ალორა 100 მგ
ურეცეპტოდ · OTC რეგისტრირებული GMP

ალორა 100 მგ

ტაბლეტი, №20 · მოქმედი ნივთიერება: _

ფასების შედარება ანალოგები
ყველაზე დაბალი ფასი 11.44 ₾ 3 აფთიაქში

ინსტრუქცია

ალორა
100 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

შემადგენლობა:
ალორას 100მგ-იანი ყოველი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 100მგ პასიფლორას ექსტრაქტს (შეიცავს 3.5% ფლავონოიდს ვიტექსინის სახით) და რკინის წითელ ოქსიდს (E172) საღებავის სახით.

ფარმაკოლოგიური თავისებურებები:
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სედაციური საშუალებები.
პასიფლორას ექსტრაქტი მიიღება მცენარისგან - პასიფლორა ინკარნატი, რომელიც შეიცავს 0.04% ინდოლის ჯგუფის ალკალოიდებს (ჰარმანი, ჰარმინი, ჰარმოლი), ფლავონოიდებს (ვიტექსინი, ქუერტეცინი), კუმარინებს, კინჩონებს და სხვა.
ექსტრაქტის კომპონენტები აინჰიბირებენ ნერვული იმპულსების გატარებას ზურგის და თავის ტვინში, ამცირებენ ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნებადობას და უზრუნველყოფენ სედაციურ ეფექტს.
მოცემული პრეპარატი აუმჯობესებს ხასიათს დეპრესიული მდგომარეობების დროს, ამცირებს შფოთვას და ფიზიკურ დაძაბულობას. გააჩნია მსუბუქი საძილე ეფექტი დილის დეპრესიული სიმპტომების გარეშე. ასევე გააჩნია ანტიკონვულსიური თვისებები.

ჩვენებები

ალორას 100მგ შემოგარსული ტაბლეტი ინიშნება ფსიქო - ემოციური სტრესის მსუბუქი სიმპტომების სამკურნალოდ და ძილის მოსაწესრიგებლად.

უკუჩვენებები:
პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობის და ლაქტაციის დროს პრეპარატის გამოყენების შესახებ მონაცემები არ არსებობს. ამიტომ, აუცილებელია დედისთვის მოსალოდნელი სარგებელის და ბავშვისთვის შესაძლო რისკის შედარება.
ზემოქმედება ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე:
მოერიდეთ ავტომობილის და პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვას პრეპარტით მკურნალობის დროს.

გვერდითი მოვლენები:
თითოეული სიხშირის ჯგუფის აღწერისთვის გამოყენებულია სტანდარტული დასახელებები შემდეგი კონვენციის შესაბამისად: ძალიან ხშირი (>ლ/10); ხშირი (>1/100 -<1/10); არახშირი (>ლ/1,000 - <ლ/100); იშვიათი (≥1/10000 - <1/1000); ძალიან იშვიათი (<1/10000); უცნობია (შეუძლებელია შეფასება არსებული მონაცემების მიხედვით).
იმუნური სისტემის მხრივ:
უცნობია: ჰიპერმგრძნობელობა (ვასკულიტი) (ადგილი ჰქონდა ერთ შემთხვევას)
გულის მხრივ:
უცნობია: ტაქიკარდია (ადგილი ჰქონდა ერთ შემთხვევას)
კუჭ-ნაწლავის მხრივ:
უცნობია: გულისრევა (ადგილი ჰქონდა ერთ შემთხვევას)
ისეთი გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, რაც არ არის ზემოთ მითითებული, მიმართეთ ჯანდაცვის სპეციალისტს ან ექიმს.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
სინთეზურ სედაციურ საშუალებებთან ურთიერთქმედების შესახებ კლინიკური მონაცემები არ არსებობს, ამიტომ ექიმის დანიშნულების გარეშე არაა რეკომენდებული მისი სინთეზურ სედაციურ საშუალებებთან ერთად გამოყენება (მაგ: ბენზოდიაზეპინები).

დოზირება და მიღების წესი:
დღის მანძილზე სედაციური ეფექტის გამოსაწვევად:
მოზრდილებისთვის რეკომენდებული პერორალური დოზაა 100მგ სამჯერ დღეში ჭამამდე.
ძილის დარღვევისას:
მოზრდილებისთვის რეკომენდებული პერორალური დოზაა 200-300მგ დღეში ერთხელ, ძილის წინ ერთი საათით ადრე.
12 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის რეკომენდებული (იხ. ნაწილი 4.4 განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები).

