ანაურანი 25 მლ
ურეცეპტოდ · OTC რეგისტრირებული GMP

ანაურანი 25 მლ

წვეთები, №1 · მოქმედი ნივთიერება: Lidocaine hydrochloride + Neomycin sulfate + Polimixin b sulfate

ფასების შედარება
ყველაზე დაბალი ფასი 16.18 ₾ 4 აფთიაქში

ინსტრუქცია

ანაურანი წვეთები

ყურის წვეთები: 25 მლ ფლაკონი პიპეტით.

100 მლ ხსნარი შეიცავს: 1 000000 სე პოლიმიქსინ B სულფატს, 0.5 მგ ნეომიცინის სულფატს (375000სე-ის ექვივალენტი), ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი 4.0 გრ;

დამხმარე ნივთიერებები: ბენზალკონიუმის ქლორიდი 0.01 გ, პროპილენგლიკოლი 44 მლ, გლიცერინი 26.5 გ, გამოხდილი წყალი 100 მლ.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანთებისსაწინააღმდეგო, ტკივილსაწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული მოქმედების კომბინირებული პრეპარატი Yყურის ანთებითი დაავადებების დროს. ნეომიცინის სულფატი და პოლიმიქსინი B – ფართო სპექტრის ანტიბიოტიკია (Pseuvdomonas aeruginosa; Staphylococcus aureus; Proteus spp; Steptococcii; Escherichia coli). ლიდოკაინი, გააჩნია რა ადგილობრივი ტკივილსაწინააღმდეგო ეფექტი, ამცირებს ტკივილსა და ქავილს ყურის ანთებითი დაავადებების დროს.

ჩვენებები

- მწვავე და ქრონიკული გარე ოტიტი;

- შუა ოტიტი პერფორაციის სტადიამდე;

- სმენის ორგანოზე ჩატარებული ქირურგიული ჩარევით გამოწვეული ინფექციური გართულებები (ტიმპანოპლასტიკა, ანტროტომია, ფენესტრაცია)

მიღების წესები და დოზები

- ბავშვები: 2-3 წვეთი Dდღეში 3-4 ჯერ.

- მოზრდილები: 4-5 წვეთი Dდღეში 2-4 ჯერ.

მკურნალობის კურსი არაუმეტეს 7 დღისა.

უკუჩვენება

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ. ორსულობა და ლაქტაცია , 1 წლამდე ასაკის ბავშვები

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

შეუთავსებელია მონომიცინთან, სტრეპტომიცინთან, გენტამიცინთან, ამიკაცინთან ნეტილმიცინთან.

შენახვის პირობები და ვადები

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25oC ტემპერატურაზე.

შენახვის ვადა: 3 წელი.

წყარო: Impex (myimpex.ge)

რეგისტრაცია

მონაცემები მარეგულირებელი სააგენტოს რეესტრიდან. ბოლო სინქრონიზაცია: 11.11.2026.

რეგისტრაციის თარიღი: 21.07.2021

რეესტრის მონაცემები

სარეგისტრაციო ნომერირ-032871
მოქმედების ვადა08.09.2027
რეგისტრაციის მფლობელიZambon S.p.A. (იტალია)
მწარმოებელიZambon S.p.A., იტალია
გაცემის წესიურეცეპტოდ (III ჯგუფი)
ფორმა, დოზა, შეფუთვა25მლ ყურის წვეთები ნარინჯისფერი მინის ფლაკონი №1
ფარმაკო-თერაპიული ჯგუფიოტოლოგიური პრეპარატები, ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებები
რეგისტრაციის რეჟიმიეროვნული
GMP სერტიფიკატიაქვს · ვადა 24.09.2027

კითხვა-პასუხი

კითხვის დასმა

ჯერ არავის უკითხავს. გაქვთ გამოცდილება ან კითხვა? დასვით პირველმა.

ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაციას.