This page's content is available in Georgian only for now. ქართულად →

მაგნესიქსი - Magnesix 500მგ/6მგ 60 კაფსულა

მაგნესიქსი - Magnesix 500მგ/6მგ 60 კაფსულა

Price 29.29 ₾ 32.50 ₾-9% at 1 pharmacy chain

Description

მაგნესიქსი

მეტაბოლური პროცესების გამაუმჯობესებელი საშუალება

საკვები დანამატი

შემადგენლობა: 1კაფსულა შეიცავს: აქტიური სუბსტანციები: მაგნიუმის ბისგლიცინატი 500 მგ, რაც შეესაბამება 100 მგ მაგნიუმს (Mg++ ); პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6) 5მგ. დამხმარე ნივთიერება: მაგნიუმის სტეარატი.

მაგნიუმი სიცოცხლისა და ენერგიის ელემენტია, რომელიც ჩართულია ორგანიზმში ყოველდღიურად მიმდინარე 300-ზე მეტ ფერმენტულ რეაქციაში. მაგნიუმი მონაწილეობს იონური ბალანსის შენარჩუნებაში. იგი აქტიურ როლს ასრულებს კალიუმის, ნატრიუმის, კალციუმის, ფოსფორისა და თუთიის ცვლაში. მონაწილეობს C, D, E და B ჯგუფის ვიტამინების მეტაბოლიზმში. მაგნიუმი აუცილებელია კუნთების მუშაობისა და ნერვული სისტემის ეფექტური ფუნქციონირებისთვის. მაგნიუმი მონაწილეობს სეროტონინის- „ბედნიერების ჰორმონის“ და სხვა ნეიროტრანსმიტერების სინთეზში. იგი ამცირებს სტრესის დონეს, ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის სწორად ფუნქციონირებას. მაგნიუმის უმნიშვნელოვანესი ფუნქცია ორგანიზმში ატფ-ის სინთეზია.

ორგანიზმში მაგნიუმის საერთო რაოდენობის 60% ძვლებშია კონცენტრირებული, ხოლო დანარჩენი კუნთებში, რბილ ქსოვილებსა და სითხეებში, მათ შორის სისხლში.

პირიდოქსინი (ვიტამინი B6) მონაწილეობს მეტაბოლურ პროცესებში, არეგულირებს ნერვული სისტემის მეტაბოლიზმს. ვიტამინი B6 ზრდის მაგნიუმის კონცენტრაციას სისხლის პლაზმასა და ერითროციტებში, აუმჯობესებს მაგნიუმის შეწოვას საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან და ხელს უწყობს მისი კონცენტრაციის შენარჩუნებას უჯრედში. მაგნიუმი ააქტიურებს ღვიძლში პირიდოქსინის ტრანსფორმაციას აქტიურ მეტაბოლიტად- პირიდოქსალ-5-ფოსფატად.

მაგნიუმის ბისგლიცინატი მინერალის ყველაზე ადვილად ათვისებადი ფორმაა- მაგნიუმი მაქსიმლურად შეიწოვება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან გვერდითი ეფექტების გარეშე (არ იწვევს შებერილობას, დიარეას ან ყაბზობას).

ჩვენებები:

•ორგანიზმში მაგნიუმის უკმარისობით გამოწვეული დარღვევების პროფილაქტიკა:

• ძილის დარღვევა;

• მომატებული ნერვული აღგზნებადობა;

• ფიზიკური და გონებრივი გადაძაბვით გამოწვეული მდგომარეობა;

• კუნთების ტკივილი და სპაზმი;

• ასთენია;

მიღების წესი და დოზირება: ბავშვებში, 12 წლის ასაკიდან: 1 კაფსულა დღეში 2-ჯერ;

მოზრდილებში: 1 კაფსულა დღეში 3-ჯერ.

ორსულებში პრეპარატის მიღების კლინიკური გამოცდილებით, არ გამოვლენილა ნაყოფის განვითარების მანკები ან ფეტოტოქსიკური მოქმედება.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

თირკმელების მკვეთრად გამოხატული უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი <30მლ/წუთში).

მაგნიუმი გადადის დედის რძეში. შესაბამისად, ლაქტაციის პერიოდში მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული

გამოშვების ფორმა: N60 კაფსულა შეფუთვაში.

შენახვის პირობები: ინახება არა უმეტეს 250 C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი: Ethifarm; პოლონეთი.

Source: PSP (psp.ge)

Similar products

-15% Calcerone კალცერონი 20 შუშხუნა ტაბლეტი 27.00 ₾ 22.95 ₾ at 2 pharmacy chains -2% Ramno D3 რამნო D3 2000სე 30 ტაბლეტი 38.85 ₾ 38.07 ₾ at 2 pharmacy chains -50% Solgar ვიტამინი E 100სე 50 კაფსულა 49.00 ₾ 24.50 ₾ -4% Imunostabil იმუნოსტაბილი 200მლ ხსნარი 7.27 ₾ 6.91 ₾ კალციუმი+D3 - Calcium +D3 Orange 60 საღეჭი ტაბლეტი ფორთოხლის არომატით 24.22 ₾ -9% Max-D-Vit მაქს-დ-ვიტი 24 საწუწნი ტაბლეტი 31.25 ₾ 28.16 ₾ -2% Equidral პაკეტი 8გრ N10 39.00 ₾ 38.22 ₾ -9% ბილივიტი - Bilivit 30 კაფსულა 36.70 ₾ 33.07 ₾

Q&A

Ask a question

Nobody has asked yet. Have an experience or a question? Be the first.