ჭარბი დოზირება:
პრეპარატის ჭარბი დოზირების შესახებ არ არის მონაცემები. ჭარბი დოზირების შემთხვევაში რეკომენდებულია კუჭის ამორეცხვა და სიმტპომური თერაპიის დანიშვნა.

შენახვის პირობები:
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე საკუთარ შეფუთვაში, სინათლისგან დაცულ ადგილას. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვის ფორმა:
ალორა 100მგ გარსით დაფარული ტაბლეტი; წარმოდგენილია თეთრი ფერის გაუმჭვირვალე PVC/TE/PVDC/AL ბლისტერზე 20 გარსით დაფარული ტაბლეტით.

ფარმაცევტული დოზირების სხვა ფორმები:
ალორას სიროფი; წარმოდგენილია 100მლ ქარვისფერი შუშის ბოთლში პლასტმასის თავსახურით და ორიგინალი 5მლ მოცულობის კოვზით.
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი; III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი

წყარო: PSP (psp.ge)

რეგისტრაცია

მონაცემები მარეგულირებელი სააგენტოს რეესტრიდან. ბოლო სინქრონიზაცია: 11.11.2026.

რეგისტრაციის თარიღი: 13.10.2026

ანალოგები · _ 100 მგ

დალაგებულია: იაფიდან
დასახელება მწარმოებელი შეფუთვა ფასი-დან
ასპირინი იაფი — №20 4.89 ₾
ასპირინი კარდიო Bayer Bitterfeld GmbH (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Bayer AG(გერმანია)), გერმანია №28 8.05 ₾
ასპირინი კარდიო Bayer Bitterfeld GmbH (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Bayer AG(გერმანია)), გერმანია №28 8.05 ₾
ინტოფერი საღ.ტაბ.100მგ REPLEK FARM Ltd. Skopje, მაკედონია №30 27.00 ₾
ფერო აივა Lomapharm GmbH, გერმანია №20 30.15 ₾
ფერუმ ლეკი Lek Pharmaceuticals d.d. (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Novartis Pharmaceutical Manufacturing LLC(სლოვენია)), სლოვენია №30 36.75 ₾
ფერუმ ლეკი Lek Pharmaceuticals d.d. (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Salutas Pharma Gmbh(გერმანია)), სლოვენია №30 36.75 ₾
ფერუმ ლეკი Lek Pharmaceuticals d.d. (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Novartis Pharmaceutical Manufacturing LLC(სლოვენია)), სლოვენია №30 36.75 ₾
აგრეგანი GM Pharmaceuticals Ltd, საქართველო №30 —
ასპი FARMALABOR – Produtos farmacêuticos, S.A., პორტუგალია №60 —
თრომბო ASS G.L. Pharma GmbH, ავსტრია №30 —
თრომბოგარდი Adipharm EAD, ბულგარეთი №100 —
ისლა მინტი Engelhard Arzneimittel GmbH & Co. KG (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Bolder Arzneimittel GmbH & Co. KG(გერმანია)), გერმანია №30 —
კონტინუსი Bard pharmaceuticals Limited, დიდი ბრიტანეთი №60 —
უროფურაგინუმ მაქსი Adamed Pharma S.A, პოლონეთი №15 —
ფეროვიტი „AVERSI-RATIONAL“ LTD (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -REPLEK FARM Ltd Skopje(მაკედონია)), საქართველო №30 —
ფურაზეკი Adamed Pharma S.A, პოლონეთი №30 —

რეესტრის მონაცემები

სარეგისტრაციო ნომერირ-046479
მოქმედების ვადა13.10.2031
რეგისტრაციის მფლობელიNOBEL ILAC SANAYII ve TICARET A.S. (თურქეთი)
მწარმოებელიNOBEL İLAÇ SANAYİİ VE TİCARET A.Ş., თურქეთი
იმპორტიორი —
გაცემის წესიურეცეპტოდ (III ჯგუფი)
ფორმა, დოზა, შეფუთვა100მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №20 (2X10)
ფარმაკო-თერაპიული ჯგუფისედაციური მცენარეული საშუალებები
რეგისტრაციის რეჟიმიეროვნული
GMP სერტიფიკატიაქვს · ვადა 10.10.2027

კითხვა-პასუხი

კითხვის დასმა

ჯერ არავის უკითხავს. გაქვთ გამოცდილება ან კითხვა? დასვით პირველმა.

ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაციას.