This page's content is available in Georgian only for now. ქართულად →

Hematogen იოდი 40გრ
Hematogen

იოდი 40გრ

Price 1.00 ₾ at 1 pharmacy chain

Description

ფარმაკოლოგიური თვისებები

ჰემატოგენი არის მეტაბოლური პროცესების მაკორექტირებელი საშუალება. წარმოადგენს სრულფასოვანი ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების და მინერალების წყაროს ადამიანის სისხლთან მიახლოებული შემადგენლობით. ჰემატოგენი ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას და ხელს უწყობს ნაწლავში რკინის შეწოვას, ზრდის სისხლში ჰემოგლობინის შემცველობას.

არეგულირებს ორგანიზმში მიმდინარე ჟანგვა-აღდგენით პროცესებს.

ჩვენებები

პროფილაქტიკური საშუალების სახით შემდეგი მდგომარეობების დროს

• მომატებული ფიზიკური ან ნერვულ-ფსიქოლოგიური დატვირთვა;

• გადატანილი ინფექციური დაავადებების შემდეგ რეკონვალესცენციის პერიოდი;

• გრიპის, გაციების და ინფექციური დაავადებების საპროფილაქტიკოდ. (იმუნური სისტემის გაძლიერება)

მიღების წესები და დოზები

• 3 წლის ზემოთ ბავშვებში - ფილის ერთი ნაწილი სამჯერ დღეში,

• უფროსებში - ფილის ორი-სამი ნაწილი სამჯერ დღეში.

განსაკუთრებული მითითებები

უპირატესობები:

• არ აღიზიანებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვან გარსს

• გამოირჩევა მაღალი შეთვისების უნარით

• აქვს სწრაფი კლინიკური ეფექტი

• შეიცავს ჰემის რკინას

• ორგანიზმს ამარაგებს ცილებით, ცხიმებით, ნახშირწყლებით, მინერალებით

Source: Impex (myimpex.ge)

Similar products

Q&A

Ask a question

Nobody has asked yet. Have an experience or a question? Be the first.