ამპიცილინი ვოგენი 500 მგ
რეცეპტით · Rx რეგისტრირებული GMP

ამპიცილინი ვოგენი 500 მგ

კაფსულა, №100 · მოქმედი ნივთიერება: Ampicillin

ფასების შედარება
ყველაზე დაბალი ფასი 36.00 ₾ 1 აფთიაქში

ინსტრუქცია

პრეპარატის ფორმები:

პერორალურად მისაღები კაფსულები

შემადგენლობა:

კაფსულები შეიცავს 500 მგ. ამპიცილინის ტრიჰიდრატს, მოქმედების ფართო სპექტრის ნახევრადსინთეზურ ანტიბიოტიკს, როგორც გრამდადებითი, ასევე მრავალი გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ.

ჩვენება:

ამპიცილინი გამოიყენება ინფექციურ-ანთებითი დაავადებების დროს, რომლებიც გამოწვეულია პრეპარატისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით, ისეთი დაავადებების დროს როგორიცაა: ბრონქიტი, პნევმონია, დიზენტერია, სალმონელოზი, ყივანახველა, პიელონეფრიტი, ენდოკარდიტი, მენინგიტი, სეფსისი და სხვა.

უკუჩვენება:

პენიცილინისადმი მომატებული მგრძნობელობა, ღვიძლის ფუნქციის დარღვევები, პრეპარატს არ უნიშნავენ ახალშობილებს.

განსაკუთრებული მითითებანი:

ამპიცილინით მკურნალობის პერიოდში აუცილებელია თირკმელებისა და ღვიძლის ფუნქციის, პერიფერიული სისხლის სურათის კონტროლი, ფრთხილად უნდა დაინიშნოს ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

გვერდითი მოვლენები:

ალერგიული რეაქციები, ჭინჭრის ციება, ერითემა, კვინკეს შეშუპება, რინიტი, კონიუქტივიტი, იშვიათად ციება, ტკივილი სახსრებში, ძალზე იშვიათად ანაფილაქსიური შოკი, შესაძლებელია კანდიდოზი, ნაწლავთა დისბაქტერიოზი.

დოზირება და მიღების წესი:

მოზრდილებს ენიშნებათ შიგნით მისაღებად თითო კაფსულა (500 მგ) ყოველ 6 საათში

ბავშვებს __ 250-500 მგ ყოველ 6 საათში, ჭამამდე 0,5-1 საათით ადრე ან ჭამიდან 2 საათის შემდეგ

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინფექციის ლოკალიზაციაზე და მოიცავს 5-დან 14 დღემდე პერიოდს.

შენახვის პირობები:

მშრალ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა:

3 წელი

წყარო: Impex (myimpex.ge)

რეგისტრაცია

მონაცემები მარეგულირებელი სააგენტოს რეესტრიდან. ბოლო სინქრონიზაცია: 11.11.2026.

რეგისტრაციის თარიღი: 22.08.2024

რეესტრის მონაცემები

სარეგისტრაციო ნომერირ-041910
მოქმედების ვადა22.08.2029
რეგისტრაციის მფლობელიVOGEN LABORATORIES Ltd (კვიპროსი)
მწარმოებელიVOGEN LABORATORIES Ltd, კვიპროსი
იმპორტიორი შპს „ფარმავეტი“ →
გაცემის წესირეცეპტით (II ჯგუფი)
ფორმა, დოზა, შეფუთვა500მგ მყარი კაფსულა №100
ფარმაკო-თერაპიული ჯგუფიანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, პენიცილინები მოქმედების ფართო სპექტრით
რეგისტრაციის რეჟიმიეროვნული
GMP სერტიფიკატიაქვს · ვადა 23.01.2028

კითხვა-პასუხი

კითხვის დასმა

ჯერ არავის უკითხავს. გაქვთ გამოცდილება ან კითხვა? დასვით პირველმა.

ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაციას.