ამოქსიცილინი 250 მგ
რეცეპტით · Rx რეგისტრირებული აფთიაქებში არ იყიდება

ამოქსიცილინი 250 მგ

კაფსულა, №21 · მოქმედი ნივთიერება: Amoxicillin

ფასების შედარება ანალოგები
ყველაზე დაბალი ფასი — აფთიაქებში არ იყიდება

ინსტრუქცია

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

პერორალურად მისაღები კაფსულები, თითოეული მათგანი შეიცავს ამოქსიცილინის ტრიჰიდრატს 250 და 500 მგ-ს;

სუსპენზიის მოსამზადებელი მშრალი ნივთიერებები 125 მგ/5 მლ-ში და 250 მგ/5 მლ-ში, 60 და 100 მლ ფლაკონებში.

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ფართო სპექტრის ნახევრად სინთეზური ანტიბიოტიკი პენიცილინების ჯგუფიდან;

ფარმაკოლოგიური დახასიათება:

ხასიათდება ბაქტერიოციდული მოქმედებით როგორც გრამდადებითი, ასევე გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ, აქვს სწრაფი შეწოვის უნარი (არ არის დამოკიდებული საკვების მიღებაზე) და სწრაფი დიფუზიით ორგანიზმის თითქმის ყველა ქსოვილში და სითხეში.

ჩვენება:

დურამოქსი გამოიყენება ინფექციურ-ანთებითი დაავადებების დროს, რომლებიც გამოწვეულია პრეპარატისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით, ისეთი დაავადებების დროს როგორიცაა: ბრონქიტი, პნევმონია, ანგინა, პიელონეფრიტი, ურეთრიტი, ენტეროკოლიტი, გონორეა და სხვა.

დოზირება და მიღების წესი:

უფროსებისა და 10 წელზე ზევით ასაკის ბავშვებისათვის (40 კგ. წონის ზევით) ჩვეულებრივი დოზაა პერორალურად 250-500 მგ. ყოველ 8 საათში.

5-10 წლამდე ბავშვებისათვის 125 მგ. ყოველ 8 საათში.

2 წლამდე ასაკის ბავშვებს ენიშნებათ სადღეღამისო დოზა 20 მგ/კგ სხეულის მასაზე

პრეპარატის მიღება სასურველია საკვების ან რძის მიყოლებით კუჭ-ნაწლავის მხრივ გვერდითი მოვლენების თავიდან ასაცილებლად.

მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ინფექციის სიმპტომების გაქრობიდან არანაკლებ 2-3 დღის განმავლობაში.

უკუჩვენება:

პენიცილინებისა და ცეფალოსპორინებისადმი მომატებული მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებანი:

სიფრთხილით უნდა დაენიშნოთ ავადმყოფებს, რომლებიც ხასიათდებიან ალერგიული რეაქციებისადმი მიდრეკილებით და ასევე სიფრთხილით ინიშნება ორსულობის პერიოდში.

გვერდითი მოვლენები:

ალერგიული რეაქციები, ჭინჭრის ციება, ერითემა, რინიტი, კონიუქტივიტი, იშვიათად ციება, ტკივილი სახსრებში, ეოზინოფილია, ძალზე იშვიათად ანაფილაქსიური შოკი.

შენახვის პირობები:

მშრალ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა:

3 წელი

სწრაფი მიწოდება

მიწოდება 1 საათის განმავლობაში

რჩეული ბრენდები

მსოფლიოს ნომერ პირველი ბრენდები

წყარო: Impex (myimpex.ge)

რეგისტრაცია

მონაცემები მარეგულირებელი სააგენტოს რეესტრიდან. ბოლო სინქრონიზაცია: 11.11.2026.

რეგისტრაციის თარიღი: 10.12.2022

ანალოგები · Amoxicillin 250 მგ

დალაგებულია: იაფიდან
დასახელება მწარმოებელი შეფუთვა ფასი-დან
დურამოქსი იაფი VOGEN LABORATORIES Ltd, კვიპროსი №100 23.87 ₾
ამოქსაპენი Remedica Ltd, კვიპროსი №100 —
ჰიკონცილი KRKA, d.d., Novo mesto, სლოვენია №16 —

რეესტრის მონაცემები

სარეგისტრაციო ნომერირ-036976
მოქმედების ვადა10.12.2027
რეგისტრაციის მფლობელიAthlone Laboratories Limited (ირლანდია)
მწარმოებელიAthlone Laboratories Limited, ირლანდია
იმპორტიორი სს „გეფა“ →
გაცემის წესირეცეპტით (II ჯგუფი)
ფორმა, დოზა, შეფუთვა250მგ კაფსულა №21
ფარმაკო-თერაპიული ჯგუფიანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, პენიცილინები მოქმედების ფართო სპექტრით
რეგისტრაციის რეჟიმიაღიარებითი
GMP სერტიფიკატირეესტრში არ არის მითითებული

კითხვა-პასუხი

კითხვის დასმა

ჯერ არავის უკითხავს. გაქვთ გამოცდილება ან კითხვა? დასვით პირველმა.

ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაციას.