აცც 200 მგ
ურეცეპტოდ · OTC რეგისტრირებული GMP

აცც 200 მგ

ტაბლეტი, №20 · მოქმედი ნივთიერება: Acetylcysteine

ფასების შედარება ანალოგები
ყველაზე დაბალი ფასი 17.72 ₾ 3 აფთიაქში

ინსტრუქცია

აცც შუშხუნა

(აცეტილცისტეინი)

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შუშხუნა აბები შეფუთვაში 20 ცალი, 1 აბი შეიცავს 200მგ აცეტილცისტეინს

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მუკოლიზური და ამოსახველებელი საშუალება

ჩვენება:

ძნელად გამოყოფადი წებოვანი ლორწოს ჰიპერსეკრეციით მიმდინარე სუნთქვის ორგანოების დაავადებები, ბრონქოექტაზია, ობსტრუქციული ბრონქიტი, მუკოვისციდოზი

დოზირება:

მოზრდილებში და ბავშვებში 14 წლის ზემოთ ინიშნება 200მგ დღეში 3-ჯერ (სულ 600მგ), 6-14 წლამდე რეკომენდებულია 1 აბი დღეში 2-ჯერ (სულ 400მგ), 2-6 წლამდე ინიშნება 100მგ 2-3-ჯერ დღეში (200-300მგ). 1 წლამდე ასაკის ბავშვებში ინიშნება სასიცოცხლო ჩვენებით ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ 50მგ დღეში 2-3-ჯერ (100მგ დღეში). პრეპარატი მიიღება ჭამის შემდეგ, წყალში (ან წვენში) გახსნილ მდგომარეობაში, და უნდა იქნას მიღებული მაშინვე მომზადების შემდეგ. მკურნალობის კურსი საშუალოდ შეადგენს 5-7 დღეს

გვერდითი მოვლენები:

სტომატიტი, დიარეა, გულის რევა, ტაქიკარდია, ალერგიული რეაქციები, შესაძლებელია ფილტვებში სისხლდენის განვითარება, ბრონქოსპაზმის გაძლიერება

უკუჩვენება:

წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში, სისხლიანი ნახველი, ორსულობა, ლაქტაცია, საყლაპავი ვენების ვარიკოზი, მომატებული მგრძნობელობა,

განსაკუთრებული მითითება:

სიფრთხილით ინიშნება ბრონქული ასთმის დროს, ბრონქული გამტარობის კონტროლით, პრეპარატის გახსნისას აუცილებლად უნდა გამოიყენონ მინის ჭურჭელი, თავიდან უნდა აიცილონ კონტაქტი ლითონებთან, რეზინთან, ჟანგბადთან, არ შეიძლკება პრეპარატის ხმარება ხველების დამთრგუნველ პრეპარატებთან, რადგან შეიძლება მოხდეს ლორწოს შეგუბება ფილტვებში, აცეტილცისტეინი გამოიყენება როგორც ანტიდოტი პარაცეტამოლით მოწამვლისას. პრეპარატი შეუთავსებელია ანტიბიოტიკებთან (პენიცილინი, ცეფალოსპორინი, მაკროლიდები, ტეტრაციკლინი) ამიტომ მათი მიღება უნდა მოხდეს 2 საათის ინტერვალით.

შენახვის ვადა 3 წელი

გერმანია, HEXAL

წყარო: Impex (myimpex.ge)

რეგისტრაცია

მონაცემები მარეგულირებელი სააგენტოს რეესტრიდან. ბოლო სინქრონიზაცია: 11.11.2026.

რეგისტრაციის თარიღი: 19.12.2023

ანალოგები · Acetylcysteine 200 მგ

დალაგებულია: იაფიდან
დასახელება მწარმოებელი შეფუთვა ფასი-დან
აცც Salutas Pharma GmbH (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Hermes Pharma Ges m.b.H.(ავსტრია)), გერმანია №20 17.72 ₾

რეესტრის მონაცემები

სარეგისტრაციო ნომერირ-039773
მოქმედების ვადა17.06.2027
რეგისტრაციის მფლობელიSandoz Pharmaceuticals d.d. (სლოვენია)
მწარმოებელიSalutas Pharma GmbH (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Hermes Pharma Ges m.b.H.(ავსტრია)), გერმანია
იმპორტიორი შპს „ჯიჰელსი’’ →
გაცემის წესიურეცეპტოდ (III ჯგუფი)
ფორმა, დოზა, შეფუთვა200მგ შუშხუნა ტაბლეტი №20 მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის ტუბში
ფარმაკო-თერაპიული ჯგუფიხველისა და გაციების სამკურნალო პრეპარატები, მუკოლიზური საშუალებები
რეგისტრაციის რეჟიმიეროვნული
GMP სერტიფიკატიაქვს · ვადა 23.01.2028

კითხვა-პასუხი

კითხვის დასმა

ჯერ არავის უკითხავს. გაქვთ გამოცდილება ან კითხვა? დასვით პირველმა.

ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაციას.