kids საბავშვო, კოღოებისა და მწერების საწინააღმდეგო აეროზოლი, 1 წლიდან
დანიშნულება:
განკუთვნილია მოზრდილებისა და 1 წლიდან ბავშვების დასაცავად მფრინავი სისხლისმწოველი მწერების (კოღოები, კბენარი მწერები, მოსკიტები) ნაკბენებისგან. გამოიყენება სხეულის ღია ნაწილებზე, ტანსაცმელსა და სხვა ტექსტილის ნაწარმზე დატანისას.
გამოყენების წესი:
გამოყენებამდე შეანჯღრიეთ ბალონი 2–3 წამი. დაასხურეთ საშუალება ხელისგულზე და წაისვით სხეულის ღია ნაწილებზე, დაუზელავად. ტანსაცმელი და სხვა ტექსტილის ნაწარმი დაამუშავეთ ღია სივრცეში (შენობის გარეთ) მსუბუქად დატენიანებამდე. ტანსაცმელი მოათავსეთ ისე, რომ საშუალების ნაკადი მიმართული იყოს ქარის მიმართულებით. შეასხურეთ საშუალება 20–25 სმ დაშორებიდან, გაშლილი ხელით ბალონის დაჭერით.
მწერებისგან დაცვის დრო: კანზე დატანისას – 2 საათამდე, ტანსაცმელზე დატანისას – 5 დღემდე. საჭიროების შემთხვევაში დამუშავება გაიმეორეთ.
ცეცხლსაშიშია!
არ შეასხუროთ ღია ცეცხლისა და გახურებული საგნების სიახლოვეს. არ მოწიოთ. დაიცავით მზის პირდაპირი სხივებისგან და არ გააცხელოთ +50°C-ზე მაღლა.
ტანსაცმლის დამუშავებისთვის ერთმა ადამიანმა დღეში არ უნდა გამოიყენოს 1 ბალონზე მეტი. ტანსაცმლის დამუშავება ჩაატარეთ არაუმეტეს 1-ჯერ 3 დღეში.
არ დაუშვათ საშუალების მოხვედრა სასუნთქ გზებში, პირში, თვალებში და დაზიანებულ კანზე. თვალში ან დაზიანებულ კანზე მოხვედრისას ჩამობანეთ თბილი წყლით, პირში მოხვედრისას გამოივლეთ წყლით.
შეინახეთ საშუალება ცეცხლის წყაროებისგან მოშორებით, ტემპერატურაზე -5°C-დან +50°C-მდე, მედიკამენტებისა და საკვები პროდუქტებისგან განცალკევებით, ბავშვებისა და შინაური ცხოველებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოყენების შემდეგ ან ვადის გასვლის შემდეგ აეროზოლის შეფუთვა, გაუხსნელად და დაუწვავად, გაანადგურეთ როგორც საყოფაცხოვრებო ნარჩენი.
შემადგენლობა:
IR3535 (4%), ვანილინი, პროპილენგლიკოლი, ეთილის სპირტი (17,7% მოც.), ნახშირწყალბადოვანი პროპელენტი (პროპანი, ბუტანი, იზობუტანი).
არ შეიცავს ოზონის დამშლელ ფრეონებს.
წარმოების თარიღი (პარტიის ნომერი) / ვარგისიანობის ვადა: იხილეთ ბალონის ძირზე.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი წარმოების თარიღიდან.
Similar products
Q&A
Ask a questionNobody has asked yet. Have an experience or a question? Be the first.