მედი დრინქ ნეო - Medi Drink Neo შოკოლადი 200მლ
Description
მედი დრინქ ნეო - Medi Drink Neo შოკოლადი 200მლ
MediDrink Neo სპეციალური სამედიცინო დანიშნულების, დასალევად მზა კლინიკური კვება, მალნუტრიციის სრულფასოვანი მართვისთვის.
გამდიდრებულია L-კარნიტინით, ქოლინით და იმუნონუტრიენტებით (L-არგინინი, ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები), რაც ხელს უწყობს პაციენტების იმუნური ფუნქციების მხარდაჭერას. მდიდარია, დიეტური ბოჭკოთი. არ შეიცავს; ლაქტოზას, გლუტენს და ალერგენებს.
• მაღალი ენერგეტიკული ღირებულება (2.2 კკალ/მლ)
• ნახშირწყლების დაბალი შემცველობა (20%)
• მდიდარია ვიტამინებით C, D და E
• შეიცავს თუთიას
• შეიცავს MCT ცხიმებსა და ქოლინს
• მდიდარია ომეგა ცხიმოვანი მჟავებით
• აქვს ცილის მაღალი შემცველობა (22გ)
• აუმჯობესებს ნუტრიციულ სტატუსს
• ამცირებს მეტაბოლურ დარღვევებს
• ხელს უწყობს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას
• აქვს იმუნონუტრიციული ეფექტები.
• ზრდის მედიკამენტური მკურნალობის ეფექტურობას
• ხელს უწყობს, ხანგრძლივად შეუხორცებელი ჭრილბების და ნაწოლების შეხორცებას.
სიფრთხილის ზომები:რეკომენდებულია მხოლოდ ენტერალური გამოყენებისთვის. არ არის შესაფერისი პარენტერალური კვებისთვის. გამოიყენება როგორც, კვების ერთადერთი წყარო, ისე კომბინაციაში სხვა საკვებთან. არ გამოიყენება გალაქტოზემიისა და ფრუქტოზემიის მქონე პაციენტებში. სიფრთხილით გამოვიყენოთ 3-6 წლის ბავშვებში მათი კვებითი საჭიროებების გათვალისწინებით.
დოზირება:რეკომენდებული დღიური დოზა მოზრდილებისთვის არის 5–6 პაკეტი დღეში, როგორც ერთადერთი საკვები წყარო, ან 2–3 პაკეტი დღეში დამატებითი კვების სახით.
გამოყენების ინსტრუქცია:
გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ. მიიღეთ ნელა, მცირე ულუფებით. გამოყენება შესაძლებელია, როგორც პერორალურად ისე ზონდით კვების შემთხვევაში. ერთი კოლოფის მიღების ხანგრძლივობა 15-20 წთ
შენახვა:შეინახეთ 2–25°C ტემპერატურაზე. გახსნის შემდეგ შეინახეთ მაცივარში და 24 საათის განმავლობაში.
არომატები:შოკოლადი, ტყის კენკრა, ვანილი.
ყველა არომატის ნუტრიციული ღირებულება იდენტურია.
ვადა:12 თვე წარმოების თარიღიდან.
ინგრედიენტები:წყალი, მცენარეული ზეთები (კანოლას ზეთი, სელის ზეთი, MCT ზეთი), ძროხის რძის ცილა (კაზეინი 80%, შრატი 20%), საქაროზა, იზომალტულოზა, ძროხის კოლაგენი, ემულგატორი (სოიოს ლეციტინი), მალტოდექსტრინი, L არგინინი, ბოჭკო (აკაციის ფისი 55%, ფრუქტოოლიგოსაქარიდი 30%), L-კარნიტინი, ტრიკალიუმის ციტრატის მონოჰიდრატი, სტაბილიზატორი (E500), კალციუმის კარბონატი, ტრინატრიუმის ციტრატი, ნატრიუმის ქლორიდი, საღებავი (ოლეინის კარამელი (შოკოლადის არომატის შემთხვევაში), მაგნიუმის კარბონატი, არომატიზატორი, საღებავი (ბეტა-კაროტინი (ვანილის არომატის შემთხვევაში), ქოლინ-ბიტარტრატი, L-ასკორბინის მჟავა, საღებავი (კარმინის მჟავა (ტყის ხილის არომატის შემთხვევაში)), ნატრიუმის ფტორიდი, თუთიის გლუკონატი, ლაქტაზა, რკინის (Il) სულფატი, მანგანუმის (II) გლუკონატი, ქრომის (I) ქლორიდი, DL-ალფა-ტოკოფერილის აცეტატი, კალიუმის იოდატი, ნატრიუმის მოლიბდატის დიჰიდრატი. ნიკოტინამიდი, სპილენძის გლუკონატი, ნატრიუმის სელენიტი, ქოლეკალციფეროლი, რეტინილის აცეტატი, კალციუმის D-პანტოთენატი, სელენის საფუარი, ფიტომენადიონი, D-ბიოტინი, რიბოფლავინ-5'-ფოსფატის ნატრიუმის მარილი, ციანოკობალამინი, პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი, თიამინის ჰიდროქლორიდი, ფოლიუმის მჟავა (პტეროილმონოგლუტამინის მჟავა) და იზომალტულოზა, რომელიც წარმოადგენს გლუკოზისა და ფრუქტოზის წყაროს.
Similar products
Q&A
Ask a questionNobody has asked yet. Have an experience or a question? Be the first.