This page's content is available in Georgian only for now. ქართულად →

Sali di ischia სახის კრემი მშრალი კანისთვის მკვებავი 50 მლ
Face care 50ml
Sali di ischia

სახის კრემი მშრალი კანისთვის მკვებავი 50 მლ

Price 41.97 ₾ 83.95 ₾-50% at 1 pharmacy chain

Description

სახის კრემი მშრალი კანისთვის მკვებავი სალი დი ისკია - Sali di ischia

სახის კრემს კოლაგენის და ელასტინის წყალობით აქვს გამამკვრივებელი, ნაოჭების საწინააღმდეგო მოქმედება. ებრძვის კანის დაბერების თვალსაჩინო ნიშნებს, როგორიცაა ნაოჭები და ტონუსის დაკარგვა. აქტიური ინგრედიენტების წყალობით ეფექტურად ებრძვის გაუწყლოებას, წვრილი ხაზების გაჩენას, ამარაგებს კანს აუცილებელი ნივთიერებებით.

კანის ტიპი

განკუთვნილია მშრალი და მგრძნობიარე სახის კანისთვის.

გამოყენების წესი
  • შესაძლებელია დილა/საღამოს გამოყენება: დილის რუტინა - მოსახერხებელია გამოყენება მზისგან დამცავი კრემისა და მაკიაჟის ქვეშ. ღამის რუტინა - შესანიშნავია დატენიანებისთვის კანის გაწმენდისა და შრატის გამოყენების შემდეგ.
  • დაიტანეთ საჭირო მოცულობის პროდუქტი სახეზე და თანაბრად გადაინაწილეთ.
  • დაელოდეთ სრულ შეწოვას.
  • კრემის გამოყენებამდე შესაძლებელი და სასურველია სახის კანის შესაბამისი შრატის მოხმარება.
  • შრატის გამოყენების წინ კი საფუძვლიანად დაისუფთავეთ კანი.
  • სახის დაბანისას მოერიდეთ ცხელი წყლის გამოყენებას და კანზე უხეშ ზემოქმედებას.
  • პროდუქტები დაიტანეთ სახეზე სუფთა თითებით.
  • კრემის გამოყენების შემდეგ მოერიდეთ სახის კანთან ხელებით ხშირ კონტაქტს დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით.
  • დილის რუტინაში შესაძლებელია მის შემდეგ SPF კრემის მოხმარება.
ინგრედიენტები / შემადგენლობა

ზღვის კოლაგენი: ბოჭკოვანი ცილა, იგი მიიღება ზღვის თევზის კანიდან და ქერცლიდან, მათ შორის ორაგულისა და ვირთევზას კანიდან. მისი დანიშნულებაა შეიქმნას პროდუქტები ადამიანის მოხმარებისთვის, რომლებიც სასარგებლოა უჯრედების დაბერების წინააღმდეგ საბრძოლველად. კოლაგენი ხელს უწყობს კანის სიმკვრივის და ტონუსის შენარჩუნებას, ნაოჭების მინიმუმამდე დაყვანას. იგი წარმოდგენილია დერმის დონეზე, სადაც ელასტიურ ბოჭკოებთან და გლიკოზამინოგლიკანებთან ერთად ქმნის სტრუქტურას, რომელიც აღადგენს და ამაგრებს კანს, ანიჭებს ელასტიურობას. კოლაგენის სინთეზი მცირდება ასაკის მატებასთან ერთად, ხოლო მისი დეგრადაცია იზრდება და მასთან ერთად კიმატებს კანის გაუხეშება, გაუწყლოება და მოშვება.

შის კარაქი: მიიღება butyrospermum parkii-ს კაკლის ნაყოფისგან, აქვს დამატენიანებელი და აღმდგენი მოქმედება. ხელს უწყობს უჯრედების განახლებას და ასტიმულირებს კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებას.

ჰიდროლიზებული ელასტინი: კანისა და თმის დამატენიანებელი და დამცავი საშუალება. მისი მოლეკულური ჯაჭვები თანაბრად ნაწილდება რქოვანა შრეზე, ქმნის მაკრომოლეკულურ აპკს, რომელიც იცავს კანს, ხდის მას უფრო ელასტიურს და მკვრივს და ზღუდავს ტრანსეპიდერმული წყლის დაკარგვას. მისი მოქმედება ძლიერდება ჰიდროლიზებულ კოლაგენთან და/ან ხსნად კოლაგენთან ერთად კომბინაციაში.

ტკბილი ნუშის ზეთი: ხასიათდება კანის დამარბილებელი, დამატენიანებელი და ელასტიურობის გამაძლიერებელი მოქმედებით.

თერმული მარილები: აქვს ანტიოქსიდანტური, დამამშვიდებელი მოქმედება ყველა ტიპის კანზე.

არ შეიცავს პარაბენებს, პარაფინს, გმო-ს.

