Description
შხაპ-გელი White სალი დი ისკია - Sali di ischia
განკუთვნილია ყველა ტიპის კანისთვის. ყოველდღიური გამოყენების აბაზანის და შხაპის გელი ულტრა-ნაზი ფორმულით, პარაბენებისა და პარაფინების გარეშე, გამდიდრებული თერმული მარილებით. დელიკატური, მსუბუქი ფორმულა ნაზად ასუფთავებს კანს და ანიჭებს განახლების სასიამოვნო შეგრძნებას, ანიჭებს გლუვ, ხავერდოვნების შეგრძნებას და ელასტიურობას. პროდუქტში შემავალი კომპონენტები არ აშრობენ კანს, ხელს უწყობენ კანის ტენიანობისა და სირბილის შენარჩუნებას. აქვს სასიამოვნო ტექსტურა: წარმოქმნის რბილ, კრემოვან, სურნელოვან ქაფს სხეულის დასუფთავებისთვის. ხასიათდება ნაზი ყვავილოვანი, ნეიტრალური სისუფთავის სურნელით.
კანის ტიპისააბაზანო საშუალება განკუთვნილია ყველა ტიპის კანისთვის.
გამოყენების წესი- გამოიყენება საჭიროებისამებრ სიხშირით.
- ჩაასხით პროდუქტის შესაბამისი რაოდენობა აბაზანაში ან დაიტანეთ პირდაპირ სხეულზე.
- აიქაფეთ და ჩამოიბანეთ.
- მოერიდეთ სხეულის დაბანისას დასაშვებზე ცხელი წყლის გამოყენებას, რათა თავიდან აირიდოთ კანის გამოშრობა.
- დაიტენიანეთ სხეული კანის ტიპისთვის განკუთვნილი საცხით.
- განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მშრალ არეებს.
თერმული მარილები: აქვს დამამშვიდებელი, დეტოქსიკაციური და ანტიოქსიდანტური თვისებები. ხელს უწყობს კანის კვებას, დამშვიდებას და დაცვას.
გერანიოლი: გამოიყენება ყვავილოვანი სურნელის გამო, თუმცა ასევე აქვს ანტიმიკრობული და ანტიოქსიდანტური თვისებები.
არ შეიცავს პარაბენებს, პარაფინს, გმო-ს.
AQUA, SODIUM LAURETH SULFATE, SODIUM CHLORIDE, COCAMIDE DEA. PARFUM. MAGNESIUM SULFATE, POTASSIUM BROMIDE, POTASSIUM IODIDE, SODIUM BICARBONATE. TETRASODIUM EDTA, METHY LISOTHIAZOLINONE, METHYLCHLOROISOTHIAZOLINONE, STYRENE/ACRYLATES COPOLYMER, CITRIC ACID, BENZYL SALICYLATE, HEXYL CINNAMAL, BENZYL BENZOATE, LINALOOL, GERANIOL.
მოცულობა1000 მლ.
სერია/ხაზის შესახებ ინფორმაციაSali di Ischia-ს სხეულის მოვლის ხაზში შემოთავაზებულია ისკიას თერმული წყლების სამკურნალო ძალის შერწყმა კანის მოვლის თანამედროვე ინოვაციებსა და გამოცდილებასთან. იგი იდეალურია ყველასთვის, ვისაც სურს სხეულის მოვლის სრულყოფილი რუტინა პროდუქტებით, რომელიც გამდიდრებულია თერმული წყლით, ნაზი არომატული და მკვებავი ინგრედიენტებით. ბრენდის სხეულის მოვლის ხაზი შთაგონებულია კუნძულის ვულკანური ფლორით, სამკურნალო ტალახით, თერმული წყლებითა და მინერალური მარილებით, რაც მიზნად ისახავს კანის სიჯანსაღის ხელშეწყობას. პროდუქტები გაჯერებულია ხმელთაშუა ზღვის მცენარეული ექსტრაქტებით და ეთერზეთებით, რომელთაც გააჩნია მკვებავი, ანტიოქსიდანტური, დამამშვიდებელი და აღმდგენი მოქმედება. ეს გახლავთ სპა - სახლის პირობებში.
ბრენდის/მწარმოებლის შესახებ ინფორმაციაSali di Ischia არის იტალიური კოსმეტიკური ბრენდი თავის მოვლის მრავალფეროვანი საშუალებებით, რომლებიც შთაგონებულია კუნძულ ისკიას ხმელთაშუა ზღვისა და თერმული წყლებით. ბრენდი ფოკუსირებულია ისეთი პროდუქტების შექმნაზე, რომლებიც ხელს უწყობს ჯანმრთელობას და სილამაზეს. ხასიათდება თბილი სურნელით, რბილი ტექსტურებით და ბუნებრივი მცენარეული შემადგენლობით. ბრენდის პროდუქტები ასოცირდება კანის მოვლის პროფესიონალურ პროცედურებთან. ასორტიმენტში წარმოდგენილია პროდუქციის ფართო არჩევანი სახის, ტანის, თმის, ფეხის მოვლისთვის, აგრეთვე სუნამოები და სასაჩუქრე ნაკრებები, სახლის სუნამოები და პროფესიონალური სამასაჟე პროდუქტები.
ბრენდი შთაგონებას იღებს ხმელთაშუა ზღვის კულტურიდან და ისკიას თერმული წყლებიდან, რომლებიც ხასიათდება დამატენიანებელი, დამამშვიდებელი და ანტიოქსიდანტური თვისებებით.
ბრენდის ფორმულები არ შეიცავს პარაბენებს, გმო-ს, SLS/SLES-ს, პარაფინს. კომპონენტები მოიპოვება ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, ასევე გადამუშავებადი შეფუთვები ასახავს მის მაღალ ეკოლოგიურ ცნობიერებას.
Similar products
Q&A
Ask a questionNobody has asked yet. Have an experience or a question? Be the first.