Description
Protefix - პროტეფიქს წებოვანი საფენი ქვედა ყბის
ქვედა ყბის ლორწოვანის დაცვა ნაწოლებისა და ანთებითი პროცესებისგან. დამზადებულია თხელი, რბილი მასალისგან, რომელიც შეიცავს ნატრიუმის ალგინატს. პროთეზის მოვლის საშუალება უზრუნველყოფს ეფექტურ დაცვას ტკივილისა და დისკომფორტისგან. გამოიყენება ქვედა ყბის მთლიანი პროთეზისთვის.
გამოყენების წესი1. შეამოწმეთ ზომა: მოარგეთ საფენი პროთეზს, თუ პროთეზი პატარა ზომისაა, მაკრატლით მოაჭერით გვერდები
2. დაასველეთ საფენი: წებოვანი საფენი მოათავსეთ თბილ წყალში 10 წმ-ის განმავლობაში და ფრთხილად გაწურეთ
3. მოათავსეთ საფენი სველ პროთეზზე ორივე მხრიდან, პროთეზის უკანა ნაწილი 2 მმ-ის ფარგლებში უნდა იყოს საფენისგან თავისუფალი
4. დააწექით თითით საფენს, რომ მჭიდროდ მოთავსდეს პროთეზზე
შემადგენლობანატრიუმის ალგინატი, ვისკოზის ბოჭკო, პოლიპროპილენის ბოჭკო.
უკუჩვენებაჰიპერმგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
გვერდითი მოვლენებიიშვიათად შეიძლება განვითარდეს პირის ღრუს ლორწოვანი გარსის გაღიზიანება, ასეთ შემთხვევაში მიმართეთ თქვენს სტომატოლოგს.
გაფრთხილებაგამოიყენება მხოლოდ მთლიანი პროთეზისთვის ჯანსაღ ლორწოვან გარსზე
არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას
პროტეფიქსის წებოვანი საფენი ზედა ყბის იხილეთ აქ: Protefix - პროტეფიქს წებოვანი საფენი ზედა ყბის 30 ცალი
Similar products
Q&A
Ask a questionNobody has asked yet. Have an experience or a question? Be the first.