This page's content is available in Georgian only for now. ქართულად →

პირის ღრუს სავლები Lipsosal 250მლ ფლ.
Oral care 250ml

პირის ღრუს სავლები Lipsosal 250მლ ფლ.

Price 25.40 ₾ at 1 pharmacy chain

Description

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება):
0.1% CHLORHEXIDINE DIGLUCONATE, SALVIA OFFICINALIS

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
პირის ღრუს სავლები

მწარმოებელი:
ფარმასი ლაბორატორია (Pharmacy Laboratories S.C.)

გამოშვების ფორმა:
მინის ბოთლი, 250მლ

გაცემის რეჟიმი:
გაიცემა რეცეპტის გარეშე

შემადგენლობა:

ქლორჰექსიდინის დიგლუკონატი . . . . . . . 0,1%,
სალბის ექსტრაქტი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 2%.

დამხმარე ნივთიერებები:
ნატრიუმის საქარინი, გლიცერინი, PEG 40 ჰიდროგენიზებული აბუსალათინის ზეთი, გამოხდილი წყალი, არომა.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
პირის ღრუს სავლები

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ქლორჰექსიდინი -ერთ-ერთი ყველაზე ფართო სპექტრის ანტისეპტიკური საშუალებაა, რომელიც ეფექტურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების, ფაკულტატური ანაერობებისა და აერობების მიმართ და ამასთანავე ხასიათდება ანტიფუნგალური თვისებებითაც (Candida albicans).
სალბის ექსტრაქტი -სალბის ფოთლებს გააჩნიათ მთრიმლავი, ადგილობრივი ანთებისსაწინააღმდეგო, ანტიმიკრობული და ანტიმიკოზური მოქმედება. ასევე ხასიათდება სისხლდენის შემაჩერებელი და ტკივილგამაყუჩებელი თვისებებით.
ჰიდროგენიზებული აბუსალათინის ზეთი -ხასიათდება სწრაფი ადსორბციით პირის ღრუს ლორწოვანზე, ბაქტერიოციდულ მოქმედებით, აქვეითებს ტკივილის შეგრძნებას და მოქმედებს როგორც დამცავი საფარი.
ნატრიუმის საქარიდი -აძლიერებს სავლების ბაქტერიოციდულ მოქმედებას.

ჩვენებები:
-გინგივიტი, პაროდონტიტი, სტომატიტი, აფთები, ალვეოლიტი;
-პირის ღრუს ლორწოვანის პრე- და პოსტოპერაციული დამუშავება ქირურგიულ სტომატოლოგიასა და იმპლანტოლოგიაში;
-კბილის პროთეზის ან ბრეკეტ-სისტემის გამოყენების შედეგად განვითარებული ღრძილის დაზიანება;
- კბილებზე ნადების შემცირება და პირის ღრუს ჰიგიენა;

მიღების წესი და დოზირება:
შეავსეთ ბოთლის ქუდი სითხით ( დაახლოებით 10 მლ), გამოივლეთ განუზავებელი სითხით დაახლოებით 30 წამის განმავლობაში, დღეში 2- 3 ჯერ. სავლების გამოყენებიდან 30 წუთის განმავლობაში სასურველი არ არის საკვებისა და სასმელის მიღება. პროდუქტი არ ახდენს მავნე ზეგავლენას ორგანიზმზე, იმ შემთხვევაშიც თუ მოხდება მისი გადაყლაპვა. გამოიყენება მოზრდილებსა და ბავშვებში 3 წლიდან.

უკუჩვენებები:
სავლების შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ ინდივიდუალური აუტანლობა.

შენახვის წესი:
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე.

გამოშვების ფორმა:
250მლ, ბოთლი

Source: PSP (psp.ge)

Similar products

-50% Colgate კბილის ჯაგრისი Max White 11.53 ₾ 5.76 ₾ at 2 pharmacy chains Splat კბილის პასტა - აქტივი 40მლ From 5.00 ₾ at 2 pharmacy chains Splat კბილის პასტა Coffee Out 75მლ From 11.15 ₾ at 2 pharmacy chains Colgate კბილის პასტა Optic White Purple 75 მლ From 14.75 ₾ at 2 pharmacy chains -25% Lacalut კბილის პასტა აქტივი 50მლ. 14.80 ₾ 11.10 ₾ at 2 pharmacy chains -49% Colgate კბილის ჯაგრისი NEO 10.55 ₾ 5.28 ₾ at 2 pharmacy chains Colgate კბილის ჯაგრისი ზიგ-ზაგი From 4.55 ₾ at 2 pharmacy chains -50% Colgate კბილის პასტა Charcoal 100მლ 12.16 ₾ 6.08 ₾ at 2 pharmacy chains

Q&A

Ask a question

Nobody has asked yet. Have an experience or a question? Be the first.