AQUA (Water), CYCLOPENTASILOXANE (Cyclopentasiloxane), DIMETHICONE (Dimethicone), PRUNUS AMYGDALUS DULCIS OIL (Prunus Amygdalus Dulcis (Sweet Almond) Oil), ETHYLHEXYL STEARATE (Ethylhexyl Stearate), GLYCERIN (Glycerin), GLYCERYL STEARATE (Glyceryl Stearate), CETEARYL ALCOHOL (Cetearyl Alcohol), SILICA (Silica), HYDROLYZED COLLAGEN (Hydrolyzed Collagen), PHENOXYETHANOL (Phenoxyethanol), ELASTIN, SODIUM COCOYL GLUTAMATE (Sodium Cocoyl Glutamate), HDI/TRIMETHYLOL HEXYLLACTONE CROSSPOLYMER, DIMETHICONE/ VINYL DIMETHICONE CROSSPOLYMER, PARFUM (Fragrance), TETRASODIUM EDTA (Tetrasodium EDTA), CITRIC ACID (Citric Acid), ACRYLATES/C10-30 ALKYL ACRYLATE CROSSPOLYMER, ETHYLHEXYLGLYCERIN, TRIETHANOLAMINE (Triethanolamine), PROPYLENE GLYCOL (Propylene Glycol), PENTYLENE GLYCOL, TETRAMETHYL ACETYLOCTAHYDRONAPHTHALENES, BHT (BHT), VANILLIN (Vanillin), GERANYL ACETATE, ROSE KETONES.

მოცულობა

50 მლ.

სერია/ხაზის შესახებ ინფორმაცია

Sali di Ischia-ს სახის კანის მოვლის ხაზში გამოყენებულია ისკიას თერმული წყლის ძალა კანის დატენიანების, დამშვიდებისა და აღდგენისთვის. ასორტიმენტი მოიცავს ნაზ და ეფექტურ გამწმენდ საშუალებებს, ტონერებს სპირტის გარეშე, დამატენიანებლებს, სახის შრატებს, კრემებს და თვალის კრემებს - ყველა მათგანი განკუთვნილია საფუძვლიანი დატენიანებისთვის, კანის ჯანსაღი ბალანსის დაცვისა და აღდგენისთვის.

ბრენდის/მწარმოებლის შესახებ ინფორმაცია

Sali di Ischia არის იტალიური კოსმეტიკური ბრენდი თავის მოვლის მრავალფეროვანი საშუალებებით, რომლებიც შთაგონებულია კუნძულ ისკიას ხმელთაშუა ზღვისა და თერმული წყლებით. ბრენდი ფოკუსირებულია ისეთი პროდუქტების შექმნაზე, რომლებიც ხელს უწყობს ჯანმრთელობას და სილამაზეს. ხასიათდება თბილი სურნელით, რბილი ტექსტურებით და ბუნებრივი მცენარეული შემადგენლობით. ბრენდის პროდუქტები ასოცირდება კანის მოვლის პროფესიონალურ პროცედურებთან. ასორტიმენტში წარმოდგენილია პროდუქციის ფართო არჩევანი სახის, ტანის, თმის, ფეხის მოვლისთვის, აგრეთვე სუნამოები და სასაჩუქრე ნაკრებები, სახლის სუნამოები და პროფესიონალური სამასაჟე პროდუქტები. ბრენდი შთაგონებას იღებს ხმელთაშუა ზღვის კულტურიდან და ისკიას თერმული წყლებიდან, რომლებიც ხასიათდება დამატენიანებელი, დამამშვიდებელი და ანტიოქსიდანტური თვისებებით. ბრენდის ფორმულები არ შეიცავს პარაბენებს, გმო-ს, SLS/SLES-ს, პარაფინს. კომპონენტები მოიპოვება ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, ასევე გადამუშავებადი შეფუთვები ასახავს მის მაღალ ეკოლოგიურ ცნობიერებას.

Source: PSP (psp.ge)

Similar products

-49% Sali di ischia თვალის კრემი ფილერი 30 მლ 57.95 ₾ 28.98 ₾ -49% Sali di ischia მიცელარული წყალი 200 მლ 24.95 ₾ 12.48 ₾ -49% Sali di ischia მიცელარული წყალი ორფაზიანი 200 მლ 51.95 ₾ 25.98 ₾ -49% Sali di ischia სახის გამწმენდი და ტონერი 250 მლ 57.95 ₾ 28.98 ₾ -49% Sali di ischia მიცელარული წყალი 3-1 250 მლ 46.95 ₾ 23.48 ₾ -49% Sali di ischia სახის გამწმენდი გელი ცხიმიანი კანისთვის 250 მლ 51.95 ₾ 25.98 ₾ -49% Sali di ischia სახის კრემი ანტიასაკობრივი SPF25 50 მლ 88.95 ₾ 44.48 ₾ -49% Sali di ischia სახის კრემი ცხიმიანი კანისთვის 50 მლ 88.95 ₾ 44.48 ₾

Q&A

Ask a question

Nobody has asked yet. Have an experience or a question? Be the first.