This page's content is available in Georgian only for now. ქართულად →

Pure კალციუმის ციტრატი 60 კაფსულა
Pure

კალციუმის ციტრატი 60 კაფსულა

Price 27.50 ₾ 55.00 ₾-50% at 1 pharmacy chain

Description

კალციუმის ციტრატი 60 კაფსულა ფიური - Pure

ძვლების ჯანმრთელობისა და მინერალური ბალანსის მხარდასაჭერად!

ფიური®კალციუმის ციტრატი მაღალი აბსორბციის მქონე ორგანული ხელატური ფორმაა ძვლების ჯანმრთელობის მხარდასაჭერად!

• ხელს უწყობს ძვლების მინერალიზაციას

• შეიძლება შეამციროს ოსტეოპოროზის განვითარების რისკი

• ციტრატული ფორმა უზრუნველყოფს კალციუმის უკეთეს ათვისებას

• დამზადებულია სამეცნიერო კვლევებით დადასტურებული უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებისგან

კალციუმი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ძვლების მინერალიზაციასა და ჰორმონების გამომუშავებაში. იგი ხელს უწყობს კალციუმისა და ფოსფორის ნორმალური დონის შენარჩუნებას ძვლებსა და სისხლში, მონაწილეობს ენერგეტიკული ცვლისა და ნეიროტრანსმისიის ნორმალურ მიმდინარეობაში და წარმოადგენს სისხლის შედედების მარეგულირებელ მნიშვნელოვან კომპონენტს.

კალციუმი ასტიმულირებს კალციტონინის გამოყოფას, რაც უზრუნველყოფს კალციუმის ტრანსპორტირებას სისხლიდან დაზიანებულ ძვლოვან ქსოვილში. მისი დეფიციტის დროს შესაძლოა განვითარდეს რაქიტი, ოსტეომალაცია და კუნთების სპაზმი.

რეკომენდებულია ძვალ-სახსროვანი სისტემის ჯანსაღი ფუნქციონირების მხარდასაჭერად.

შემადგენლობა:

2 ვეგეტარიანული კაფსულა შეიცავს: კალციუმის ხელატური ფორმა (ციტრატი) - 300 მგ

დამატებითი ინგრედიენტები: ვეგეტარიანული კაფსულა (ცელულოზა, წყალი), ასკორბილ პალმიტატი.

დოზირება:

მიიღება 18 წლიდან 2 კაფსულა 1-3 ჯერ დღეში ჭამის დროს ან კვებებს შორის შუალედში.

უკუჩვენება:

ინდივიდუალური აუტანლობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

გაფრთხილება: არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, 18 წლამდე ასაკის პირებში მიიღება ექიმის რეკომენდაციით. საკვები დანამატი არ ცვლის სრულფასოვან და დაბალანსებულ კვებას და ჯანსაღი ცხოვრების წესს, არ წარმოადგენს სამკურნალო საშუალებას.

არ შეიცავს: გლუტენს, სოიოს, საფუარს, გმო - ს, რძის პროდუქტებს, ხორბალს, თხილეულს, ხელოვნურ საღებავებს და დამატკბობლებს, მაგნიუმის სტეარატს, ტრანს ცხიმებს და ჰიდროგენიზებულ ზეთებს, უნივერსალურ შემკვრელებს, შემავსებლებს და კონსერვანტებს.

შენახვის პირობები: შეინახეთ მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის მინიმალური ვადა: შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვამდე.

გამოშვების ფორმა: №60 კაფსულა.

მწარმოებელი: Pure Encapsulations აშშ.

დამზადებულია უმაღლესი ხარისხის ჰიპოალერგიული ვეგანური ინგრედიენტებისგან.

Pure encapsulation® №1 გლობალური ბრენდია ამერიკასა და ევროპაში, რეკომენდებული ჯანდაცვის პროფესიონალების მიერ. კომპანია აწარმოებს პრემიუმ ხაზის საკვებ დანამატებს სამეცნიერო კვლევების საფუძველზე.

Pure encapsulation®-ის ყველა ინოვაციური პროდუქტი ვეგეტარიანულ კაფსულებთან ერთად ჰიპოალერგიულია. თითოეული პროდუქტი მუშავდება (SOP)-ის სტანდარტით, რათა თავიდან იქნას აცილებული შემადგენელი ინგრედიენტების ჯვარედინი დაბინძურება. კომპანია არ იყენებს დამატებით საფარებს, უნივერსალურ შემკვრელებს, ხელოვნურ საღებავებს და დამატკბობლებს, ფერებს, შემავსებლებს და კონსერვანტებს, რაც ხელს უშლის ან ამცირებს პროდუქტის კომპონენტების ბიოშეღწევადობას.

Source: PSP (psp.ge)

Similar products

-50% Pure B კომპლექსი პლუსი 60 კაფსულა 102.00 ₾ 51.00 ₾ -50% Pure ბიოტინი 8მგ 60 კაფსულა 64.00 ₾ 32.00 ₾ -50% Pure ვიტამინი D3 5000სე 60 კაფსულა 80.00 ₾ 40.00 ₾ -50% Pure რკინა და ვიტამინი C 60 კაფსულა 62.00 ₾ 31.00 ₾ -50% Pure სელენიუმი 60 კაფსულა 62.00 ₾ 31.00 ₾ -50% Pure კალციუმის ციტრატი 180 კაფსულა 120.00 ₾ 60.00 ₾ -50% Pure მეთილკობალამინი 1000მკგ 60 კაფსულა 82.00 ₾ 41.00 ₾ -50% Pure ქრომის პიკოლინატი 500მკგ 60 კაფსულა 70.00 ₾ 35.00 ₾

Q&A

Ask a question

Nobody has asked yet. Have an experience or a question? Be the first.