This page's content is available in Georgian only for now. ქართულად →

Sali di ischia თმის ფლუიდი მზის შემდგომი 200 მლ
Sun care 200ml
Sali di ischia

თმის ფლუიდი მზის შემდგომი 200 მლ

Price 22.47 ₾ 44.95 ₾-50% at 1 pharmacy chain

Description

თმის ფლუიდი მზის შემდგომი სალი დი ისკია - Sali di ischia

თმის მსუბუქი, მაღალი ეფექტურობის მქონე თმის მოვლის ფლუიდი, რომელიც პირველივე გამოყენებიდან აშორებს თმას ჩახლართულობას, ხდის მორჩილს, ანიჭებს სირბილეს და ელასტიურობას. მისი ფორმულა სრულყოფილად ფარავს თმის ღერს და თითოეულ ბოჭკოს თანმიმდევრულად ალაგებს, რის შედეგადაც თმა ხდება გლუვი, აბრეშუმისებრი და სიცოცხლით სავსე, სიმძიმის და წებოვნების გარეშე. იდეალურია მზის, ზღვის ან აუზის შემდეგ გამოსაყენებლად - ამცირებს გამოშრობას და აფუებას და იცავს თმას დავარცხნის დროს წარმოქმნილი სტრესისგან.

პროდუქტის ფორმულაში შემავალი აქტიური ინგრედიენტებია

ჰიდროლიზებული კერატინი:
აღადგენს და არბილებს თმის გარე შრეს, ანიჭებს ბზინვარებას, ელასტიურობასა და მოცულობას, რის შედეგადაც თმა ხდება უფრო მოწესრიგებული და მოცულობითი.

კოლაგენი:
ცნობილია დამატენიანებელი და დამცავი ფირის წარმომქმნელი თვისებებით, ხელს უწყობს თმის ბოჭკოს გამაგრებას და ზრდის მის მდგრადობას.

არგანის ზეთი:
მდიდარია ცხიმოვანი მჟავებითა და E ვიტამინით, სიღრმისეულად კვებავს თმას, იცავს გარე ზემოქმედებისგან და ხდის რბილს, აბრეშუმისებრსა და ბზინვარეს.

თმის ტიპი

ყველა ტიპი.

გამოყენების წესი
  • დაიტანეთ ნოტიო, პირსახოცით შემშრალ თმაზე და თანაბრად გადაინაწილეთ მთელ სიგრძეზე.
  • დაივარცხნეთ და გაიშრეთ.
  • არ ჩამოიბანოთ.
  • შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას, მზის პირდაპირი სხივებისგან მოშორებით.
  • გახსნიდან 12 თვის გასვლის შემდეგ არ გამოიყენოთ.
ინგრედიენტები

AQUA (WATER), CETEARYL ALCOHOL (CETEARYL ALCOHOL), AMODIMETHICONE, GLYCERYL STEARATE (GLYCERYL STEARATE), PHENOXYETHANOL (PHENOXYETHANOL), CETRIMONIUM CHLORIDE (CETRIMONIUM CHLORIDE), CETEARETH-25 (CETEARETH- 25), PARFUM (FRAGRANCE), ETHYLHEXYLGLYCERIN, ARGANIA SPINOSA OIL (ARGANIA SPINOSA KERNEL OIL), CITRIC ACID (CITRIC ACID), TETRASODIUM GLUTAMATE DIACETATE, HYDROLYZED KERATIN (HYDROLYZED KERATIN), PROPYLENE GLYCOL (PROPYLENE GLYCOL), TRIDECETH-7, HYDROLYZED COLLAGEN (HYDROLYZED COLLAGEN), TRIDECETH-5, TRIDECETH-12, MAGNESIUM SULFATE (MAGNESIUM SULFATE), POTASSIUM BROMIDE, POTASSIUM IODIDE (POTASSIUM IODIDE), SODIUM BICARBONATE (SODIUM BICARBONATE), SODIUM CHLORIDE (SODIUM CHLORIDE).

