This page's content is available in Georgian only for now. ქართულად →

Granions ვენომიქსი ფორტე ფხვნილი 200გ
Granions

ვენომიქსი ფორტე ფხვნილი 200გ

Price 40.00 ₾ 80.00 ₾-50% at 1 pharmacy chain

Description

ვენომიქსი ფორტე ფხვნილი 200გ გრანიო - Granions

ინოვაციური ფორმულა ქრონიკული ვენური დაავადებების სამკურნალოდ და საპროფილაქტიკოდ

ქრონიკული ვენური დაავადებები (ქვდ) ვენური სისტემის დარღვევებია, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარეობს და პროგრესირებს. ამ მდგომარეობებს საფუძვლად უდევს ვენური სარქვლების უკმარისობა, რაც იწვევს ვენურ ჰიპერტენზიას (ვენების კედლების გაფართოება, შეშუპება), მიკროცირკულაციის დარღვევას (ქსოვილთა ჰიპოქსია) და ქრონიკულ ანთებას (ფიბროზი, ტროფიკული წყლულები)

ქრონიკული ვენური უკმარისობის რისკ-ფაქტორებია:

· მდედრობითი სქესი

· გენეტიკური განწყობა

· ჰორმონული პრეპარატების (კონტრაცეპტივების) არაწორი მიღება

· ორსულობა

· მენოპაუზა

· ხანდაზმული ასაკი

· სიმსუქნე, კვების არასწორი რეჟიმი

· კიდურების ტრავმული დაზიანება

· არასწორი ცხოვრების წესი (ხანგრძლივი დროით ფეხზე დგომა ან ჯდომა)

გრანიოს ლაბორატორიის მიერ შექმნილი ვენომიქსის ინოვაციური ფორმულა უმაღლესი ხარისხის მცენარეების, ვიტამინებისა და მიკროელემენტების გარდა შეიცავს ზღვის მაღალკონცენტირებულ, ჰიდროლიზირებულ კოლაგენს ქრონიკული ვენური დაავადებების სამკურნალოდ და საპროფილაქტიკოდ.

ჰიდროლიზირებული კოლაგენი (III ტიპი) ერთ-ერთი ძირითადი კოლაგენის ტიპია ადამიანის ორგანიზმში და შეადგენს კოლაგენის მთლიანი რაოდენობის დაახლოებით 10-20%-ს. ის უმეტესად გვხვდება პირველი ტიპის კოლაგენთან ერთად კანში, სისხლძარღვებში, ნაწლავებში, ფილტვებში, ღვიძლში, კუნთებსა და მყესებში. კოლაგენი (III ტიპი) აუმჯობესებს სისხლძარღვების სიმკვრივეს და ელასტიურობას, ახდენს ვენური უკმარისობის პრევენციას.

ვენომიქსის გაძლიერებული 4-1-ში მოქმედების ფორმულა:

ამსუბუქებს სიმძიმის შეგრძნებას ფეხებში: წითელი ვაზის ექსტრაქტი და ჭინჭარი ხელს უწყობს სიმძიმის შეგრძნების შემცირებას ფეხებში.

ცირკულაციის დარღვევასთან დაკავშირებული დაჭიმულობის შეგრძნების მოხსნა
შავი მოცხარის ექსტრაქტი ამშვიდებს და ამსუბუქებს სისხლძარღვებთან დაკავშირებულ პრობლემებს.

ეხმარება ორგანიზმიდან სითხის გამოდევნას: ხარნუყას (Pilosella)-ს და ბაბუაწვერას ექსტრაქტი ხელს უწყობს ზედმეტი სითხის და ტოქსინების გამოდევნას.

ადუნებს კუნთებს: მაგნიუმი ხელს უწყობს კუნთების ნორმალურ ფუნქციონირებას.

