This page's content is available in Georgian only for now. ქართულად →

კალმოზინი - Calmosine ღრძილების გელი 15მლ
Oral care 15ml

კალმოზინი - Calmosine ღრძილების გელი 15მლ

Price 40.47 ₾ 44.91 ₾-9% at 1 pharmacy chain

Description

Calmosine Teething

კალმოზინი ღრძილების გელი

დამზადებულია ბუნებრივ კომპონენტებზე!

არ შეიცავს ქიმიურ არომატიზატორებს!

არ შეიცავს შაქარს!

შემადგენლობა: ალოე ვერას ფოთლის ექსტრაქტი (Aloe Barbadensis), ძირტკბილა (Reglis), ზამბახის ფესურის ექსტრაქტი (Iris Germanica), ფუტკრის დინდგელი (პროპოლისი).

დამხმარე ნივთიერებები: წყალი, გლიცერინი, ქსანტანის გუმფისი, დიკალიუმის გლიცირიზატი, ფენილპროპანოლი.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: კალმოზინი კბილების ამოჭრა _ კომბინირებული შემადგენლობის გელია, რომელიც მნიშვნელოვნად უადვილებს ბავშვს კბილების ამოჭრის პერიოდს, ამცირებს ტკივილს, ამცირებს და სრულიად ხსნის ღრძილების შეშუპებას და სიმხურვალეს. ალოე ვერას აქვს მკვეთრად გამოხატული ბაქტერიციდული მოქმედება, გამოირჩევა ადგილობრივი ანთებისსაწინააღმდეგო, შეშუპებისსაწინააღმდეგო მოქმედებით. ალოე ხელს უწყობს ჭრილობის სწრაფ შეხორცებას. ძირტკბილას გააჩნია ანტიბაქტერიული, ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება. ალოეს მსგავსად, ძირტკბილაც ხელს უწყობს ჭრილობის სწრაფ შეხორცებას და ტკივილის შემსუბუქებას, კბილების ამოჭრის პერიოდში. ზამბახი გამოირჩევა ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედებით. ეფექტურად ამცირებს ღრძილების შეშუპებას, სიწითლეს, სიმხურვალეს და მტკივნეულობას, რაც გამოწვეულია კბილების ამოჭრით და ღრძილების გაღიზიანებით. ფუტკრის დინდგელს/პროპოლისს უნიკალური სამკურნალო თვისებები აქვს. მას გააჩნია ანტიმიკრობული, ანთებისსაწინააღმდეგო, ანტივირუსული მოქმედება. დინდგელი აფერხებს ანთების განვითარებას, ამცირებს ქავილს, ლორწოვანის გაღიზიანებას. დინდგელი გამოირჩევა დაზიანებული ქსოვილის სწრაფი რეგენერაციული (აღმდგენი) თვისებებით.

გამოყენების რეკომენდაციები: კალმოზინი კბილების ამოჭრა _ გამოიყენება კბილების ამოჭრის დაწყებისა და მიმდინარეობის მთელს პერიოდში.

გამოყენების წესი: დააწვეთეთ ბავშვს გელი ღრძილზე და თითით ფრთხილად გადაუნაწილეთ. გამოყენება შესაძლებელია დღეში 5_ჯერ. უმჯობესია კვების შემდგომ. გამოყენების ხანგრძლივობა განისაზღვრება კბილების ამოჭრის პერიოდის ხანგრძლივობით.

გვერდითი მოვლენები: ჰიპერმგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

შენახვის პირობები: პროდუქტი გახსნამდე ინახება ოთახის ტემპერატურაზე. გახსნის შემდგომ ინახება მაცივარში, +8 °C_დან +15 °C ტემპერატურაზე.

გამოშვების ფორმა: გელი 15 მლ.

მწარმოებელი: Laboratories Laudavie, საფრანგეთი.

Source: PSP (psp.ge)

Similar products

-50% Colgate კბილის ჯაგრისი Max White 11.53 ₾ 5.76 ₾ at 2 pharmacy chains -25% Lacalut კბილის პასტა აქტივი 50მლ. 14.80 ₾ 11.10 ₾ at 2 pharmacy chains Splat კბილის პასტა - აქტივი 40მლ From 5.00 ₾ at 2 pharmacy chains Splat კბილის პასტა Coffee Out 75მლ From 11.15 ₾ at 2 pharmacy chains Colgate კბილის პასტა Optic White Purple 75 მლ From 14.75 ₾ at 2 pharmacy chains Splat კბილის პასტა და ჯაგრისი ბიოკალციუმი 40მლ From 5.00 ₾ at 2 pharmacy chains -40% Sensodyne კბილის პასტა დაცვა და აღდგენა 75მლ. 17.99 ₾ 10.79 ₾ at 2 pharmacy chains -50% Baby Nova სავარცხელი და ჯაგრისი 17.90 ₾ 8.95 ₾ at 2 pharmacy chains

Q&A

Ask a question

Nobody has asked yet. Have an experience or a question? Be the first.