This page's content is available in Georgian only for now. ქართულად →

Neoblock forte კაფსულა 750მგ N60
Neoblock forte

კაფსულა 750მგ N60

Price 155.00 ₾ at 1 pharmacy chain

Description

შემადგენლობა

Indole-3 - Carbinol .................200mg

Epigallocatechin 3 gallalt .......125 mg

Epicatechin gallate ................65 mg

Epigallocatechin ....................60mg

Epicatechin ...........................100mg

Gallocatechin gallalte ...........50mg

Phosphatidylcholine .............100mg

Vitamin E ............................. 50mg

Selenium ............................. 0,05mg

ფარმაკოლოგიური მოქმედება

ნეობლოკი წარმოადგენს ონკოგენურ პროტექტორს.

ნეობლოკში შემავალი აქტიური კომპონენტები -ინდოლ -3-კარბინოლი და კატეხინები წარმოადგენენ ფიტოქიმიურ ნივთიერებებს.

ინდოლ - 3 -კარბინოლი და კატეხინები ბლოკავენ:

• ჰიპერ და ნეოპლასტიური პროცესების განვითარებას

• პათოლოგიურ პროლიფერაციას და სიმსივნურ ნეოანგიოგენეზს

ნეობლოკი ეფექტურია ეპითელური წარმოშობის ყველა სახის (მათ შორის HPV ვირუსის) სიმსივნის სამკურნალოდ, როგორც ესტროგენდამოკიდებული, ასევე ესტროგენდამოუკიდებელი სიმსივნეების დროს.

მოქმედების მექანიზმი:

• მონაწილეობს სასქესო ჰორმონების მეტაბოლიზმსა და რეგულაციაში

• აძლიერებს 2- ჰიდროქსიესტრონის სინთეზს და აინჰიბირებს 16-ალფა- ჰიდროქსიესტრონის წარმოქმნას, რომელსაც ახასიათებს გამოხატული კანცეროგენული თვისებები

• აინჰიბირებს ესტროგენული რეცეპტორების ექსპრესიას, ამცირებს მათ რაოდენობას სამიზნე ქსოვილებში

• ეპითელიურ უჯრედებში ბლოკავს ონკოცილებს, მათ შორის ადამიანის პაპილომა ვირუსით ინფიცირებული უჯრედების ონკოცილებს

• ახდენს მალიგნიზაციის პროცესების ბლოკირებას, სიმსივნური უჯრედების სელექციური აპოპტოზის ინდუცირების ხარჯზე

• ახდენს სიმსივნური სუპრესორების და პროაპოპტოზური ცილების ტრანსკრიპციას

• აინჰიბირებს ზრდის ფაქტორების და მათი რეცეპტორების ტრანსკრიფციას

• აჩერებს უჯრედულ ციკლს G1 ფაზაზე.

ჩვენებები

• მასტოპათია

• ძუძუს კიბო

• საშვილოსნოს მიომა

• ენდომეტრიოზი

• ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია

• ადამიანის პაპილომავირუსთან დაკავშირებული სიმსივნეები (HPV)

• წინამდებარე ჯირკვლის ადენომა

მიღების წესი და დოზირება:

1 კაფსულა ჭამის შემდეგ 2-ჯერ დღეში, კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 3-6 თვეს

გვერდითი მოვლენები

მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენები არ დაფიქსირებულა

უკუჩვენება

ინდივიდუალური აუტანლობა ნეობლოკში შემავალი კომპონენტების მიმართ, ორსულობა და ლაქტაცია

გაფრთხილება: არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას!

Source: Impex (myimpex.ge)

Similar products

Q&A

Ask a question

Nobody has asked yet. Have an experience or a question? Be the first.