Description
კომფორტის ზონა 90 კაფსულა სოლგარი - Solgar
საჭმლის მომნელებელი ფერმენტების სრულყოფილი ფორმულა
რატომ სოლგარის „კომფორტის ზონა“ ?
„კომფორტის ზონა“საჭმლის მომნელებელი მაღალაქტიური ფერმენტების სრულყოფილი ნაკრებია, შეიცავს:
· ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, ბოჭკოვანი საკვების და რძის პროდუქტების მომნელებელ ფერმენტებს;
· დაბალანსებულ მცენარეულ ნაკრებს, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმის საჭმლის მონელების ბუნებრივ პროცესს.
შემადგენლობა:
საჭმლის მომნელებელი ფერმენტები:
ნახშირწყლოვანი ფერმენტები:
ამილაზა12,500 DU
პექტინაზა/ფიტაზა 75 ენდო-PGU
ინვერტაზა 300 SU
მალტაზა 300 DP
ალფა გალაქტოზიდაზა 150 GaIU
ცილოვანი ფერმენტები:
პროტეაზა50,000 HUT SP
ბრომელაინი100,000 PU
პაპაინი
100,000PU
ცხიმოვანი ფერმენტი:
ლიპაზა1000 FIP
რძის პროდუქტების მომნელებელი ფერმენტი:
ლაქტაზა 1000 ALU
ბოჭკოვანი საკვების მომნელებელი ფერმენტი:
ცელულაზა500 CU
დაბალანსებული მცენარეული ნაკრები:
• კვლიავის ფხვნილი (Cuminum cyminum) აუმჯობესებს კუჭის მოტორულ და სეკრეტორულ ფუნქციებს, გასტრიტის და საჭმლის მომნელებელი ფერმენტების ჰიპოსეკრეციის დროს; ასტიმულირებს საკვების მონელებას, ახასიათებს ნაღველმდენი, ანტისეპტიკური, ყაბზობის და მეტეორიზმის საწინააღმდეგო მოქმედება; აუმჯობესებს ნაღვლის ბუშტის და ღვიძლის ფუნქციებს; ხელს უწყობს ცხიმების წვას და წონის კორექციას.
• ცერეცოს ექსტრაქტი (4: 1) (Foeniculum vulgare), მოქმედებს როგორც სპაზმოლიტიკი და ინიშნება დისპეფსიის და ფაღარათის დროს.
• გვირილის ყვავილი (Matricaria recutita) , გამოიყენება როგორც მადეზინფიცირებელი და ანთების საწინააღმდეგო კომპონენტი, ახდენს სუსტ ატროპინისმაგვარ მოქმედებას, ადუნებს გლუვ მუსკულატურას, აძლიერებს ნაღვლის გამოყოფას და ხსნის სპაზმს.
• ჯინჯერის ექსტრაქტი 4: 1 (Zingiber officinale) ფარმაკოლოგიური ეფექტი განპირობებულია H1 ჰისტამინური, M ქოლინორეცეპტორების და კუჭ-ნაჭლავის ტრაქტში არსებული 5HT – 3 სეროტონინული და დოფამინური D2 რეცეპტორების ბლოკირებით. ჯინჯერის (კოჭას) ექსტრაქტი ავლენს ანტიქოლინერგულ, ანტინეიროკინეტიკურ, ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას
• ანისულის ფხვნილი - ხასიათდება სპაზმოლიზური, მეტეორიზმის საწინააღმდეგო, დეტოქსიკაციური და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით.
გამოყენება (კომპლექსურ თერაპიაში):
· საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მწვავე და ქრონიკული ანთებით-დისტროფიული დაავადებები (გასტრიტი, ენტერიტი, ენტეროკოლიტი, ქოლეცისტიტი, ბილიარული ობსტრუქცია, ქოლესტაზური ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი, წვრილი ნაწლავის ტერმინალური ნაწილის პათოლოგია, დისბაქტერიოზი)
· კუჭქვეშა ჯირკვლის სეკრეტორული ფუნქციის უკმარისობა (ქრონიკული პანკრეატიტი, მუკოვისციდოზი, კუჭქვეშა ჯირკვლის სიმსივნე, სიმსივნით განპირობებული სადინარების ობსტრუქცია, შვახმან-დაიმონდის სინდრომი, ხანდაზმული ასაკი)
· გულისრევა, ღებინება, ბოყინი, მეტეორიზმი, ყაბზობა, დიარეა;
· არასწორი კვება, ცხიმიანი და ძნელად მოსანელებელი საკვების მიღება;
· ავადმყოფობის და ანტიბიოტიკოთერაპიის შემდგომი პერიოდი;
· კუჭისა და წვრილი ნაწლავის რეზექციის შემდგომი მდგომარეობა, რომელსაც თან ახლავს საჭმლის მონელების დარღვევა;
· მუცლის ღრუს ორგანოების რენტგენოლოგიური და ულტრაბგერითი გამოკვლევისთვის მომზადება;
დამატებითი ინგრედიენტები: მიკროკრისტალური ცელულოზა, მცენარეული ცელულოზა მაგნიუმის სილიკატი, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი.
არ შეიცავს: სახამებელს, შაქარს, სოდას, ხელოვნურ არომატიზატორებს, დამატკბობლებს და საღებავებს.
დოზირება:
მიიღება თითო კაფსულა ყოველი კვების დროს. არ მიიღება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.
გამოშვების ფორმა: 90 მცენარეული კაფსულა.
მწარმოებელი: სოლგარი, აშშ.
Similar products
Q&A
Ask a questionNobody has asked yet. Have an experience or a question? Be the first.