This page's content is available in Georgian only for now. ქართულად →

Granions მაგნიუმის ციტრატი ფხვნილი 360მგ
Granions

მაგნიუმის ციტრატი ფხვნილი 360მგ

Price 35.00 ₾ 70.00 ₾-50% at 1 pharmacy chain

Description

მაგნიუმის ციტრატი ფხვნილი 360მგ გრანიო - Granions

მაგნიუმის ციტრატი + ვიტამინი B6 - ენერგეტიკული მეტაბოლიზმის და ნერვული სისტემის მხარდასაჭერად!

გრანიო მაგნიუმის ციტრატი არის საკვები დანამატი ფხვნილის ფორმით, რომელიც შეიცავს მაღალი ბიოშეღწევადობის მქონე მაგნიუმის ციტრატს და ვიტამინ B6-ს.

გრანიო მაგნიუმის ციტრატი - ხელს უწყობს ნერვული სისტემისა და კუნთების ნორმალურ ფუნქციონირებას, დაღლილობის შემცირებას, მონაწილეობს ენერგეტიკულ მეტაბოლიზმში, ცილების სინთეზსა და უჯრედების დაყოფის პროცესში, ხელს უწყობს ძვლებისა და კბილების ნორმალური მდგომარეობის და ელექტროლიტური ბალანსის შენარჩუნებას.

ვიტამინი B₆ (პირიდოქსინი) - მონაწილეობს ენერგეტიკულ მეტაბოლიზმში და ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელ მრავალ ბიოქიმიურ პროცესში. იგი ხელს უწყობს ნერვული და იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, ცილების მეტაბოლიზმს და დაღლილობის შემცირებას.

რეკომენდებულია:

• მაგნიუმზე მომატებული მოთხოვნილების დროს

• ფიზიკური და გონებრივი დატვირთვის პერიოდში

• დაღლილობისა და ენერგიის ნაკლებობის დროს

• ნერვული სისტემისა და კუნთების ნორმალური ფუნქციონირების მხარდასაჭერად

შემადგენლობა:

საკვები დანამატის დღიური დოზის (2 საზომი კოვზი/2,3 გ) შეიცავს: მაგნიუმის ციტრატი - 360 მგ, ვიტამინი B6 - 1,4 მგ.

დოზირება:

მიიღება 2 საზომი კოვზი დღეში - 1 საზომი კოვზი დილით, 1 საზომი კოვზი შუადღეს ან საღამოს. ფხვნილი უნდა გაიხსნას 200 მლ წყალში, ხილის წვენში ან თქვენთვის სასურველ ცხელ სასმელში (ყავა, ჩაი და სხვ.). ოპტიმალური გახსნისთვის ჯერ ჩაყარეთ ფხვნილი ჭიქაში ან ფინჯანში, შემდეგ დაასხით სასმელი, კარგად მოურიეთ და მალევე მიიღეთ.

სპეციალური მითითება: ორსულებისა და მეძუძური ქალებისთვის, ასევე 3 წლის ასაკიდან ბავშვებისა და მოზარდებისთვის მიიღება მხოლოდ 1 საზომი კოვზი დღეში (1,15 გ).

კურსის ხანგრძლივობა: 3 თვე, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია კურსის განმეორება. ქილა გათვლილია 90 დღიურ ულუფაზე.

შენახვის პირობები:

შეინახეთ მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. (შენიშვნა: გამჭვირვალე საზომი კოვზი მოთავსებულია ქილის შიგნით, შესაძლოა იყოს ფსკერზე).

გაფრთხილება:

ორსულებმა და მეძუძურმა ქალებმა ნებისმიერი დანამატის მიღებამდე უნდა გაიარონ კონსულტაცია ექიმთან. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას, საკვები დანამატი არ გამოიყენოთ მრავალფეროვანი და დაბალანსებული საკვების შემცვლელად, არ წარმოადგენს მედიკამენტს.

ვეგანური ფორმულა. არ შეიცავს გლუტენს, ლაქტოზას, ხელოვნურ საღებავებსა და არომატიზატორებს.

გამოშვების ფორმა: 210 გ ფხვნილი ნეიტრალური გემოთი. არ შეიცავს ხელოვნურ საღებავებს, კონსერვანტებს, არ შეიცავს გლუტენს, ლაქტოზას!

მწარმოებელი: ლაბორატორია გრანიო/ Granions Laboratoire - საფრანგეთი.

Source: PSP (psp.ge)

Similar products

-50% Granions ავტორუჯი Oligo Sun 2In1 60 კაფსულა 120.00 ₾ 60.00 ₾ -50% Granions კოლაგენი მულტი 60 ტაბლეტი 90.00 ₾ 45.00 ₾ -50% Granions ვენომიქსი 60 ტაბლეტი 65.00 ₾ 32.50 ₾ -50% Granions ვენომიქსი ფლეში 1200მგ 30 ტაბლეტი 50.00 ₾ 25.00 ₾ -50% Granions ვენომიქსი ფორტე 30 ტაბლეტი 55.00 ₾ 27.50 ₾ -50% Granions თმა კანი და ფრჩხილი 60 ტაბლეტი 70.00 ₾ 35.00 ₾ -50% Granions კუნთების მიორელაქსანტი დასალევი ამპულა 30 ცალი 42.00 ₾ 21.00 ₾ -50% Granions კურკუმა 30 კაფსულა 65.00 ₾ 32.50 ₾

Q&A

Ask a question

Nobody has asked yet. Have an experience or a question? Be the first.