რეკომენდებულია (კომპლექსურ თერაპიაში):

· ქრონიკული ვენური უკმარისობა, რომელსაც ახლავს: ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება, ტკივილი, შეშუპება, წვივის კუნთების კრუნჩხვები

· ვენების ვარიკოზული გაგანიერება

· ტროფიკული წყლულები

· ქრონიკული ბუასილის და მწვავე ჰემოროიდული კრიზების ფუნქციური სიმპტომების შემსუბუქება

· ტრავმის და ორთოპედიული ქირურგიის შემდგომი შეშუპების მკურნალობა

· თვალის მიკროცირკულაციის დარღვევისას შეშუპების მკურნალობა

· მიკროცირკულაციის დარღვევა გამოხატული სისხლძარღვთა გამავლობის მოშლით

შემადგენლობა

სადღეღამისო დოზა 10გ შეიცავს: ზღვის (თევზის) ჰიდროლიზირებული კოლაგენი ტიპი III - 1000 მგ, წითელი ვაზის ექსტრაქტი - 500 მგ, შავი მოცხარის ექსტრაქტი - 30მგ, ხარნუყას ექსტრაქტი (Pilosella) – 100 მგ, ბაბუაწვერას ექსტრაქტი - 150 მგ, ჭინჭრის ექსტრაქტი - 100 მგ, რუტინი - 42,75 მგ, ქვერცეტინი - 42,75 მგ, მაგნიუმი - 260 მგ, სელენი - 55 მკგ, ვიტამინი C - 160 მგ, ვიტამინი E - 12 მგ, ვიტამინი B6 - 1,3 მგ.

დოზირება და გამოყენების წესი

200 მლ წყალში გახსენით 2 საზომი კოვზი (10 გრ) და მიირთვით სწრაფად. მიიღეთ დილით ან შუადღისას, იდეალურია საღამოს 4 საათამდე. კოლოფი განკუთვნილია მიღების 20 დღიან კურსზე. საჭიროების შემთხვევაში კურსი გაიმეორეთ. ერთი საზომი კოვზი შეესაბამება ერთ სუფრის კოვზს.

გაფრთხილება: 18 წლამდე ასაკის პირებში, ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, ასევე გულის და თირკმლის უკმარისობის დროს გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. საკვები დანამატი არ გამოიყენოთ მრავალფეროვანი და დაბალანსებული საკვების შემცვლელად.

შენახვის პირობები

შეინახეთ მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა: 200 გრ ფხვნილი ტყის კენკრის არომატით. არ შეიცავს ხელოვნურ საღებავებს, კონსერვანტებს, არ შეიცავს გლუტენს, ლაქტოზას!

მწარმოებელი: ლაბორატორია გრანიო/ Granions Laboratoire - საფრანგეთი.

ლაბორატორია გრანიო - ლიდერი ოლიგოთერაპიაში

ფრანგული ფარმაცევტული კომპანია გრანიო 75 წელზე მეტია ქმნის და ავითარებს ინოვაციურ, პრემიუმ ხაზის პროდუქტებს. კომპანიის საქმიანობა ეფუძნება ისეთ საერთო ღირებულებებს, როგორიცაა: ინოვაცია, სრულყოფილება, ხარისხი, გამჭვირვალობა და მომსახურების მაღალი სტანდარტი, ფოკუსირებულია მიკროელემენტების დოზირებაზე, მათ ურთიერთქმედებაზე და შეწოვის მექანიზმებზე, რამაც განაპირობა მისი ლიდერობა ოლიგოთერაპიის მიმართულებით. ლაბორატორია გრანიოს პროდუქცია დამზადებულია (GMP) საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით, რაც უზრუნველყოფს ხარისხის მაღალ დონეს და უსაფრთხოებას.

Source: PSP (psp.ge)

Similar products

-50% Granions ავტორუჯი Oligo Sun 2In1 60 კაფსულა 120.00 ₾ 60.00 ₾ -50% Granions კოლაგენი მულტი 60 ტაბლეტი 90.00 ₾ 45.00 ₾ -50% Granions ვენომიქსი 60 ტაბლეტი 65.00 ₾ 32.50 ₾ -50% Granions ვენომიქსი ფლეში 1200მგ 30 ტაბლეტი 50.00 ₾ 25.00 ₾ -50% Granions ვენომიქსი ფორტე 30 ტაბლეტი 55.00 ₾ 27.50 ₾ -50% Granions თმა კანი და ფრჩხილი 60 ტაბლეტი 70.00 ₾ 35.00 ₾ -50% Granions კუნთების მიორელაქსანტი დასალევი ამპულა 30 ცალი 42.00 ₾ 21.00 ₾ -50% Granions კურკუმა 30 კაფსულა 65.00 ₾ 32.50 ₾

Q&A

Ask a question

Nobody has asked yet. Have an experience or a question? Be the first.