This page's content is available in Georgian only for now. ქართულად →

Solgar/Vit.E კაფსულა 400სე N50
Solgar/Vit.E

კაფსულა 400სე N50

Price 30.90 ₾ 61.80 ₾-50% at 1 pharmacy chain

Description

ვიტამინი E 400სე 50 კაფსულა სოლგარი - Solgar

E ვიტამინი უნივერსალური ბუნებრივი ანტიოქსიდანტი

E ვიტამინი ანტიოქსიდანტია, რომელიც მონაწილეობს ქსოვილოვან სუნთქვასა და მეტაბოლიზმში. ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებების ხარჯზე იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან და აუმჯობესებს ქსოვილოვან სუნთქვას. E ვიტამინი ამცირებს კაპილარების განვლადობას და მათი კედლების სიმყიფეს. ასტიმულირებს ცილების, ჰემოგლობინის, მიოგლობინის, კოენზიმ Q10-ის სინთეზს. აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აინჰიბირებს ქოლესტერინის სინთეზს. E ვიტამინი ნაწილობრივ აკოპენსირებს ესტროგენულ დეფიციტს, აუმჯობესებს რეპროდუქციულ ფუნქციას. ხელს უშლის კანის დაბერების პროცესს. აფერხებს თრომბების და ქოლესტერინული ფოლაქების წარმოქმნას და უზრუნველყოფს მათ გაწოვას.

რატომ სოლგარის E ვიტამინი ?

· სოლგარის მიერ სპეციალურად შექმნილი სრულყოფილი E ვიტამინის ფორმულა ( d-ალფა ტოკოფეროლი, d-ბეტა, d-დელტა და d-გამა ტოკოფეროლები) ბუნებრივი უნივერსალური ანტიოქსიდანტია

· სოლგარის E ვიტამინის ზეთოვანი კაფსულები უზრუნველყოფს მის ოპტიმალურ შეწოვას და ათვისებას ორგანიზმის მიერ

· მიიღება მხოლოდ 1 კაფსულა დღეში

გამოყენება (კომპლექსურ თერაპიაში):

გინეკოლოგია

· მონაწილეობს ქალის სასქესო უჯრედების სინთეზში

· უზრუნველყოფს ნაყოფის ჩასახვასა და ორსულობის ნორმალურ მიმდინარეობას

· განაპირობებს საკვერცხეების და პლაცენტის ნორმალურ ფუნქციონირებას

· ახდენს მენსტრუალური ციკლის ნორმალიზებას

· გამოიყენება ჰისტერექტომიისა და ოვარიექტომიის შემდგომ მკურნალობაში, საშვილოსნოს ყელის დისპლაზიისას, კლიმაქსის სიმპტომურ მკურნალობაში, ენდომეტრიოზის, დისმენორეის დროს და სარძევე ჯირკვლების ფუნქციური მდგომარეობის აღსადგენად (ფიბროზულ–კისტოზური მასტოპათია)

ანდროლოგია

· იცავს ტესტოსტერონის მოლეკულებს დაზიანებისაგან

· აუმჯობესებს ჰორმონალურ ფონს

· ააქტიურებს სისხლის მიმოქცევის პროცესს, რაც უზრუნველყოფს სქესობრივი ფუნქციის გაუმჯობესებას

· დადებით გავლენას ახდენს მამაკაცის ფერტილობასა და სპერმატოგენეზზე

დერმატოლოგია

· წითელი მგლურა

· ბეჭდისებრი გრანულომა

· სკლეროდერმია და სკლეროდაქტილია

· ქრონიკული ატროფიული აკროდერმატიტი

· ატროფიული და სკლეროტული წითელი ბრტყელი ლიქენი

· ელასტიური ფსევდოქსანტომა

· დერმატოსკლეროზი

· დერმატომიოზიტი

· კანის წყლულოვანი დაავადებები

· კანის ატროფიული პროცესები

E ვიტამინი კანის სილამაზის და ახალგაზრდობის შეუცვლელი კომპონენტი

· ახდენს კანის უჯრედების კვებას და სწრაფ რეგენერაციას, რითაც განპირობებულია გამაჯანსაღებელი და გამაახალგაზრდავებელი ეფექტი

· იცავს კანს ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისგან

· კვებავს და ატენიანებს მშრალი ტიპის კანს

შემადგენლობა:

E ვიტამინი 400 სე 1333% ( d-ალფა,

d-ბეტა, d-დელტა და d-გამა ტოკოფეროლები)

არ შეიცავს: წებოვანას, სახამებელს, რძის პროდუქტებს, სოიოს, საფუარს, შაქარს, გემოს ხელოვნურ დამატკბობელს.

დოზირება:

გამოიყენება 1 კაფსულა დღეში, სასურველია საკვებთან ერთად.

გამოშვების ფორმა: 50 ჟელატინისებური კაფსულა.

მწარმოებელი: სოლგარი, აშშ.

Source: Impex (myimpex.ge)

Similar products

Q&A

Ask a question

Nobody has asked yet. Have an experience or a question? Be the first.