მოცულობა

200 მლ.

სერიის შესახებ ინფორმაცია

Sali Di Ischia-ს მზის სერიის პროდუქტები (SPF) შექმნილია როგორც კანის დაცვისთვის, ისე დატენიანებისა და აღდგენისთვის, აგრეთვე ხელმისაწვდომია რუჯის მიღების დამაჩქარებელი და მზის შემდგომ მოსახმარებელი პროდუქტები.

პროდუქტების სერია გვთავაზობს შემდეგ შესაძლებლობებს:

  • მაღალი SPF დაცვა — UVA/UVB სხივების ეფექტური ბლოკირება;
  • მინერალებით გამდიდრებული ფორმულა — კანის დამამშვიდებელი და აღდგენითი ეფექტით;
  • მსუბუქი ტექსტურა — სწრაფად შეიწოვება და არ ტოვებს მძიმე ან ცხიმიან ფენას;
  • ანტიოქსიდანტები — იცავს კანს ფოტოდაბერებისგან.

ეს პროდუქტები განსაკუთრებით კარგია მათთვის, ვისაც სურს მზისგან დაცვა + კანის მოვლა ერთდროულად.

ბრენდის შესახებ ინფორმაცია

Sali di Ischia არის იტალიური კოსმეტიკური ბრენდი თავის მოვლის მრავალფეროვანი საშუალებებით, რომლებიც შთაგონებულია კუნძულ ისკიას ხმელთაშუა ზღვისა და თერმული წყლებით. ბრენდი ფოკუსირებულია ისეთი პროდუქტების შექმნაზე, რომლებიც ხელს უწყობს ჯანმრთელობას და სილამაზეს. ხასიათდება თბილი სურნელით, რბილი ტექსტურებით და ბუნებრივი მცენარეული შემადგენლობით. ბრენდის პროდუქტები ასოცირდება კანის მოვლის პროფესიონალურ პროცედურებთან. ასორტიმენტში წარმოდგენილია პროდუქციის ფართო არჩევანი სახის, ტანის, თმის, ფეხის მოვლისთვის, აგრეთვე სუნამოები და სასაჩუქრე ნაკრებები, სახლის სუნამოები და პროფესიონალური სამასაჟე პროდუქტები. ბრენდი შთაგონებას იღებს ხმელთაშუა ზღვის კულტურიდან და ისკიას თერმული წყლებიდან, რომლებიც ხასიათდება დამატენიანებელი, დამამშვიდებელი და ანტიოქსიდანტური თვისებებით. ბრენდის ფორმულები არ შეიცავს პარაბენებს, გმო-ს, SLS/SLES-ს, პარაფინს. კომპონენტები მოიპოვება ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, ასევე გადამუშავებადი შეფუთვები ასახავს მის მაღალ ეკოლოგიურ ცნობიერებას.

Source: PSP (psp.ge)

Similar products

-49% Sali di ischia გასარუჯი ზეთი 150 მლ 54.95 ₾ 27.48 ₾ -49% Sali di ischia მზისგან დამცავი რძე SPF 50+ 150მლ 54.95 ₾ 27.48 ₾ -49% Sali di ischia მზისგან დამცავი რძე SPF 30 150 მლ 49.95 ₾ 24.98 ₾ -50% Sali di ischia რუჯის შემდგომი დამატენიანებელი რძე 200 მლ 44.95 ₾ 22.47 ₾ -50% Sali di ischia შამპუნი მზის შემდგომი 2IN1 200 მლ 44.95 ₾ 22.47 ₾ -50% Sali di ischia მზის შემდგომი შხაპის გელი 200 მლ 44.95 ₾ 22.47 ₾ -50% Sali di ischia მზისგან დამცავი სპრეი SPF 30 150 მლ 59.95 ₾ 29.97 ₾ -49% Sali di ischia მზისგან დამცავი სპრეი SPF 50+ 150 მლ 64.95 ₾ 32.48 ₾

Q&A

Ask a question

Nobody has asked yet. Have an experience or a question? Be the first.