This page's content is available in Georgian only for now. ქართულად →

მინოქსიდილი სპრეი - Minoxidil Spray დერმატოლოგიური 50მგ/მლ 60მლ
Hair care 60ml

მინოქსიდილი სპრეი - Minoxidil Spray დერმატოლოგიური 50მგ/მლ 60მლ

Price 60.00 ₾ at 1 pharmacy chain

Description

მინოქსიდილი სპრეი - Minoxidil Spray დერმატოლოგიური 50მგ/მლ 60მლ

აქტიური ნივთიერება:

მინოქსიდილი 5% w/v.

დანიშნულება:

თმის აღდგენის საშუალება მამაკაცებისთვის.

გამოყენება

გამოიყენება თავის ზედა ნაწილზე(მხოლოდ თხემზე) ხელს უწყობს თმის ხელახლა ზრდას, აღდგენას(იხილეთ სურათები შეფუთვაზე).

გაფრთხილებები

განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის. მხოლოდ მამაკაცებისთვის.

აალებადია: მოარიდეთ ცეცხლს ან ალს.

არ გამოიყენოთ თუ:

· ხართ ქალბატონი

· თქვენი თმის ცვენის რაოდენობა განსხვავდება შეფუთვაზე აღნიშნულისგან, ან თმის ცვენა გაქვთ თავის წინა ნაწილზე. მინოქსიდილის 5% - იანი ხსნარი არ არის განკუთვნილი შუბლის გამელოტების ან უკან დაწეული ხაზის სამკურნალოდ.

· არ გაქვთ თმის ცვენის გენეტიკური ისტორია.

· თმის ცვენა არის უეცარი და/ან კეროვანი.

· არ იცით თმის ცვენის მიზეზი.

· ხართ 18 წლამდე ასაკის. არ გამოიყენოთ ჩვილებსა და ბავშვებში.

· თქვენი სკალპი არის გაწითლებული, ანთებადი, ინფიცირებული, გაღიზიანებული ან მტკივნეული.

· თავის კანზე იყენებთ სხვა სამკურნალო საშუალებას.

გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ გულის დაავადება.

პროდუქტის გამოყენებისას

· არ წაისვათ სხეულის სხვა ნაწილებზე.

· მოარიდეთ თვალთან კონტაქტს. თვალში შემთხვევით მოხვედრის შემთხვევაში, დაიბანეთ დიდი რაოდენობის გრილი, გამდინარე წყლით.

· ზოგიერთ ადამიანს აღენიშნა თმის ფერისა და ტექსტურის ცვლილება.

· თმის ხელახლა ამოსვლას დრო სჭირდება. დღეში ორჯერ გამოყენების შემთხვევაში, შედეგი შეიძლება სახეზე იყოს 2 თვეში. ზოგიერთი მამაკაცისთვის შესაძლოა საჭირო გახდეს პროდუქტის მინიმუმ 4 თვის განმავლობაში გამოყენება შედეგის სანახავად.

· ამოსული თმის რაოდენობა ინდივიდუალურია. აღნიშნული პროდუქტი ყველა მამაკაცზე არ მოქმედებს.

შეწყვიტეთ გამოყენება და მიმართეთ ექიმს, თუ:

· გაგიჩნდათ ტკივილი გულმკერდის არეში, გამოიხატა აჩქარებული გულისცემა, გულის წასვლის შეგრძნება ან თავბრუსხვევა.

· მოხდა წონის უეცარი და აუხსნელი მატება.

· შეგიშუპდათ ხელები ან ფეხები.

· აღგენიშნებათ თავის კანის გაღიზიანება ან სიწითლე.

· გაგიჩნდათ თმა სახის არასასურველ ადგილებში.

· ვერ ხედავთ თმის ამოსვლას 4 თვის შემდეგ.

პროდუქტის გამოყენება შესაძლოა საზიანო იყოს ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. გადაყლაპვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას ან დაუკავშირდით ინტოქსიკაციის კონტროლის ცენტრს.

გამოყენების წესი

· გამოიყენეთ 1მლ საწვეთურით დღეშ 2 - ჯერ, უშუალოდ თავის კანზე, თმის ცვენის არეში.

· დოზის გაზრდა ან უფრო ხშირი გამოყენება არ გააუმჯობესებს შედეგს.

· თმის ზრდის სტიმულირებისა და შენარჩუნებისთვის აუცილებელია უწყვეტი გამოყენება, წინააღმდეგ შემთხვევაში თმის ცვენა კვლავ დაიწყება.

სხვა ინფორმაცია

· იხილეთ თმის ცვენის ამსახველი სურათები შეფუთვეს გვერდითა მხარეს.

· გამოყენებამდე წაიკითხეთ კოლოფზე არსებული სრული ინფორმაცია.

· შეინახეთ კოლოფი, რადგან აღნიშნული შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას.

· ფართომასშტაბიან კლინიკურ კვლევებში, მამაკაცებისთვის განკუთვნილი 5% - იანი მინოქსიდილის ხსნარის უწყვეტი გამოყენებისას, არ არის დაზუსტებული თმის ხელახალი ზრდის შენარჩუნება 48 კვირაზე მეტხანს.

· კლინიკურ კვლევებში, ძირითადად თეთრკანიან მამაკაცებში 18 – 49 წლის ასაკში, თმის ცვენის საშუალო ხარისხით, მამაკაცის 5% - იანმა მინოქსიდილის ხსნარმა აჩვენა თმის უკეთესი აღდგენა, ვიდრე 2% - იანმა ხსნარმა.

· შეინახეთ 20° - დან 25 ° - მდე ტემპერატურაზე. შეინახეთ მჭიდროდ დახურულ მდგომარეობაში.

დამხმარე ნივთიერებები

· სპირტი, პროპილენგლიკოლი, გაწმენდილი წყალი

ასევე, იხილეთ: მინოვივაქსი - Minovivax 5% 100მლ სპრეი

Source: PSP (psp.ge)

Similar products

-40% Pantene ბამბუკის შამპუნი 250 მლ 19.99 ₾ 11.99 ₾ at 2 pharmacy chains Pantene კონდიციონერი Bond 160 მლ From 19.95 ₾ at 2 pharmacy chains Pantene კონდიციონერი აღდგენა და დაცვა 220 მლ From 21.95 ₾ at 2 pharmacy chains -40% Head & Shoulders შამპუნი 2/1 200 მლ 13.99 ₾ 8.39 ₾ at 2 pharmacy chains -40% Head & Shoulders შამპუნი ციტრუსი 200 მლ 13.99 ₾ 8.39 ₾ at 2 pharmacy chains -40% Pantene კონდიციონერი თმის აღდგენა და დაცვა 275 მლ 19.99 ₾ 11.99 ₾ at 2 pharmacy chains Bionnex კონდიციონერი თმის ცვენის 300მლ From 54.25 ₾ at 2 pharmacy chains -40% Pantene კონდიციონერი ჰიდრა 160 მლ 19.99 ₾ 11.99 ₾ at 2 pharmacy chains

Q&A

Ask a question

Nobody has asked yet. Have an experience or a question? Be the first.