This page's content is available in Georgian only for now. ქართულად →

Forte Pharma ვიტალიტი 4G ენერჯი 30 დასალევი ამპულა
Forte Pharma

ვიტალიტი 4G ენერჯი 30 დასალევი ამპულა

Price 40.00 ₾ 80.00 ₾-50% at 1 pharmacy chain

Description

ვიტალიტი 4G ენერჯი 30 დასალევი ამპულა ფორტე ფარმა - Forte Pharma

4G - ჟელე როიალი, ჟენშენი, ჯანჯაფილი, გუარანა - ენერგიის ასამაღლებლად!

დასალევი ამპულა N30

ვიტალიტი 4G ენერჯი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს ენერგიის სწრაფი და ბუნებრივი მატება ყოველდღიურ ცხოვრებაში. კომპლექსი ენერგიით ავსებს ორგანიზმს როგორც ფიზიკური, ისე გონებრივი დატვირთვისას, ზრდის მოძრაობის აქტივობას, გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას.

• შეიცავს 100%-ით ბუნებრივი წარმოშობის აქტიურ ინგრედიენტებს

• კომპლექსში შემავალი ბუნებრივი C ვიტამინი მიღებულია აცეროლასგან

• არ შეიცავს საღებავებს, კონსერვანტებს, დამატკბობლებს, შაქარს

ჟელე როიალი მდიდარია ცილებით, ამინომჟავებით, ვიტამინებით (განსაკუთრებით B ჯგუფის), მინერალებითა და ბიოაქტიური ნაერთებით, ხელს უწყობს ენერგიის მატებას და ორგანიზმის საერთო ტონუსის ზრდას.

გუარანა სამხრეთ ამერიკული წარმოშობის მცენარეა, რომელიც მდიდარია ბუნებრივი კოფეინით და ანტიოქსიდანტებით. გუარანა ბუნებრივი სტიმულატორია, ხელს უწყობს დაღლილობის შემცირებას და ყურადღების კონცენტრაციის ზრდას.

ჯანჯაფილი ანტიოქსიდანტური თვისებების წყალობით ხელს უწყობს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.

ჟენშენი აზიური მცენარეა, ხელს უწყობს ტონუსის და ენერგიის მატებას.

აცეროლა ცნობილია C ვიტამინის მაღალი შემცველობით, ხელს უწყობს დაღლილობის შემცირებას და იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირების შენარჩუნებას.

რეკომენდებულია დაღლილობის დროს ორგანიზმის ძალების აღსადგენად.

შემადგენლობა:

შეიცავს 100%-ით ნატურალურ ინგრედიენტებს: ჟელე როიალი (ფუტკრის რძე) - 200 მგ, ჟენშენი - 3000 მგ, ჯანჯაფილი - 600 მგ, გუარანა - 100მგ, გაწმენდილი წყალი, თხევადი თაფლი, ფორთოხლის და აცეროლას კონცენტრირებული წვენი, აცეროლას მშრალი ექსტრაქტი ბუნებრივი წარმოშობის C ვიტამინით - 12 მგ, ფორთოხლის და ლიმონის არომატიზატორები ბუნებრივი.

არ შეიცავს: გლუტენს, ჟელატინს, საღებავებს, ხელოვნურ დამატკბობლებს.

დოზირება:

მიიღება 1 ამპულა (10 მლ) გაზავებული 150-200 მლ წყალში, დღეში ერთხელ, კურსის ხანგრძლივობა 20 დღე, გამოყენების წინ ამპულა შეანჯღრიეთ.

უკუჩვენება:

ალერგია ფუტკრის პროდუქტებზე, ასთმა, ატოპიური დერმატიტი, ანტიდიაბეტური პრეპარატების მიღება.

გაფრთხილება: შეიცავს კოფეინს (10 მგ დღიური დოზით), არ არის რეკომენდებული ბავშვებში, ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. საკვები დანამატი არ ცვლის სრულფასოვან და დაბალანსებულ კვებას და ჯანსაღი ცხოვრების წესს, არ წარმოადგენს მედიკამენტს.

შენახვის პირობები:

შეინახეთ მშრალ, გრილ (25 °C - ზე ნაკლებ ტემპერატურაზე), სინათლისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის მინიმალური ვადა: შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვამდე.

გამოშვების ფორმა: N30 ამპულა.

მწარმოებელი: Forte Pharma laboratoire/ფორტე ფარმა, მონაკო.

Laboratoire Forte Pharma® დაარსდა მონაკოში 1999 წელს, ცნობილი ნუტრიციოლოგისა და ნეირომეცნიერის, დოქტორ იან რუჟიეს (Dr. Yann Rougier) მიერ. კომპანიის შექმნის მთავარი მიზანი იყო ბუნებრივ ინგრედიენტებზე დაფუძნებული, ეფექტური და უმაღლესი ხარისხის საკვები დანამატების წარმოება, რომლებიც სრულად შეესაბამება ევროპულ ფარმაცევტულ სტანდარტებს.

დღეს ფორტე ფარმას მთავარი ოფისი მდებარეობს მონაკოში, ხოლო მისი პროდუქცია იწარმოება ევროპის სერტიფიცირებულ ქარხნებში, მათ შორის ბელგიაში, ესპანეთში, იტალიაში, პოლონეთსა და საფრანგეთში.

25 წელზე მეტი გამოცდილებით ფორტე ფარმა წარმოადგენს თანამედროვე, მრავალპროფილურ ლაბორატორიას, რომელიც ქმნის ინოვაციურ ფორმულებს. კომპანია მჭიდროდ თანამშრომლობს წამყვან ექსპერტებთან - ექიმებთან, ფარმაცევტებთან და ნუტრიციოლოგებთან, რათა შექმნას პროდუქტები, რომლებიც ხელს უწყობს ჯანმრთელობის შენარჩუნებას, ენერგიის აღდგენას და წონის მართვას.

Source: PSP (psp.ge)

Similar products

-50% Forte Pharma ავტობრონზერი 30 დასალევი ამპულა 90.00 ₾ 45.00 ₾ -50% Forte Pharma ექსტრასლიმ მაქს24 60 ტაბლეტი 95.00 ₾ 47.50 ₾ -50% Forte Pharma ვიტალიტი 4G დეფენსი 20 დასალევი ამპულა 80.00 ₾ 40.00 ₾ -50% Forte Pharma ჰიალურონ ინტენსი 30 კაფსულა 120.00 ₾ 60.00 ₾ -50% Forte Pharma მაგნიუმი ულტრა 30ტაბლეტი 54.00 ₾ 27.00 ₾ -50% Forte Pharma მემორექსი 30 კაფსულა 64.00 ₾ 32.00 ₾ -50% Forte Pharma მულტივიტი 4G დეფენსი 30 ტაბლეტი 44.00 ₾ 22.00 ₾ -50% Forte Pharma მულტივიტი 4G ენერჯი 30 შუშხუნა ტაბლეტი 44.00 ₾ 22.00 ₾

Q&A

Ask a question

Nobody has asked yet. Have an experience or a question? Be the first.