This page's content is available in Georgian only for now. ქართულად →

Valucascara ტაბლეტი N45
Valucascara

ტაბლეტი N45

Price 52.02 ₾ 69.36 ₾-25% at 1 pharmacy chain

Description

ვალუკასკარა

სურსათის (სასურსათო) დანამატი

45 ტაბლეტი

შემადგენლობა: კასკარას (Rhamnus purshiana) ქერქის ფხვნილი, რევანდის (Rheum palmatum) ქერქის ფხვნილი, ძელქვის (Rhamnus frangula) ქერქის ფხვნილი, ცერეცოს (Foeniculum vulgare) ნაყოფის ფხვნილი, შემავსებელი: მიკროკრისტალური ცელულოზა; ბაბუაწვერას (Taraxacum officinale) ფესვის ფხვნილი, ვარდკაჭაჭას (Cichorium intybus) ფესვის ფხვნილი, შეწებების საწინააღმდეგო საშუალებები: მაგნიუმის სტეარატი, კოლოიდური სილიციუმი.

ჩვენებები: პროდუქტი წარმოადგენს მცენარეულ ექსტრაქტებზე დაფუძნებულ სურსათის დანამატს, რომელიც სასარგებლოა ნაწლავების რეგულარული მუშაობისა და საჭმლის მონელების პროცესების ხელშეწყობისთვის.

უკუჩვენებები: არ გადააჭარბოთ მითითებულ დოზას, თუ სხვაგვარად არ არის დანიშნული. არ გამოიყენოთ ხანგრძლივი დროის განმავლობაში ექიმთან კონსულტაციის გარეშე. ანტრაქინონის გლიკოზიდების შემცველი საფაღარათო საშუალებები არ უნდა იქნას გამოყენებული 1-დან 2 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში. ანტრაქინონის მასტიმულირებელი საფაღარათო საშუალებები, როგორიცაა კასკარა, არ უნდა დაენიშნოს პაციენტებს, რომლებსაც აქვთ ნაწლავის გაუვალობა და სტენოზი, ატონია, წყლისა და ელექტროლიტების დეფიციტით გამოწვეული მძიმე დეჰიდრატაცია ან ქრონიკული ყაბზობა.

ურთიერთქმედება: ნაწლავური ტრანზიტის დროის შემცირებამ შეიძლება გამოიწვიოს პერორალურად მისაღები პრეპარატების შეწოვის შემცირება.

გვერდითი მოვლენები: არ მიიღოთ რომელიმე ინგრედიენტის მიმართ ალერგიის და/ან ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სპაზმის მსგავსი დისკომფორტის შემთხვევაში, შეიძლება საჭირო გახდეს დოზის შემცირება.

ორსულობა და ლაქტაცია: პროდუქტი არ არის დაშვებული ორსული/მეძუძური ქალებისთვის.

გავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე: უცნობია.

მიღების წესი: მიიღეთ 1-2 ტაბლეტი დღეში, სასურველია ვახშმის შემდეგ, ძილის წინ.

გაფრთხილება: სურსათის (სასურსათო) დანამატები არ არის განკუთვნილი, როგორც მრავალფეროვანი საკვების და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელი.

კვებითი მონაცემები

ინგრედიენტები დღიური დოზა

(2 ტაბლეტი)

კასკარა

300 მგ

ძელქვი

200 მგ

ცერეცო 180 მგ

რევანდა 280 მგ

ბაბუაწვერა 40 მგ

ვარდკაჭაჭა 20 მგ

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი. არ მიიღოთ პროდუქტი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები: შეინახეთ გრილ, მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. მოარიდეთ სინათლისა და სითბოს პირდაპირ წყაროებს.

მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი: ValueMED Pharma S.r.l. ვია 28 ლუგლიო, 218 - 47893 ბორგო მაჯორე სან მარინო; წარმომადგენლობითი ოფისი ValueMED Pharma Srl: ვია პომპოსა 43/A, 47924 რიმინი, იტალია.

Source: Impex (myimpex.ge)

Similar products

Q&A

Ask a question

Nobody has asked yet. Have an experience or a question? Be the first.